"საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.
თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის
ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის, რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ, როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის, რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.
გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი, ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება", - წერს კანკავა.
როგორ შეიძლება, შემადგენლობის დასახელების შემდეგ ფეღბურთელი იძახდეს, რომ მე ვეღარ გავქაჩავ და სხვა ნახეთო.ეხლა პირდაპირ ხომ არ იტყვის მასე, და ტაქტიანად ეგ თქვა! ((
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამწვრთნელო და სასელექციო ბორდისგან ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იკვეთება, უფრო სწორად, "ინდიფერენტულობა სანაკრებო შემადგენლობის დასახალების დროს", ასე გამოჩნდა.
ესეიგი ტიპებმა, დაკეცილი თაბახის ფურცელი (ერთი/ორი კვირის ჯიბით ნატარები) გაშალეს ჟურნალისტებს დაუძახეს და შემადგენლობა დაასახელეს, ისე რომ არც არავისთან გაუვლიათ (დასახელებულ ფეხბურთელებს ვგულისხმობ და იმათ ვინც შემადგენლობაში მოხვედრასთან ახლოს იყვნენ) კონსულტაცია, მაშინ როცა იგივე პროცესი გაიარა უკვე უამრავმა ნაკრებმა, და სანაკრებო ფეხბურთელების კონკრეტულ მატჩებს ესწრებოდნენ და ეს მართლა ვარსკვლავი მწვრთელნელები ქალაქიდან ქალაქში დარბოდნენ, რომ მატჩებს დასწრებოდნენ, აქ მთავარი ის კი არ არის რომ თამაშებს აკვირდებოდნენ?, არა. დიდი ალბათობით მოთამაშეებსაც ხვდებოდნენ უშუალოდ და ესაუბრებოდნენ საჩემპიონატო სიის შედგენის და წასაყვან არწასაყვან ფეხბურთელებზე, ერთი სიტყვით ყველაფერზე ესაუბრებოდნენ რაც მომავალ საჩემპიონატო ბატალიებს ეხებოდა, არ გამიკვირდება პროცესში უკვე ფსიქოლოგები დიეტოლოგები ფიზიოთერაპევტები და აშ იყვნენ ზოგიერთის სანაკრებო ბანაკაში ჩართულები! (((
პ.ს 2კგ ხახვის სურნელი დაკრავს კომენტარს:D
ასეა ეს და სულ მალე გაიგებთ ყველა.
მალე რა,ევროპის ჩემპიონატის მერე...
კარგად დაიმახსოვრეთ....
ჩემპიონატის წინ,უკვე გამოძახებულმა რომ უარი თქვა თავისივე ახდენილ ოცნებაზე?