კახა კალაძე: გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი დამსახურებაცაა

AutoSharing Option
თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით მან უბრალოდ ფაქტი აღნიშნა, რომელიც მარტივად გადასამოწმებელია.

„რადიკალური დაჯგუფებები ვინც არიან, მათში გამოიწვია გაღიზიანება, თუმცა მე არაფერი ისეთი სიახლე არ მითქვამს, ფაქტი აღვნიშნე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს, ჩემი მოგონილი არ არის. მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება, მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე,
იქიდან გამომდინარე, რომ ის არის პოლიტიკოსი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი. მე ის გამიკვირდა, საერთოდ რომ არ დაწერეს და თქვეს, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „ნაციაო“ თითქოს ეს ვთქვი, ამის მკადრებლებიც არიან, ყველაფერს იკადრებენ.

შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს, ყველაფრის ანალიზს გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ, როგორი კამპანია მიმდინარეობს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ფეხბურთელებთან როგორი ბულინგი მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს საზოგადოებას, როგორ აბულინგებენ სპორტსმენებს, ფეხბურთელებს, რომ ვინმემ რაღაც თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. პირდაპირ იმას ვერ ეუბნებიან, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეაფასონ, მაგრამ ეუბნებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით გააკეთეთ განცხადებებიო. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა ევროპული მომავალი, ევროპა და ევროპული გაერთიანება, ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით, რისთვისაც ვშრომობთ, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, თავისუფლები, ჩვენი კულტურით, ადათ-წესებით და ყველაფრით გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა, ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგის მინდა წარმატება ვუსურვო, ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა და არასდროს მიკადრია და არასდროს გამიკეთებია განმარტებები, ინფორმაცია არ მიმიწოდებია საზოგადოებისთვის, გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა, როგორ და რანაირად, არ გავშლი თემას, გულწრფელად მინდა მას წარმატება ვუსურვო. ბიჭებს წინ აქვთ უმნიშვნელოვანესი თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ - ყველა, „ქართული ოცნება“, სხვა პარტიის წარმომადგენლები, ყველა. ამ რადიკალებს სიბინძურე და ჭუჭყი უნდათ შეახოცონ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, არავის არაფერი არ გამოუვა. ესენი არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, ამაზე მას პასუხი მოეთხოვება აუცილებლად“, - განაცხადა კალაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

altქოჩორაშვილი: თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას

მკითხველის კომენტარები / 154 /
ჯერ ეგ ერთი, გახარიას პარტიის წევრია და არა ნაციონალების, მერე ნაციც რომ იყოს შენ, ქოცს, ვისზე რა ხმა ამოგეღება. ერთხელ კიდევ ნახე საკუთარი სახე იმ ვიდეოში, გაცოფებული, სიძულვილისაგან მონგრეული სახე. თან პატარა ბავშვის დანახვაზე ევროკავშირის დროშით ხელში (!). ეგაა მთავარი. ჩვენ, ამ ქვეყნის ნორმალური მოქალაქეების უმრავლესობას, მიუხედავად იმისა, ვინ ვის უჭერს მხარს, (ნაცებს, ქოცებს, გახარიას, გირჩს...) ერთმანეთი არ გვძულს - შეიგნეთ ეს პოლიტიკოსებმა ბოლო-ბოლო. ხოდა იმას თუ მიხვდი მაინც რა თქვი - ევროკავშირის დროშა ვისაც უჭირავს ( ან თუნდაც მისი შვილიშვილი იყოს) ყველა ნაციაო. ყოჩაღ ნაცები მაშინ!
არტ
12 აპრილი 2024 13:33
7
26 მარტს ხომ მთელი საქართველო იყო ბედნიერი? მიუხედავად. რომელ პარტიაში იყო,რა დაგემართათ ერთი დღე გეყოყოთ? რა უბედურება ჭირს საქართველოს? არ დამიწყოთ აქ ახლა ქოცი თუ ნაცი, ხალხს რაგჭირთ,ვის გულისთვის ჭამთ ერთმანეთს? საქართველოს ადგილი აღარ დარჩა თქვენს აზროვნებაში?
დავიდუსი
12 აპრილი 2024 13:32
0
აბა გლდანის მაჟორიტარმა რომ თქვა მწვრთნელის საქმეში არავინ ერევაო? სხვა კი არაფერი ყოფილა, ნემსაძესაც მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერეს მოგებული არჩევნების შემდეგ მიშაღოველთა ზეობის დროს, მაგრამ მაშინ როგორც მახსოვს შენ მეცოცხე იყავი პრანჭიკელ
llcl
12 აპრილი 2024 13:32
3
დაუბრინე კალა კალაᲨოვს რაც მაგისია.
Osimo
12 აპრილი 2024 13:30
7
კახა, ადამიანი წარსულზე სწავლობს მომავალს. ადრე, როცა ოცნება ერიდებოდა პირდაპირ თქმას და ხალხს არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია, ნაცებმა ჩათვალეს სისუსტედ და ყოველნაირ ტყუილს კადრულობდნენ. შემდეგ შეიცვალა სიტუაცია, და თავდაპირველად "ხალხის ძალამ" ბევრი ფაქტი ღიად თქვა, ხალხმა გაიგო სიმართლე და ნაცებს უკვე აღარაფერი ჰქონდათ სათქმელი. ასე რომ, შენი დამსახურება ქოჩორას მიმართ არ უნდა დამალო, ღიად უნდა თქვა, რომ ნაცებს აღარაფერი დარჩეთ სათქმელი
@#$#@
12 აპრილი 2024 13:28
39
არ შეჭამეს ეს კაცი თავისი პოზიციის გახმაურებისთვის?! ან კიდევ, თუ ქოჩორაშვილის ნაკრებში ყოფნა თუ ამის დამსახურებაა, გამოდის რომ იგივე არაბიძის არყოფნაც მათზეა დამოკიდებული. რაც ნაკლებს იტყვი, მით ნაკლები სისულელეს ამოუშვებ.
მინდია
12 აპრილი 2024 13:19
5
აი არაბიძის თამაში და ინტენსივობა. საკუთარ დაკარგულ ბურთს რომ არ მიყვება უკან

ამას დაუმატე ის რომ გასახდელში არ არის კარგი ტიპი, ყოჩობსო. ჰოდა მთავარი ხასიათია და ამ
ზარმაცს არავინ აარევინებს დალაგებულ გუნდს. წავიდა ოქრიაშვილების, ჭანტურიების და მსგავსი მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელების დრო. ძლივს გუნდში პროფესიონალური ატმოსფეროა, ვის რად უნდა ეს ზარმაცი


https://footballnews.ge/video/8174-video.html?fbclid=IwAR260YulmVBvFO4Qa4RHTjqfG-u11wmykAGUanIlTj-N9y64nezxjahoJxg
არაბიძეს რა უნდა ნაკრებში
12 აპრილი 2024 13:36
14
არჩევნები ახლოვდება და ყველა განსხვავებული აზრის მქონეს "ნაცი" უნდა ეძახოს თორე არჩევნებს წააგებენ. არაუშავს კახი, არჩევნების მერე ისევ ნორმალურ ადამიანად იქცევი.
გივი
12 აპრილი 2024 13:10
7
ოხ კალაძე ერთი სახრე გინდათ გვერდებში ნახირს ცხვრებს გაუნათლებლებს
lasha
12 აპრილი 2024 13:09
4
სიცრუე! შენ ხარ ივანიშვილოვის უნამუსო ბოტი.
ნორმალურ ხალხს არც სააკიანი აინტერესებს, და არც ქურდული ოცნება.
სიცრუე-ს
12 აპრილი 2024 13:03
5
შენ ჩემთვის ყველაზე მაგარი მერი და ყველაზე მაგარი ქართველი ფეხბურთელიხარ საქართველოს სიამაყეხარ მიყვარხარ
კახის
12 აპრილი 2024 12:47
66
მასხარა ხარ )))
:)
12 აპრილი 2024 15:57
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული