კახა კალაძე: ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება - საქართველოს მომავალი არის ევროპა

AutoSharing Option
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გზავნილები არის იგივე, რასაც ფიქრობს ყველა და რასაც კითხვის ნიშანი არ დაესმის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყნის მომავალი არის ევროპა და ევროპული ღირებულებებით ცხოვრება და „სწორედ ეს კურსი აქვს არჩეული დღევანდელ ხელისუფლებას“.

„რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა. ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუფლად გადავადგილდებით ვიზის გარეშე, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას,
მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში.

ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება - ჩვენი მომავალი არის ევროპა. სწორედ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, რომ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ. პირველ რიგში, ევროპა საქართველოში და აქ მინდა, ჩემი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ნურავის შერცხვება და შეეშინდება ამის თქმის, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 47 /
როგორ უთხარი ჟურნალისტს: თქვენ ხართ უმცირესობაშიო ხოლო ჩვენო უმრავლესობაშიო? ბევრი აღარ დარჩა არჩევნებს სად აღმოჩნდებით დავინახავთ ყველა, ეგრე იყო მიშიკო ბატონი რევოლუციის და ხალხის ქუჩაში გამოყვანის ბაბაი ახლა სადაა წამოწოლილი?
Badiri
17 აპრილი 2024 18:35
6
ადამიანი? თუ ურნა...
კლაუსი
17 აპრილი 2024 18:49
3
ra katamic iyavit kocebo is katmebi darchit, exla ikakanet ertad xazshi koc nacebo!!
სანდრო
17 აპრილი 2024 16:53
2
კახა! ზღაპრის ბოლო ვითომ კეთილია??!!გუთენტრაკენ!!!
საბა
17 აპრილი 2024 20:16
1
კაი კაი კაი
ბათუმელი ექსპერტი
17 აპრილი 2024 15:01
1
ყოველᲗვის მხარს გიᲭერდი,მაგრამ როგორ არ გრცხვენია,რა მოგივიდა რა ჯანდაბაᲗ გინდაᲗ ასეᲗი ხელისუფლება,რას დაემსგავსეᲗ,ყოᲩაᲦ მაგრები ხარᲗ,მიდიᲗ სცემეᲗ ხალხს,აბა Თქვენ იციᲗ.
გოᲩა
17 აპრილი 2024 15:16
7
ყოჩაღ მთავრობა!მაგარი განწყობით აცილებთ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე,თქვენ ხართ ქვეყნის ნომერ პირველი მტრები!!!წყალში ჩაუყარეთ ფეხბურთელებსაც და ხალხსაც საზეიმო განწყობა!!!
სანდრო
19 აპრილი 2024 13:55
1
იხტიბარი არ გაიტეხა კახიმ,ყველაზე მეტად ამ ფეხბურთელებს გაუკეთეთ შენ და მთავრობამ ცუდი საქმე,ძლივს გაერთიანებული და გახარებული ქართველი ხალხი, ერთი კვირის მერე,სრულ ზიზღში და მტრობაში ამყოფეთ,ალბათ ყველაზე მეტად შენზე ბრაზდებიან როგორც ყოფილ ფეხბურთელზე!!რა საჭირო იყო ახლა ეს კანონი?ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან ერთ კვირაში??
სამაჩაბლო
19 აპრილი 2024 10:29
0
მტყუანის რაც მხილოდ ევროპა გვინდაო იგულისხმეს?... თავს ნუღარ იტყუებ. ბიჭებმა, ყველა სპორტსმენმა მაშასადამე იგულისხმა არა რუსულ კანონსაც. აბა გამოდი და თქვი ამ კანონს მხარს უჭერენ ჩვენი სპორტსმენებიო თუ ხარ მაგარი -:))) ამიტომ ჩუუუ
ბათუმელი
18 აპრილი 2024 13:23
2
კაი Ერთი კარლოევიᲩ, Შენ მეისპე ...
დინამოელი
18 აპრილი 2024 00:33
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული