ვინ ჩაანაცვლებს კანკავას და იქნება სია 26-კაციანი?

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადს ჯაბა კანკავა საკუთარი სურვილით გამოაკლდა. ვილი სანიოლს ახალი ფეხბურთელის დამატება სჭირდება. სიაში საყრდენი ნახევარმცველების ნაკლებობა ნამდვილად არაა, შესაბამისად, არც იმის აუცილებლობაა, ჯაბა მისივე ამპლუის ფეხბურთელით ჩანაცვლდეს. ჩვენც ამ ამბავს ოფიციალურად დაველოდებით, მარჩიელობას არ ვაპირებთ, მაგრამ თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, მასზე ვიმსჯელებთ.

გულშემატკივრებს შორის ახლა ყველაზე დიდი მოლოდინი ირაკლი აზაროვს უკავშირდება. იქნებ სანიოლმა არსებულ ვითარებაში მაინც დაუშვას და მარცხენა ფლანგზე მესამე ალტერნატივა ჰყავდეს. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ ირაკლიმ ნაკრების წარმატებისთვის "ერთა ლიგაზე" ბევრი გააკეთა, კონკურენციისა და
ბოლო მატჩებში შენგელიასა და წიტაიშვილის კარგი გამოსვლის მიუხედავად, ის ევროზე ყოფნას იმსახურებს!..

სანიოლის სამუშაო სტილისა და ხასიათის გათვალისწინებით, მაინც მოსალოდნელია, მან კანკავა შუახაზელით ჩაანაცვლოს. ფრანგი სპეციალისტი გუნდში ყოფნის გამოცდილებას მაინც დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს და ასეთი განაცხადს მიღმა ვლადიმერ მამუჩაშვილია. ბათუმის "დინამოელი" თითქმის მუდმივად იყო სანიოლის რჩეულებში და მას ერთხელ მთელი მარჯვენა ფლანგიც ჩააბარა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 4 გოლია.

ნიკა გაგნიძე

Sportall.Ge

ჩვენი მხრიდან "ჯვაროსნების" თავკაცს ნახევარმცველის კიდევ ერთ ვარიანტს შევახსენებთ. ეროვნული ლიგის ლიდერ გორის "დილაში" ნიკა გაგნიძე გამორჩეულია.

გაგნიძე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატიდან გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ როგორც თამაშით, ასევე ტრავმის შემდეგი ემოციებით. მიმდინარე სეზონში ნიკას 2 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს. პრობლემა ისაა, რომ მან ბოლო ტური გამოტოვა, მანამდე კი მხოლოდ 33 წუთი ითამაშა.

შეგახსენებთ, კანკავას გადაწყვეტილებამდე, საქართველოს ნაკრების განაცხადი 26-კაციანი იყო. აქვე იმასაც გეტყვით, სიის ბოლომდე დაკომპლექტება სავალდებულო არაა.

Edit: სანიოლმა გაბრიელ სიგუა გამოიძახა!..

alt"მინდა, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ..." - ნაკრებში გამოძახებული ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

მკითხველის კომენტარები / 40 /
მამუჩაშვილის ფორმაზე წერდნენ ქვემოთ და რომ იცოდეთ, მამუჩაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე ფიზიკურად მომზადებული ფეხბურთელი ამ ნაკრებში. ყველაზე მეტ დროს ატარებს სავარჯიშო დარბაზში და თვითონ ფეხბურთელები ამბობენ ამას. ჩაკვეტაძეც ამბობდა ინტერვიუში, რომ მამუჩაშვილისგან მიიღო რჩევები რომელი დანამატები უნდა მიეღო და ა.შ.
მოკლედ, მამუჩაშვილი შეიძლება მაღალი კლასით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ ფიზიკური მომზადება ნამდვილად აქვს უმაღლეს დონეზე.
Burton
24 მაისი 2024 17:12
5
არცერთი!სიგუა წაიყვანოს გამოადგება!
ჯეჯე
24 მაისი 2024 17:07
5
Azarovi uechveli gvindaaa
Taxo
24 მაისი 2024 16:52
4
ამოდენა სანქციები მოდის და ე მანდ ნაკრებიც არ დაგვისანქცირონ!
მწვრთნელი
24 მაისი 2024 16:35
20
აზაროვი ფიზიკურად სუსტიაო წერთ ზოგზოგიერთები თქვენ ფიზიკურ სისუსტეში სიმაღლეს და სიგამხდრეს გულისხმობთ ? ეხლა ინძაგიზე რო ეთქვა ვინმეს რო ფიზიკურად სუსტიაო .. ფიზიკურად სუსტია ფეხბურთელი 90 წუთი რომ ვერ დარბის და ორთაბძოლას ვერ იგებს ... აზაროვის თამაშებს უყურებთ ?
bensoni
24 მაისი 2024 16:11
4
ფიზიკურ სისუსტეში,სწორედ ეგ იგულისხმება,ჯანის ნაკლებობასთან ერთად.როცა სირბილი არ შეუძლია,მაგაზე ვამბობთ,გამძლეობა არ აქვსო.ტერმინოლოგიაში შესაძლოა სხვანაირად იყოს,მაგრამ სასაუბრო ქართულში,ასეა.ირაკლი მართლაც მაგარი და ძალიან პერსპექტიული ბიჭია,მაგრამ თურქებთან და მათზე უფრო ათლეტურ ჩეხებთან,სწორედ ჯანით და სიმაღლით დაიჩაგრება დაცვაში და მგონი ამ ნიშნით არ შეიყვანა,განაცხადში.
სოსო
28 მაისი 2024 14:55
0
კვირკველიამ ბოლო ტურში 16 წუთი ითამაშა, და შეცვალეს. თუ ტრავმირებულია, ისიც შეიძლება ვერ წავიდეს ევროზე.
რეალობა
24 მაისი 2024 16:04
0
რა სამარცვინო ფიზიკურ ფორმაშია კიც ერთი და კიც მეორე. გეგონება ფეხბურთელი კი არა მინი ფეხბურთის მოთამაშეა. სირცხვილია მაგარი. არცერთი რო არ წაიყვანონ კი ჯობია არ მოკვდებიან გერმანიაში სიცილით
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
24 მაისი 2024 15:51
10
Მამუჩაშვილი არა ბუბა დაუშვილი.საერთოდ რა უნდა ამას ნაკრებში?
Ბაბუაწვერა
24 მაისი 2024 15:50
7
ფეხბურთის ტაქტიკის გარტყმაში არა ხარ, მგონი ფეხბურთი ბურთის კენწლვა გგონია :)
პიპიიი
24 მაისი 2024 17:44
2
ერთ ერთი საუკეთესო იყო რაც ითამაშა ნაკრებში,აბა ვის უნდა?
ბესო
24 მაისი 2024 15:59
3
გელას გამოიძახებენ უეჭველი, გვარი კი იცით.....
გელას ძმა, ნუგზარა
24 მაისი 2024 15:49
3
რაღაც საეჭვოდ გამოხტა ოქრი და რა ვიცი, აბა...არ გამიკვირდება ამათ რომ მუჯირის მამაც გამოიძახონ.))))
ვითომ ოქრი?)))
24 მაისი 2024 15:43
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული