კახა კალაძე: ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება - საქართველოს მომავალი არის ევროპა

AutoSharing Option
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გზავნილები არის იგივე, რასაც ფიქრობს ყველა და რასაც კითხვის ნიშანი არ დაესმის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყნის მომავალი არის ევროპა და ევროპული ღირებულებებით ცხოვრება და „სწორედ ეს კურსი აქვს არჩეული დღევანდელ ხელისუფლებას“.

„რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა. ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუფლად გადავადგილდებით ვიზის გარეშე, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას,
მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში.

ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება - ჩვენი მომავალი არის ევროპა. სწორედ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, რომ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ. პირველ რიგში, ევროპა საქართველოში და აქ მინდა, ჩემი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ნურავის შერცხვება და შეეშინდება ამის თქმის, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 47 /
ჩამოყალიბდი კაცო სად გინდა, ნამეტანი აიბლანდე ტყუილებში. გუშინ არ თქვი ევროპა საბჭოთა ცეკას მაგონებსო? გეუბნება ეგ ევროპა არ მიიღოო, რა ქნას მეტი, ჩინურად გითხრას თუ რუსულად? შპრეხეეენ? ვა, ესეთი ქოსატყუილა ჯერ არ მინახავს. )))
კალაძეს
17 აპრილი 2024 14:44
5
ამას ეგონა მარტო ქოჩორაშვილი იყო მარტო. არ ელოდა სხვა ფეხბურთელების პროტესტს. დააწერინა რეფერენტს სხვა შინაარსის ტექსტი. ჰა ეხლა ვისი მამაა ნაცი.
დავით 67
17 აპრილი 2024 16:49
4
ძიუბამ რაო, კახი? მეც მინდა ევროპაშიო?))))))))))))))))
საამურია ცხოვრება
17 აპრილი 2024 14:56
4
როცა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა გეუბნება რომ ეს არაა ევროპული გზა, არამედ რუსეთისაკენ მიმავალი გზა,
როცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს.მდივანი აკეთებს განცხადებას (რამდენჯერმე) და გეუბნება რომ ეს კანონი არის პრორუსული,
როცა ამ კანონს იწონებს მედვედევი, პესკოვი, დუგინი და მათნაირი ცოფიანი იმპერიალისტები, ცოტა ტვინი გაატოკო და შეეშვა მაგ ყალბ განცხადებას!

ბიძინას ცუციკი ხარ და შენი გზა არის მუხასრანსკში!
თამაზი
17 აპრილი 2024 18:11
9
რაფერ უნდა მიებას. ამ მოღალატეს ქვეყნის თავის ქრთამბესთვის პასუხი არაგოსკენ ყველაფერზე წავიდნენ
ba
17 აპრილი 2024 14:42
2
Შიგ მაგდა ანიკოვაში ;))))
Silver xerxes
17 აპრილი 2024 14:20
2
ქოცნებო თქვე მენტალურად რუსებო. ერთს ამბობთ მეორეს აკეთებთ იგივეს აკეთებენ მთელი ცხოვრება რუსები. თქვენ უნდა დამთავრდეთ თქვე მავნებელო გაუმაძღარო მოღალატეებო. არაფერი ევრპა საქართველოსთვის თქვენ არ გაწყობთ ეს ყველამ მშვენივრად ვიცით. კოლექტიური ყორღანაშვილები ხართ.
G.LA
17 აპრილი 2024 16:29
3
ავტოგოლა რა უტიფარია ნახეთ რა. ნაცები ხო კადრულობდნენ ყველაფერს მაგრამ ამან ინაცა კიდევაც იქოცა კიდევაც და 2 გოლიც შეგვიგდო ფეხბურთში.
ზურა
17 აპრილი 2024 23:12
0
აბა ევროპა სუვერენიტეტს გვართმევსო და საბჭოთა ჯავშირს მაგონებსო? რას ქვია როგორ გაგვიბედეს სასამართლოს რეფორმა გჭირდებათო?! ცალ ფეხზე დგომას გვთხოვენო? თუმცაკი ჩრდილოელ მეზობელს კაი ხანია გადახრილი ვყავართ უხერხულ პოზაში, მაგრამ ეგ არ ითვლება ცალ ფეხზე დგომად, ის ზურგის მხრიდან გვიდგას და ვერ ვხედავთ, მთავარია თავი ჩავრგოთ სილაში კარგად და გავიყურსოთ.
ვახო
18 აპრილი 2024 01:11
9
ხო ყველანი ნაძირლები არიან... მაგრამ ეს ფსკერია ფსკერი ნაძირალაა, ამისნაირი არცერთი არაა!!!
არა რუსულ კანონს
17 აპრილი 2024 22:29
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული