ფონდი "ქართუ" საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი მატჩის მოგებისთვის კი...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფონდი "ქართუ", ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს.

"საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას.

სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი "ქართუ" საფეხბურთო ნაკრებს, ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი "ქართუ" ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.

გამარჯვებას
ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის". – წერია "ქართუს" განცხადებაში.


მკითხველის კომენტარები / 126 /
ანუ რა ყველაფრით უკმაყოფილოები ხართ ბიჭო რაგჭირთ?? ამდენი მილიონერია ქვეყანაში დაწყებული ჭყონიათი დამთავრებული ხაზარაძით, რომელიმემ ჯიბეზე გაიკრა ხელი?? თუ რომელიმეს არააქვს იმის შესაძლებლობა რო ეს ექნა, ერთი კოკაკოლას მფლობელია და 30 მილიონს ერთ საათში აკეთებს, მეორე ბანკის დამფუძნებელია და ორი მილიარდიაქ მაგის ბანკს წლიურად წმინდა მოგება. წაახალისონ მაგათმაც სპორცმენები და ცუდის მთქმელს რავუთხარი მე.
ქართველი
14:36 23-04-2024
21
ასე ძალიან თუ შეგტკივათ გული საქართველოს ნაკრებზე, როცა ევროპაზე გავედით, მაშინ მიგეცათ გუნდისთვის მაგის მესამედი მაინც.
მიდით ბიჭებო ამ უნამუსოების ჯიბრზე გადით ჯგუფიდან.
ო რა გამიხარდება ამათი მგლოვიარე სიფათების ნახვა.
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული