კახა კალაძე: გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი დამსახურებაცაა

AutoSharing Option
თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით მან უბრალოდ ფაქტი აღნიშნა, რომელიც მარტივად გადასამოწმებელია.

„რადიკალური დაჯგუფებები ვინც არიან, მათში გამოიწვია გაღიზიანება, თუმცა მე არაფერი ისეთი სიახლე არ მითქვამს, ფაქტი აღვნიშნე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს, ჩემი მოგონილი არ არის. მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება, მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე,
იქიდან გამომდინარე, რომ ის არის პოლიტიკოსი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი. მე ის გამიკვირდა, საერთოდ რომ არ დაწერეს და თქვეს, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „ნაციაო“ თითქოს ეს ვთქვი, ამის მკადრებლებიც არიან, ყველაფერს იკადრებენ.

შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს, ყველაფრის ანალიზს გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ, როგორი კამპანია მიმდინარეობს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ფეხბურთელებთან როგორი ბულინგი მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს საზოგადოებას, როგორ აბულინგებენ სპორტსმენებს, ფეხბურთელებს, რომ ვინმემ რაღაც თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. პირდაპირ იმას ვერ ეუბნებიან, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეაფასონ, მაგრამ ეუბნებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით გააკეთეთ განცხადებებიო. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა ევროპული მომავალი, ევროპა და ევროპული გაერთიანება, ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით, რისთვისაც ვშრომობთ, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, თავისუფლები, ჩვენი კულტურით, ადათ-წესებით და ყველაფრით გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა, ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგის მინდა წარმატება ვუსურვო, ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა და არასდროს მიკადრია და არასდროს გამიკეთებია განმარტებები, ინფორმაცია არ მიმიწოდებია საზოგადოებისთვის, გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა, როგორ და რანაირად, არ გავშლი თემას, გულწრფელად მინდა მას წარმატება ვუსურვო. ბიჭებს წინ აქვთ უმნიშვნელოვანესი თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ - ყველა, „ქართული ოცნება“, სხვა პარტიის წარმომადგენლები, ყველა. ამ რადიკალებს სიბინძურე და ჭუჭყი უნდათ შეახოცონ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, არავის არაფერი არ გამოუვა. ესენი არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, ამაზე მას პასუხი მოეთხოვება აუცილებლად“, - განაცხადა კალაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

altქოჩორაშვილი: თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას

მკითხველის კომენტარები / 154 /
სანამ ყველაფერს რუსულს მიაკერებთ და რუსების ლანძღვას დაიწყებთ მანამდე საზონოვიც გაიხსენეთ ხოლმე. რას ერჩით იმ პატარა ბიჭს? რამე დანაშაული მიუძღვის იმაში რომ მამა რუსი ყავს? როგორც ქოჩორაშვილზე მოქმედებს ეს ყველაფერი ისე სანონოვზეც ანალოგიურ ზეგავლენას ახდენს.
ჩელენჯერი
13 აპრილი 2024 01:35
15
ჩორთის ჩაგდება გინდა ნაკრებში? ანგრევ ნაკრებს, კალას ულოკავ?
გია_544
13 აპრილი 2024 10:07
5
ამას მე მგონი დადებული აქვს ევროპამდე ნაკრებს დავშლიო.
ლაშა
13 აპრილი 2024 00:49
8
გულდასაწყვეტია კალაძის ასეთი დეგრადაცია, კარგი ფეხბურთელი იყო და პოლიტიკოსი /ადამიანი ნოლი.
gogi
13 აპრილი 2024 00:02
15
არა ნაცხროვას, არა პეტუხა ევროკავშირს! გაუმარჯოს საქართველოს ნაცების გარეშე!
გიგა
12 აპრილი 2024 23:38
26
ჩვენი ძმა! რუსეთში ოფიციალურად არის აკრძალული ერთსქესიანთა ქორწილი, ტრანს გენდერობა, პრაიდები და ასე შემდეგ. რა ხდება ევროპაში და ამერიკაში? ოფიციალურად დაშვებულია: ერთსქესიანთა ქორწილები, ტრანსები და ათასი უბედურებები, უკვე ისეთ დონეზე, რო ბავშვებსაც აღარ ინდობენ. გარყვნილება მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია უძველესი დროიდან, ამაზე არ არის საუბარი, უბრალოდ შენი ქვეყანას, რო უკანონებ მთავრობის დონეზე, ეს უკვე კატასტროფაა ერისთვის! ჩვენი ქვეყნის ჩათრევასაც რო ცდილობენ, ეს ევროკავშირები და მათი პარლამენტარები, ამ სიბინძურეში, ესეც რუსეთის ბრალია? კარგით რა მართლა და მართლა! რაც არ გაწყობთ ვერ ხედავთ და რაც გაწყობთ იმას ხედავთ. არა არის ეგრე ძმაო1
გოჩას
13 აპრილი 2024 11:55
2
ზუსტად შენისთანები ექაჩებით ამ ქვეყანას რუსული ჭაობისკენ, თანაც ისე რომ ვერც ხვდებით. "პეტუხა" და გარყვნილება რუსების მოგონილია და მაგ ამბავში ნამდვილად ჯობნიან ევროპას.
გოჩა
13 აპრილი 2024 02:03
10
ნეტა ამ კომენტარებს თუ კითხულობს ეს კაცი? მაგარი აჭრილია, მაგარი. ალბათ თვითონაც კი ნანობს რომ ასეთი სისულელე წამოროშა, კაცს რომელმაც დაწერა რომ საქართველოს ადგილი ევროპაშიაო, ნაცი უწოდა. მერე კი ის თქვა, ქოჩორა რომ ნაკრებში თამაშობს,ჩემი დამსახურებაც არისო. ეხლა, კეთილი ინებოს და განმარტოს რატომაა მისი დამსახურება ქოჩორაშვილი რომ საქართველოს ნაკრებშია, გამოდის რომ დაავალა სამწვრთნელო შტაბს მისი გამოძახება თუ როგორაა საქმე? ასე თუ გააგრძელა, კიდევ ბევრ სისულელეს წამოროშავს.
55555
12 აპრილი 2024 23:23
9
დათო-ს! რა კითხვა დაუსვა ჟურნალისტმა დააკონკრეტე! რას არ უჭერსო მხარს? სად ეწერა ქოჩორაშვილის პოსტზე, რომ ის არ უჭერს მხარს ამ კანონს ან პირიქით. მან დადო ფოტო ბავშვის, რომელიც ევროპის დროშას აფრიალებს და დაწერა ჩვენი მომავალი ევროპაშიაო. რას ხედავ აქ ცუდს? მერედა როდის აქეთ გახდა გვახარიას პარტია ნაცი? ეს უნდა ეთქვა ქალაქის მერს? მაგრამ თქვენ ქოცებს, ხომ ასეთი დევიზი გაქვთ ვინც ჩვენსკენ არ არის ნაცია. ანდა რას მიქვია ეს ბიჭი კარგი ბიჭია და ნაკრებში ათამაშეო თუ გამოცადეო .აბა რისთვისაა მწვრთნელი, ვიღაც ვიღაცეების მოწოდებებს უნდა უყუროს? თუ ქოჩორაშვილი სადღაც დამალული იყო და ვერ ხედავდა სანიოლი.
მეც დათო ვარ
13 აპრილი 2024 01:32
2
აჭრილი შენ ხარ და ნუ ინტრიგნობ … გიოს არაფერი არ დაუწერია დაწეტა მამამია და კალას როცა კითხა ვაიჟურნალისტმა აი ქოჩორაშვილი არ უჭერს მხარს და რას იტყვი ამაზეო მაგიტო თქვა რომ ეგ მაამისის პოსტია ნაცია და აბა რას დაწერდაო… ასე იყო სიმართლე და შენ ხარ დემაფოგი ან რა გაგიკვირდა კსლას რომ ქართულ ფეხბურთში სიტყვა ეთქმის საერთოდ არაა გასაკვირი და მწვრთნელს თუ ურჩია კაი ბიჭია და ნაკრებს გამოადგებაო რა მოხდა არ ქონდა უფლება?
დათო
13 აპრილი 2024 00:18
16
ყველა გამოხმაურება
პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა ყველგან პოლიტიკაა ამ ქვეყანაში და არაფერი გვეშველება არაააააააააააააააააააააააააა...
გეგი
12 აპრილი 2024 23:07
5
ამ ქვეყანას მართლა რომ არაფერი ეშველება და პოლიტიკაზე რომ გაფანატებთ,ჩემი კომენტარის დისლაიქიც ამტკიცებს ამას და რაც გინდათ ის გიქნიათ,მერე საკუთარ თავს დააბრალეთ ერთ წრეზე რომ ტრიალებთ აგერ უკვე 30 წელზე მეტია ;)
გეგი
13 აპრილი 2024 00:04
2
ერთი შეკითხვა მაქვს რა ბერკეტი აქვს თბილისის მერს რომ ხელი შეუწყოს ვინმეს ნაკრებში მოხვედრაში?
გია
12 აპრილი 2024 23:01
4
თბილისის მერს არაფერი, მაგრამ მგონია რომ კალას საფეხბურთო წრეებში ეთქმის ერთი სიტყვა და თუნდაც თუ ურჩია სანიოლს კარგი ბიჭია და ნაკრებს გამოადგებაო მე მაგალითად გასაოცარს და საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ
ზოლა
13 აპრილი 2024 00:21
8
რა უნდა თქვა, მდაბიო კომენტარია... დაუჯერებელია, რომ ეს კომენტარი ეკუთვნის კაცს, რომელმაც წესით უნდა იცოდეს წარმატების და თავისუფალი სიტყვის ფასიც!.. ბ-ნ მერს უნდა შევახსენოთ, რომ ქართველმა ერმა ევროპული არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა, როცა დასავლური რელიგია -ქრისტიანობა აირჩია, სულხან-საბას ეპოქაშიც ევროპაში უფრო ხედავდნენ ღირებულებათა თანხვედრას, ვიდრე აღმოსავლეთში და ა.შ. ახლა გამოვხტეთ და ნაცები ვეძახოთ ყველას? რა სიგიჟეა! Რომელი ევროპელები იყვნენ ნაცები? ნაცების პრობლემაც სწორედ "ფასადური" პროევროპულობა იყო, პროსაბჭოური მართვის მოდელით. წარმატება და ერთიანობა საქართველოს ნაკრებს!
მასტერს
12 აპრილი 2024 22:26
6
შენ გენაცვალე ძმაო მარა ნუ დაწერ აქ ეტყობა ჩვენმა პოლიტიკოსებმა არ იციან რომ სულხან-საბა საფრანგეთში იყო. დააბრალებან ისიც ნაცი იყო და მაგიტომ წავიდა იქო.
roma
13 აპრილი 2024 01:28
3
ერიდე ძაღლს რომელიც არ ყეფავს და ერიდე კაცს რომელიც არასდროს იცინის. ფული რომ ბედნიერების გარანტი არაა , კი ეტყობა მის მოღუშულ სახეზე და ბოღმის ნთხევაზე.
ფეხბურთი
12 აპრილი 2024 22:13
8
ეგ ბევრმა ფულმა იცის, თანაც თუ თხა და გიგოც კი არა გაქვს წაკითხული...))
გიო-ს
12 აპრილი 2024 22:11
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული