მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის პრემია 850 ათასი ლარიდან 3 მილიონ ლარამდე გაიზრდება

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის პრემია 850 ათასი ლარიდან 3 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად იქნა მიღებული.

"როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 ათასი ლარის ოდენობით. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, გავზარდოთ პრემიის მოცულობა 3 მილიონ ლარამდე. 3 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის
იმედი", - განაცხადა კობახიძემ.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 10 /
30 წელიწადში 3 მილიონი რა არის.... მეტი ღირსები არიან ეს ბიჭები..... თქვენი იმედი მაქვს ბიჭებო!!!!!!1
alex
08:35 21-05-2024
0
მეც და აქ უმრავლესობას რა თქმა უნდა ფეხბურთი მეტად გვიყვარს და რა თქმა უნდა მსოფლიოშიც უფრო პოპულალური სპორტია. მაგრამ ეს არ ნიშნავს ასეთი გადაწყვეტილების მიღებით სხვა სპორტსმენები გავანაწყენოთ. აღარ დავასახელებ მათ მიღწევებს სხვადასხვა სპორტულ სახეობებში. ეს გადაწყვეტილება დიახ წინასაარჩევნოა, მაგრამ პირობას გაძლევთ არ იმუშავებს. ქოცებო ის მამა და მარჩენალი რომ დაჰპირდა ჯგუფიდან გასვლაში და რამის ჩემპიონობაში პრემიებს, ახლა გადაეხადა პრემიები გასვლისათვის რაც უკვე მიიღო ქვეყანამ. რაო არ გაემეტა? მასე ჩემპიონობაზე მეც დავპირდები ჩვენ ნაკრებს 100 მილიონს და რა მერე?
G.LA
17:21 20-05-2024
14

სიახლეები პოპულარული