ქოჩორაშვილი: მართალი ვიყავი საკუთარ თავთან... ამას არ უნდა ვეცდუნებინე - როცა იმის შანსია, შენი ქვეყანა დაამწუხრო...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა საბერძნეთთან პლეი-ოფის ფინალური მატჩის პერიპეტიები ლელა წურწუმიას გადაცემაში, "სტუმრად ლელასთან" გაიხსენა:

"რამდენიმე წლის წინ არათუ პენალტს, ჯარიმასაც კი არ ვასრულებდი. 2-3 წელია, რაც ამაზე ფსიქოლოგიურად მუშაობა დავიწყე. ბავშვობიდან ისე ჩანდა, თითქოს დარტყმა ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ როცა ყოველდღიურად საკუთარ თავზე მუშაობ და ვარჯიშობ, აუცილებლად გამოგივა. ბევრი მეუბნებოდა, დამატებითი ვარჯიში რა საჭირო იყო. ამიტომ ჩემთვის ეს მოტივაციის წყარო გახდა, ყოველ დილით გავდიოდი და ხელოვნურ საფარზე ინდივიდუალურად ვემზადებოდი.

"ვალიადოლიდის" წინააღმდეგ მეკარემ ჩემი დარტყმული პენალტი
რომ მოიგერია, ამან უფრო დიდი მოტივაცია მომცა...

ფინალის წინ მე, "კვარა", ზურიკო და ბიჭები ვვარჯიშობდით და თერთმეტმეტრიანების დარტყმა კარგად გამომდიოდა. დამატებითი დროის ბოლო წუთებში მაინც სულ ემოცია მოდის - "დავარტყა?!" არის შანსი, ვერ გამოიყენო პენალტი და შენი ქვეყანა დაამწუხრო. ყველაფერი ეს გვერდზე გადავდე და ვთქვი, რომ ამისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი. დანარჩენი უკვე ერთგვარი ლატარიაცაა...

როცა დამატებითი დრო დასრულდა, თავს იმაზე მშვიდად ვგრძნობდი, ვიდრე სხვა მატჩებში ვარ. მზად ვიყავი და უნდა მეცადა, რადგან თუ არ ცდი, ვერასდროს გაიგებ, მართალი იყავი თუ არა... მე ვიყავი მართალი საკუთარ თავთან, რადგან ბევრი ვივარჯიშე და მადლობა ღმერთს, რომ ეს დამიფასდა...

პენალტების შემსრულებლების სია ზურაბ ხიზანიშვილს ეჭირა. ვილი სანიოლმა იკითხა, პირველი ვინ არტყამსო და "ქოჩორაო", უთხრეს...

რამაც დიდი მუხტი მომცა, ის იყო, რომ პირველ პენალტს ჩვენ ვასრულებდით. კაშიამ არჩევანი მოიგო და გვკითხა, გვინდოდა თუ არა დაგვეწყო, რასაც სიამოვნებით დავეთანხმეთ. ბურთი როცა ავიღე, პენალტის ნიშნულამდე გრძელი გზაა... საკუთარ სუნთქვას ვუსმენდი და ვცდილობდი, აწმყოში დავრჩენილიყავი, არც იმაზე მეფიქრა, რაც მომავალში მოხდებოდა და არც წარსულზე, ამას არ უნდა ვეცდუნებინე, რადგან ამ დროს თავში ცუდი ფიქრები მოგდის, რატომ აიღე პირველმა ბურთი... შიში არაა პრობლემა, მთავარია, მან არ შეგიპყროს... ყოველი მატჩის წინ ვნერვიულობ და ესაა, რაც გვაცოცხლებს, ნერვიულობა გვაძლევს ძალას. ისევ ძველ დროს დავუბრუნდი, 5 წლის წინ გაცილებით განვიცდიდი...

წინა დღეს ვიცოდი, რომელ მხარეს უნდა დამერტყა და მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი..."

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს ჩაერთვება, ჩვენს ჯგუფში კი თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია არიან.

altმიქაუტაძეს ევროს შემდეგ დიდ გუნდში ველით - ფორვარდები, რომელთაც გერმანიაში გრანდებიც დააკვირდებიან...

altმამარდაშვილი ევრო 2024-ის 3 ყველაზე პროგრესირებად მეკარეში - ვინაა ყველაზე სახელოვანი...

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

მკითხველის კომენტარები / 58 /
მართლა ასეა?არსებობს ეგვიპტური,ამერიკული,შვედური,თურქული,ბრაზილიური,რუსული და ა. შ. კანონები?ყველა ქვეყანა რა კანონსაც იღებს ის იმ ქვეყნის კანონია და არა სხვა ქვეყნის,რუსული კანონი ბუნებაში არ არსებობს,ეს სიტყვები:რუსული კანონი,ყურით მოთრეულია მანქურთების მიერ და უვიცთ აბოლებენ,რომ ამღვრეულ წყალში ბევრი თევზი დაიჭირონ,არა მარტო ეს კანონი,არამედ ლუსტრაციის კანონიც სასწრაფოდ უნდა მიიღონ,რომ საქართველომ საბოლოოდ დაისვენოს.
ნიანია ბაკურიანი
11:33 25-04-2024
2
თურქეთსაც რო აქვს იგივე კანონი და საკაიფოდ ცხოვრობენ ევროკავშირის გარეშე?
იქეთაც შეესივნენ და გერმანია გაასტამბოლეს.
ჩვენ კიდე ცისარტყელას დროშებით ვეხვეწოთ?
მერე რა მოხდება იცით?ევროპაც დაგიკიდებს თურქეთი გაგასტამბოლებს და რუსეთი გაგაროსტოვებს შენი ხალხი კიდე ტაქსისტებად და ბოზებად მოემსახურებიან.
ასეა ბაბუ,შენი პრინციპი უნდა გაატარო ყოველთვის
Levani
00:26 24-04-2024
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული