კახა კალაძე: ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება - საქართველოს მომავალი არის ევროპა

AutoSharing Option
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გზავნილები არის იგივე, რასაც ფიქრობს ყველა და რასაც კითხვის ნიშანი არ დაესმის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყნის მომავალი არის ევროპა და ევროპული ღირებულებებით ცხოვრება და „სწორედ ეს კურსი აქვს არჩეული დღევანდელ ხელისუფლებას“.

„რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა. ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუფლად გადავადგილდებით ვიზის გარეშე, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას,
მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში.

ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება - ჩვენი მომავალი არის ევროპა. სწორედ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, რომ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ. პირველ რიგში, ევროპა საქართველოში და აქ მინდა, ჩემი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ნურავის შერცხვება და შეეშინდება ამის თქმის, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 47 /
ასეთი იშვიათი თვალთმაქცი ჯერ არ შემხვედრია!!რა თქმა უნდა შენთვის და შენი ოჯახისთვის ევროპაში ჩასვლა არანაირი პრობლემაა ყოველ კვირას იქ ხართ! აღიზიანებთ ხალხს თქვენი ლაქშერული ცხოვრებით და ფოტოსესიებით!!ღმერთი არ შეგარჩენთ ბუმერანგივით მოგიბრუნდებათ ყველაფერი!!დაელოდეთ!!!
კორკოტა
17 აპრილი 2024 15:08
5
შენ კი გინდა ევროპა, ოღონდ შენი შვილებისათვის, რომლებსაც იტალიის და საფრანგეტის მოქალაქეობა "გაუკეთე". საქართველოსათვის კი რუსეთი გინდა, იმიტომ რომ იქ არც თავისუფალი აჩრევნებია და არც თავისუფალი სიტყვა, და სამუდამოდ გინდა დარჩე ხელისუფლებაში, ფულის ქაფვაში და ატკატებში.
კალა ატკატა-ს
17 აპრილი 2024 14:35
5
კალაძეს ვურჩევ საფეხბურთო მესვეურობას და ფეხბურთის სახელით ლაპარაკს თავი დაანებოს და მიხედოს მერიას...ძველი დინამოს ლეგენდები არ ლაპარაკობენ და ბაქიბუქობენ ამდენს!ერთი სპორტსკოლა მაინც აეშენებინა
კალას
17 აპრილი 2024 15:13
4
ეგ იცის 12 წელი ხალხის მოტყუებამ. შეხვედით კახი ტუპიკში? დრონი მეფობენ კახი, დრონი და არა მეფენი. კარგად უნდა დაიმახსოვროთ. მაგალითად ედიკა, ასლანა და მიშა გყავთ.
ცისკარა
17 აპრილი 2024 14:51
5
კახა, რაც უფრო დრო გადის მით უფრო ამტკიცებ რომ ერთი პატარა მოღალატე ხარ! მცხვენია რომ ოდესღაც შენით ვამაყობდი! ეტყობა ბერლუსკონიმ სიბინძურეებიც გასწავლა მილანში!
ბესო
17 აპრილი 2024 20:40
8
უჰ, მტერს არ ვუსურვებ ამის მდგომარეობაში ყოფნას! რად უნდა გიღირდეს ან სიმდიდრე, ან თანამდებობა, რომ ასე უსირცხვილოდ ატყუებდე ყველას. გაჩუმდი მაინც შე კაი ადამიანო. აიღე მაგალითი მილიონერი პარლამენტარებისგან, კი არიან წლები გოჭებივით გატრუნულები.
ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა,ზოგჯერ თქმითაც დაშავდების...
17 აპრილი 2024 15:06
8
აფერისტი ნაძირალა
კაკო
17 აპრილი 2024 14:47
6
აკი მარტო ზივზივაძეს ყოლია ნაცი მამა? შე ფლიდო შენი გადაგრეხილი ტვინით ყცელა ფეხბურთელის მამა ნაცია.
G.LA
17 აპრილი 2024 20:37
3
შენი მატყუარა თავი გადაშენდა. სიტყვით ფასობს ადამიანი და არა ფულით ან თანამდებობით. რა ჯანდაბად გიღირს ან ერთი ან მეორე ... ტვინი მართლა იმ ფეხებში გაქვს რომლითაც ორი ბურთი გაუტანე შენ ქვეყანას და დღეს კიდე აგრძელებ შენ კარში გოლების გატანას ... ფუ რა სირცხვილი ხარ ერის როცა პირიქით უყვარდი ხალხს და ტაშს გიკრავდა
ლმ
17 აპრილი 2024 15:41
8
მატყუარა კრიმინალი მაფიოზი! როგორ იყო რაებს პირდებოი ხახლს? უსრიცხვილო მაფიოზო! გაქრი!
hm
17 აპრილი 2024 16:35
1
არა და , ხომ ასე თქვი :
ევროპა = სსრკ ?!
ასეთი ლოგიკით :
- ევროპა/ამერიკა არ გვიშვებს თავისი "კლანჭებიდან" და თუ "გახვალთ", რეგიონებს აგიჯანყებთ და ტერიტორიებს გვართმევს ?!
- ე.ი. როგორც სსრკ -ს დროს,
მოსკოვს რაც მოუნდებოდა, რომ
არც არავის შეეკითხებოდა,
ისე გადაწყეტდა საქართველოს ბედს, ასეა ევროპაც?!
- თუ არ "მოიპარავდი" ნორმალური ცხოვრება რომ შეუძლებელი იყო, ასეა ევროპაც ?!
- ევროპას აქვს ოკუპირებული და თითქმის ანექსირებული აფხაზეთი და "ცხინვალის რეგიონი" და მთელ მსოფლიოში დაძრწის, რომ რამენაირად აღიარონ ეს რეგიონები ?!
- რუსეთთან მარტო, ერთიერთზე დარჩენა ჯობია და ევროპაზე საბოლოოდ უარის თქმა ამ ე.წ. კანონის გამო ?!
- "მე ვიყო კარგად და ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის ევროპა ისედაც საკუთარი სახლივითაა" -ო
და
თუ "მე და ჩემი ოჯახი" არ ვიქნებით ძალიან კარგად და ვერ გავაგრძელებ ასე(!) ...
არ მიღირს (!!!)
საქართველოს ევროპაში ყოფნა - ო ?!
-------------
ა, კაცი !
აი, "ლოგიკა" !
"ბრავო" კალაძე!

"ბრავო" კალაძე !
17 აპრილი 2024 14:51
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული