"ევრო 2024-ზე საქართველოსა და გერმანიას ვუქომაგებ" - რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის მეუღლემ სოციალურ ქსელში თავის ფავორიტებზე ისაუბრა

AutoSharing Option
რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვალერი კარპინის მეუღლე დარია კარპინამ განაცხადა, რომ ევრო 2024-ზე საქართველოსა და გერმანიას უქომაგებს.

"ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების გულშემატკივარი ვიქნები. 2006 წლის მუნდიალის დროს გერმანიაში ბანაკში ვიმყოფებოდი და ამ ქვეყნის ფანების ქომაგობით აღვფრთოვანდი.

მესი თუ რონალდო? - მე მესის ვირჩევ", - დაწერა კარპინამ სოციალურ ქსელში, სადაც გამომწერების შეკითხვებს პასუხობდა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევრო 2024-ზე პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი იქნებიან.
მკითხველის კომენტარები / 35 /
უმეტესობა მდაბიოზე, მდაბიო კომენტარებია. ადამიანმა აღნიშნა, რო საქართველოს ვუქომაგებ და რა არის აქ ისეთი, რო ვერ აიტანეთ? უკვე აშკარად ფსიქოზამდე ხართ მისულები თუ დასულები, თქვენ თვითონ რითი ხართ მეტი ამ ადამიანებზე? არაფრით! ყელში ხართ ამოსულები უკვე, იქით ეს გაავებული გრანტი ჭამია ნაცები, ყველაფერზე რუსულის ძახილით, ტვინია წაღებული, აქ შემოხვალ ამ საიტზე და თუ ვინმე ნორმალურმა რუსმა რამე დადებითი დაწერა, ეგრევე ქოლავთ. მერე თქვენი პროვინციული ორღობის იუმორით ნაწერი შინაარსის კომენტარები, მეტყველებს იმაზე თუ როგორი დაბალი დონის, მატარებელი ადამიანები ხართ!
////
16:38 11-04-2024
12
დაესიეთ როგრც გჩვევიათ! რა სთქვა ისეთი, რო უკვე "აღშფოთდით და შეშფოთდით??? გელა.
აბა "ულა პაწრიოტებო"!
11:02 11-04-2024
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული