რატომ მიაღწია საქართველომ წარმატებას და ბელარუსმა - ვერა... რა შანსები აქვს სანიოლის გუნდს ევროზე - დრაგუნმა ბელარუსულ პრესასთან ისაუბრა

AutoSharing Option
ბელარუსულმა Smartpress.by-მ მომავალი ევროპის ჩემპიონატი მიმოიხილა და რა თქმა უნდა, საუბარი საქართველოს ნაკრებსაც შეეხო.

გამოცემას ექსპერტად მათი ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სტანისლავ დრაგუნი ჰყავდა მიწვეული, რომელმაც 2012 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე "ჯვაროსნებთან" 2:0 მოგებულ შეხვედრაში ჩვენი გუნდის კარიც აიღო.

დრაგუნს კითხვა იმის შესახებ დაუსვეს, რა შეიცვალა ამ 12 წელში, რატომ მიაღწია საქართველომ ამხელა წარმატებას და ბელარუსმა - ვერა.

"ეს კითხვა სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს. ძალიან ბევრ რამეზე დაკვირვება და დაფიქრებაა საჭირო.

იგივე ხდება საკლუბო დონეზეც... 2018 წელს "ბატემ" ჩემპიონთა ლიგაზე
"ყარაბახს" უმასპინძლა, მაგრამ სად არიან ახლა ეს გუნდები?!

"ყარაბახი" ახლა ერთი ნაბიჯით წინაა! სამოთხე და დედამიწა! ახლა ჩვენ შორის სწორედ ეს განსხვავებაა.

ზოგი წინ მიიწევს, ზოგიც უარესდება. როგორც ჩანს, საქმე ფეხბურთელების მომზადებაშია. მე არ ვარ ექსპერტი, ეს თემა წამოვწიო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ჩვენ სახლში ვრჩებით, საქართველო კი ევროპის ჩემპიონატზე მიდის".

დრაგუნს კითხვა ბოლო სამი ნაკრების (საქართველო, უკრაინა, პოლონეთი) შესახებ დაუსვეს, რომლებმაც დარჩენილი 3 საგზური მიიღეს და ყოფილ ფეხბურთელს აზრს დაეკითხნენ, აქვთ თუ არა ამ ქვეყნებს ჯგუფიდან გასვლის შანსი.

"ვფიქრობ, სამივეს გაუჭირდება და განსაკუთრებით, საქართველოს. მათ გამო შეწუხებული ვარ, რადგან გარკვეულ საკითხებში ვგავართ ერთმანეთს.

უკრაინელებს კარგი ახალგაზრდა თაობა ჰყავთ, მაგრამ ახალგაზრდებს არასტაბილურობა ახასიათებთ. თუ მათ თავიანთი ფეხბურთი ითამაშეს, ჯგუფიდან გავლენ", ‐ ამბობს დრაგუნი.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ჩვენ რო გვიგებდით მხოლოდ იმიტომ რომ ცუდ დღეში ვიყავით ქართული ფეხბურთი, თორე ისე თანაბარ პირობებში არავის თქვენნაირების მოსაგები არ არის ჩვენთან და ამას მალე შეგაგნებინებთ ყველას. მალე მიხვდებით რამხელა პატივი იყო ეგ თქვენთვის და ვერ აცნობიერებდით თუკი გვიგებდით ოდესღაც
X.
25 აპრილი 2024 08:28
2
ფაქტს ხომ ვერ გავექცევით? ჩვენ ნაკრებს გაუმართლა, თანაც როგორ...ნახევარფინალში იმ ეპიზოდში მსაჯის რეაგირება რომ არა, ანგარიში გათანაბრებული იყოდა რიცხობრივი უპირატესობაშიც არ აღმოვჩნდებოით, თამაშიც მანამდე დაახლოებით თანაბარი იყო და არავინ იცის როგორ გაგრძელდებოდა, ფინალიც დაახლოებით თანაბარი იყო,..თერთმეტიანები ხომ ლატარეაა. გადამწყვეტი ფაქტორი მაინც მაყურებელთა საოცარი მხარდაჭერა აღმოჩნდა. გასვლის შემთხვევასი კი მაგნაირი თამაშით ლუქსემბურგთან 50% ბერძნებთან კი არ მინდა შეფასება...რეალობა ასეთია
მამუკა
24 აპრილი 2024 14:46
35
ლუქსემბურგზე როგორ ამბობ, რომ თამაში თანაბარი იყო?.. თამაში თუ არ გინახავს სტატისტიკას შეხედე... ის გაუქმებული გოლი და გაძევებაც, ხო მსაჯის პირადი გადაწყვეტილება არ იყო?? განიხილეს ვარზე და სწორედ მისი მცდარი პირადი აზრი შეაცვლევინეს.
Irakli Apkhaidze
24 აპრილი 2024 15:14
2
იმიტომ, რომ ჩვენ ევროპის გზას ვადგავართ, თქვენ კი ხევროპის. განსხვავებას ხედაავთ?
კ ო მ ბ ლ ე
24 აპრილი 2024 18:09
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული