კახა კალაძე: გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი დამსახურებაცაა

AutoSharing Option
თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით მან უბრალოდ ფაქტი აღნიშნა, რომელიც მარტივად გადასამოწმებელია.

„რადიკალური დაჯგუფებები ვინც არიან, მათში გამოიწვია გაღიზიანება, თუმცა მე არაფერი ისეთი სიახლე არ მითქვამს, ფაქტი აღვნიშნე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს, ჩემი მოგონილი არ არის. მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება, მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე,
იქიდან გამომდინარე, რომ ის არის პოლიტიკოსი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი. მე ის გამიკვირდა, საერთოდ რომ არ დაწერეს და თქვეს, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „ნაციაო“ თითქოს ეს ვთქვი, ამის მკადრებლებიც არიან, ყველაფერს იკადრებენ.

შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს, ყველაფრის ანალიზს გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ, როგორი კამპანია მიმდინარეობს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ფეხბურთელებთან როგორი ბულინგი მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს საზოგადოებას, როგორ აბულინგებენ სპორტსმენებს, ფეხბურთელებს, რომ ვინმემ რაღაც თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. პირდაპირ იმას ვერ ეუბნებიან, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეაფასონ, მაგრამ ეუბნებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით გააკეთეთ განცხადებებიო. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა ევროპული მომავალი, ევროპა და ევროპული გაერთიანება, ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით, რისთვისაც ვშრომობთ, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, თავისუფლები, ჩვენი კულტურით, ადათ-წესებით და ყველაფრით გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა, ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგის მინდა წარმატება ვუსურვო, ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა და არასდროს მიკადრია და არასდროს გამიკეთებია განმარტებები, ინფორმაცია არ მიმიწოდებია საზოგადოებისთვის, გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა, როგორ და რანაირად, არ გავშლი თემას, გულწრფელად მინდა მას წარმატება ვუსურვო. ბიჭებს წინ აქვთ უმნიშვნელოვანესი თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ - ყველა, „ქართული ოცნება“, სხვა პარტიის წარმომადგენლები, ყველა. ამ რადიკალებს სიბინძურე და ჭუჭყი უნდათ შეახოცონ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, არავის არაფერი არ გამოუვა. ესენი არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, ამაზე მას პასუხი მოეთხოვება აუცილებლად“, - განაცხადა კალაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

altქოჩორაშვილი: თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას

მკითხველის კომენტარები / 154 /
მეცოდვება კახა. კარგი ბიჭი იყო. მერე ბინძურმა ტიპებმა პოლიტიკაში ჩაითრიეს.
პოლიტიკაში გამოცდილება არ ჰქონდა, და ამიტომ მარტივ პოლიტიკურ კომბინაციაში ვერ გაერკვია. კახამ იფიქრა, რომ ვინც სააკიანის მტერია, ის კეთილი პიროვნებაა. მაგრამ ეს პრინციპი ასე არ მუშაობს. შენი მტრის მტერი ავტომატურად არ არის შენი მეგობარი. ხშირად ორივე არის შენი მტერი.
რეალობა
12 აპრილი 2024 17:47
1
Კარგად იციან ყველამ სადაც მიდიან! Იმ ანეგდოტის არ იყოს "სადაა ბებია მაგ პადიეზდიო'
Kommarkos
12 აპრილი 2024 19:08
0
მეც ეგ ეჭვი მქონდა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობის განსაზღვრაში გარეშე პირები ღებულობენ მონაწილეობას! ამიტომაცაა, რომ დაიბლოკა რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელის მოწვევა ნაკრებში! ეს ინტერვიუ არის თბილისის მერის აღიარებითი ჩვენება! ეს არის მისი მორიგი ავტოგოლი!
2023
12 აპრილი 2024 17:34
6
ჭაობიდან სუფთად ამოსვლა არაა მარტივი კახუუ... როგორც ერთმა ჭეშმარიტმა კომენტატორმა თქვა ფსკერზეც აღარ ხარ მაგაზე ქვემოთ დაეშვი )) ინტერნეტის ეპოქაში ვიღაცას რომ ნაცს უწედებ და მერე აღმოჩნდება გახარიას პარტიის წევრი რომელსაც აქებდი და ადიდებდი ფოტოებში ესიყვარულებით ერთმანეთს და უცებ ნაცი გახდა? მახსოვს ნაცებთანაც ძაან ძმაკაცობდი თავის დროზე და იზიარებდი მათ ხედვებს მაგისი ფოტოებიც არსებობს და ინტერვიუებიც. სადამდე უნდა გქონდეთ ხალხის მოკლე მეხსიერების იმედი ))
ზურიკო
12 აპრილი 2024 16:59
3
კალაძის მთელ კარიერას ქოჩორაშვილის ბოლო ერთი თამაში მირჩევნია.
sani
12 აპრილი 2024 16:46
10
ნაც მესაჯდოომეებოოოოო
zura222
16 აპრილი 2024 07:35
1
ლოგიკურად ასეა!

ქოჩორაშვილმა საქართველოს ნაკრების წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ხოლო მილანში კახის ჩემპიონთა ლიგის თასი იტალიური ფეხბურთის წარმატება იყო!

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კახი კალაძე იყო წარუმატებელი და ზარალიანი!
საკუთარ კარში გოლებზე მეტად დღესაც მწარედ მახსოვს მალტელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა ერთი მოძრაობით როგორ მოტეხა/გააცუცურაკა კალაძე და გოლი შეგვიგდო!
თამაზი
12 აპრილი 2024 17:29
5
ერთი რამ კარგად გამოჩნდა არჩევნების წინ.
ქურდული ოცნება პანიკაშია.
რეალობა
12 აპრილი 2024 16:41
9
ეს ხომ მოკვდა თავის ქებით))))
)))
12 აპრილი 2024 16:40
6
ამით კალაძემ აღიარა რომ პირდაპირ ერევა ფედერაციის და მწვრთნელის საქმიანობაში!!
მაგრამ მე არ მიკვირს, საკუთარი ძმაკაცები რომ დანიშნა ფედრაციაში იმიტომაც აყვავდა ქართული ფეხბურთი! გაგიმართლათ რომ უეფამ ერთა ლიგა შექმნა და რომ ამჯერად გავედით ევროზე, თორემ რა გექნებოდათ სათქმელი?!
ეხ, ერთ დროს როგორ პატივს გცემდი კახა როგორც ფეხბურთელს..ძალიან გაბანძდი!
ბესო
12 აპრილი 2024 16:32
8
ჯერ ესერთი ბესომ აღნიშნა რომ ერთა ლივის შექმნით საქართველოს გაუმართლაო. თორემ გასლაში გაუმართლაო ეს არ უთქვამს. უეფამ სწორედ ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მოიფიქრა ეს სისტემა. რაც რა თქმა უნდა ასეთი ქვეყნებისთვის კარგია. თორემ საქართველოს ნაკრები ძველი სისტემით კარგა ხანს ვერ მოხვდებოდა ჩემპიონატზე. ელემენტარულად შეხედეთ ც ლიგის წარმომადგენელი მოხვდა და ა და ბ ლიგის წარმომადგენელი კი ვერ. ამაშია საქმე უეფამ გამონაკლისის სახით დაუშვა სუსტი ლიგის წარმომადგენლის დაშვება ჩემპიონატზე. აქცენტი გადატანილია ფეხბურთის გეოგრაფიის გაზრდაზე. ამ შეცვლილი პოლიტიკით მოხვდა საქართველო.
გია
12 აპრილი 2024 17:30
2
გაუმართლათ კი არა დამსახურებულად გავიდნენ ბიჭები ევროპის ჩემპიონატზე,
უმართლებთ არიფებს.როგორ ამბობთ ესეთ რამეს,თან პატრიოტობაზე და გულშემატკივრობაზე დებთ თავს,რამდენი შრომა და ოფლია ჩადებული ამ წარმატებაში.
ამ კომენტარით კალაძეს გადაუჯოკრე სამწუხაროდ.
საქართველო
12 აპრილი 2024 16:57
9
კახას ვენაცვალე, რაც არ უნდა განმარტებები გააკეთო, ამ კონკრეტულ საკითხზე ფუკა მოგივიდა. ეს რომ ასეა, თქვენს მიერ ამ თემაზე ასეთი და მსგავსი განცხადებები მეტყველებს. რა დროს ნაცია და ქოცია, როცა ქართველთა 100% ჩვენი ნაკრების წარმატებით ტკბება. გვაცალეთ რა ცხოვრება. აბა ჩაიხედე ღრმად გულში და მიხვდები რომ მართალი ვარ.
გოგი
12 აპრილი 2024 16:22
3
ეს სამარცხვინო
III
12 აპრილი 2024 15:52
6
ანუ ნაკრებშიც პარტიული ნიშნით ხდება გამოძახება? კალაძე და ეს ხროვა არის ერთი დიდი ნახირი, მარტო ამის გამო არის მოსაშორებელი, რომ თურმე როგორ გაბედა ნაკრების ფეხბურთელმა ხმის ამოღება. დათუნაშვილის გაგდება რომ შერჩათ ამათ, მთელი სპორტის სასახლის თვალწინ რომ დაარტყა ფედერაციის პრეზიდენტმა, სხვას რას უნდა ელოდო ამათგან
გიორგი
12 აპრილი 2024 15:27
13
ხომ აღიარა "გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის" - კვირკველიაც ამის დამსახურებაა (საბა კალას გუშინ მხარში დაუდგა ინსტაგრამში). არაბიძეც ამის დამსახურებაა...
მაკედონიასთან ხალხი არ შეუშვა - შვილი წაიყვანა
გია_544
12 აპრილი 2024 16:26
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული