კახა კალაძე: გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი დამსახურებაცაა

AutoSharing Option
თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით მან უბრალოდ ფაქტი აღნიშნა, რომელიც მარტივად გადასამოწმებელია.

„რადიკალური დაჯგუფებები ვინც არიან, მათში გამოიწვია გაღიზიანება, თუმცა მე არაფერი ისეთი სიახლე არ მითქვამს, ფაქტი აღვნიშნე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს, ჩემი მოგონილი არ არის. მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება, მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე,
იქიდან გამომდინარე, რომ ის არის პოლიტიკოსი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი. მე ის გამიკვირდა, საერთოდ რომ არ დაწერეს და თქვეს, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „ნაციაო“ თითქოს ეს ვთქვი, ამის მკადრებლებიც არიან, ყველაფერს იკადრებენ.

შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს, ყველაფრის ანალიზს გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ, როგორი კამპანია მიმდინარეობს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ფეხბურთელებთან როგორი ბულინგი მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს საზოგადოებას, როგორ აბულინგებენ სპორტსმენებს, ფეხბურთელებს, რომ ვინმემ რაღაც თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. პირდაპირ იმას ვერ ეუბნებიან, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეაფასონ, მაგრამ ეუბნებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით გააკეთეთ განცხადებებიო. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა ევროპული მომავალი, ევროპა და ევროპული გაერთიანება, ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით, რისთვისაც ვშრომობთ, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, თავისუფლები, ჩვენი კულტურით, ადათ-წესებით და ყველაფრით გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა, ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგის მინდა წარმატება ვუსურვო, ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა და არასდროს მიკადრია და არასდროს გამიკეთებია განმარტებები, ინფორმაცია არ მიმიწოდებია საზოგადოებისთვის, გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა, როგორ და რანაირად, არ გავშლი თემას, გულწრფელად მინდა მას წარმატება ვუსურვო. ბიჭებს წინ აქვთ უმნიშვნელოვანესი თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ - ყველა, „ქართული ოცნება“, სხვა პარტიის წარმომადგენლები, ყველა. ამ რადიკალებს სიბინძურე და ჭუჭყი უნდათ შეახოცონ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, არავის არაფერი არ გამოუვა. ესენი არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, ამაზე მას პასუხი მოეთხოვება აუცილებლად“, - განაცხადა კალაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

altქოჩორაშვილი: თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას

მკითხველის კომენტარები / 154 /
მართალია, პენალტი რომ ზუსტად დაარტყა ეგეც კახის დამსახურებაა, ბერძნებმა ძელს რომ მოარტყეს ეგეც კახის დამსახურებაა, მამარდა რომ ბურთები მოხსნა ეგ მითუმეტეს მისი დამსახურებაა.. თბილისიც მისი დაარსებულია და საერთოდ ევროპის ჩემპიონატი რომ ტარდება ეგეც დიდი სამტრედიელის დამსახურებაა.. აწი კითხვა უნდა დაისვას მხოლოდ იმაზე არის თუ არა რაიმე საერთოდ რაც მისი დამსახურება არაა..
ალექს
12 აპრილი 2024 12:30
23
თბილისის ნაწილში ვერ დაგეთანხმები, ეგ ბიძინას დაარსებულია !!!
ლაშა
12 აპრილი 2024 12:56
11
რა ქნა ასეთი ქოჩორაშვილმა? დაწერა თავის გვერდზე რომ საქართველოს მომავალი ევროპაშიაო და ეგრევე ამ გაუნათლებელმა დაახეთქა მამამისი ნაციაო. ამ ტიპს მეტი ინტელექტი არ აქვს და რა გინდა რომ ქნა?! მეც მიმაჩნია რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი და განვითარება ევროპაშია და გამოდის რომ მეც ნაცი ვარ? ვაი შენს პატრონს!
თომა
12 აპრილი 2024 13:34
8
კალაძე და კიდევ ბევრი სხვა მართლა "ნაცების" ლაქიები რომ იყვნენ, ეხლა დიდ გულზე არიან და თურმე "ნაცებს" ებრძვიან. ვინ ნაცებს, თავისნაირ მედროვეებს? ხვალ ბიძინა აღარ იქნება, გადაპორტირდებიან ახალ სახელისუფლებო პარტიაში და მერე კალაძე ქოცებს დაუწყებს ბრძოლას. ტფუი თქვენი მედროვე თავზეც გავიარე, საიდან შეიკრიბა ეს ნახირი
გიორგი
12 აპრილი 2024 15:30
2
ჯერ ის რა ჟესტი იყო ნაკრები რომ მოვიდა რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივართან და კალაძე კობახიძე ამოხტნენ სცენაზე პირველები და სიტყვით გამოვიდნენ. დედა უტირეთ ქვეყანას, გააქციეთ და დაამონეთ ხალხი. ახლა თქვენ და მანამდე თქვენმა წინამორბედებმა.
რაბუ
12 აპრილი 2024 13:38
17
ნეტა ამ კაცს გაჩუმების ფუნქცია არ აქვს?
ლაშა
12 აპრილი 2024 12:27
15
ცოდნა-განათლება არა აქვს რომ რამე ჭკვიანური თქვას და ყველას თუ ნაცი არ ეძახა სხვანაირად ბიძოს წინაშე ქულები როგორ დაიწეროს
ხვიჩა
12 აპრილი 2024 12:38
12
ნეტა, შენნაირებს არ გაქვთ გაჩუმების ფუნქცია? და რა სთქვა კახიმ ისეთი, რო წამოყირავდით? ამ ქოჩორა ბიჭის მამა, რო გაქანებული ნაცია ახალი ამბავია? ცნობისათვის: ნაცები, ასოცირდება მკვლელობასთან, კაცებებზე ძალადობაზე (ციხის კადრები) და ყველაფერ ცუდთან. ვიგონებ რამეს? ასეა ეს და წყალი არ გაუვა! ვინც მხარს უჭერთ ნაც მეცოცხეებს, ყველა ეგეთები ხართ! ადრე თუ გვიან ცოდვები მოგაკითხავთ, ეს აუცილებლად მოხდება!
ლაშას.
12 აპრილი 2024 13:10
44
სამტრედიელმა კარლოს ბიჭმა ამ ინტერვიუთი აღიარა რომ ქვეყანაში სუფევს აბსოლუტური ნეპოტიზმი და კორუფცია. ქოჩორამ დადო პოსტი რასაც აბსოლუტუეი უმრავლესობა ეთანხმება “საქართველოს ადგილი ევროპაშია”. ამას მოყვა ყოვლადდაუშვებელი ცილისწამება და აღვირახსნილი გინება მისი ოჯახის წევრის მიმართ. თქვენი ადგილი არ არის ხელისუფლებაში და ქართულ სპორტში
suxumchanin
12 აპრილი 2024 15:18
9
კალაძის მთელ კარიერას ქოჩორაშვილის ბოლო ერთი თამაში მირჩევნია.
sani
12 აპრილი 2024 16:46
10
ლოგიკურად ასეა!

ქოჩორაშვილმა საქართველოს ნაკრების წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ხოლო მილანში კახის ჩემპიონთა ლიგის თასი იტალიური ფეხბურთის წარმატება იყო!

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კახი კალაძე იყო წარუმატებელი და ზარალიანი!
საკუთარ კარში გოლებზე მეტად დღესაც მწარედ მახსოვს მალტელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა ერთი მოძრაობით როგორ მოტეხა/გააცუცურაკა კალაძე და გოლი შეგვიგდო!
თამაზი
12 აპრილი 2024 17:29
5
ნაც მესაჯდოომეებოოოოო
zura222
16 აპრილი 2024 07:35
1
ანუ ნაკრებშიც პარტიული ნიშნით ხდება გამოძახება? კალაძე და ეს ხროვა არის ერთი დიდი ნახირი, მარტო ამის გამო არის მოსაშორებელი, რომ თურმე როგორ გაბედა ნაკრების ფეხბურთელმა ხმის ამოღება. დათუნაშვილის გაგდება რომ შერჩათ ამათ, მთელი სპორტის სასახლის თვალწინ რომ დაარტყა ფედერაციის პრეზიდენტმა, სხვას რას უნდა ელოდო ამათგან
გიორგი
12 აპრილი 2024 15:27
13
ხომ აღიარა "გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის" - კვირკველიაც ამის დამსახურებაა (საბა კალას გუშინ მხარში დაუდგა ინსტაგრამში). არაბიძეც ამის დამსახურებაა...
მაკედონიასთან ხალხი არ შეუშვა - შვილი წაიყვანა
გია_544
12 აპრილი 2024 16:26
5
ეჰ კახი როგორ შეაზიზღე ხალხს თავი
ხვიჩა
12 აპრილი 2024 12:25
17
მართლა ვერ ვხვდები რად უნდა უღირდეს ვერ ვხვდები ასე რომ აზიზღებს ყველას თავს, ნუ ქოცების გარდა, მაგრამ მგონია რომ ქოცების გარად სხვას ვეღარ ხედავენ, ეგ ჰქონდა მიშას ბოლოს და სადაც ზის კი ვხედავთ ყველას :)
სიმართლე
12 აპრილი 2024 12:40
11
კახი, როგორც შენ იქცევი არის ქაჯობა!

ქოჩორაშვილს აბსოლუტურად არაფერი არ დაუწერია... მხოლოდ ევროკავშირის დროშიანი ბავშვის სურათი დადო წარწერით: "ჩვენი ადგილი ევროპაშია"!

შენ კი, როგორც ჩანს ძალიან გეტკინა და ავარდი ფინთი გოიმივით და ქაჯივით!

დაყენდი რააა!
თამაზი
12 აპრილი 2024 14:49
10
ჯერ ეგ ერთი, გახარიას პარტიის წევრია და არა ნაციონალების, მერე ნაციც რომ იყოს შენ, ქოცს, ვისზე რა ხმა ამოგეღება. ერთხელ კიდევ ნახე საკუთარი სახე იმ ვიდეოში, გაცოფებული, სიძულვილისაგან მონგრეული სახე. თან პატარა ბავშვის დანახვაზე ევროკავშირის დროშით ხელში (!). ეგაა მთავარი. ჩვენ, ამ ქვეყნის ნორმალური მოქალაქეების უმრავლესობას, მიუხედავად იმისა, ვინ ვის უჭერს მხარს, (ნაცებს, ქოცებს, გახარიას, გირჩს...) ერთმანეთი არ გვძულს - შეიგნეთ ეს პოლიტიკოსებმა ბოლო-ბოლო. ხოდა იმას თუ მიხვდი მაინც რა თქვი - ევროკავშირის დროშა ვისაც უჭირავს ( ან თუნდაც მისი შვილიშვილი იყოს) ყველა ნაციაო. ყოჩაღ ნაცები მაშინ!
არტ
12 აპრილი 2024 13:33
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული