ვინ ჩაანაცვლებს კანკავას და იქნება სია 26-კაციანი?

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადს ჯაბა კანკავა საკუთარი სურვილით გამოაკლდა. ვილი სანიოლს ახალი ფეხბურთელის დამატება სჭირდება. სიაში საყრდენი ნახევარმცველების ნაკლებობა ნამდვილად არაა, შესაბამისად, არც იმის აუცილებლობაა, ჯაბა მისივე ამპლუის ფეხბურთელით ჩანაცვლდეს. ჩვენც ამ ამბავს ოფიციალურად დაველოდებით, მარჩიელობას არ ვაპირებთ, მაგრამ თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, მასზე ვიმსჯელებთ.

გულშემატკივრებს შორის ახლა ყველაზე დიდი მოლოდინი ირაკლი აზაროვს უკავშირდება. იქნებ სანიოლმა არსებულ ვითარებაში მაინც დაუშვას და მარცხენა ფლანგზე მესამე ალტერნატივა ჰყავდეს. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ ირაკლიმ ნაკრების წარმატებისთვის "ერთა ლიგაზე" ბევრი გააკეთა, კონკურენციისა და
ბოლო მატჩებში შენგელიასა და წიტაიშვილის კარგი გამოსვლის მიუხედავად, ის ევროზე ყოფნას იმსახურებს!..

სანიოლის სამუშაო სტილისა და ხასიათის გათვალისწინებით, მაინც მოსალოდნელია, მან კანკავა შუახაზელით ჩაანაცვლოს. ფრანგი სპეციალისტი გუნდში ყოფნის გამოცდილებას მაინც დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს და ასეთი განაცხადს მიღმა ვლადიმერ მამუჩაშვილია. ბათუმის "დინამოელი" თითქმის მუდმივად იყო სანიოლის რჩეულებში და მას ერთხელ მთელი მარჯვენა ფლანგიც ჩააბარა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 4 გოლია.

ნიკა გაგნიძე

Sportall.Ge

ჩვენი მხრიდან "ჯვაროსნების" თავკაცს ნახევარმცველის კიდევ ერთ ვარიანტს შევახსენებთ. ეროვნული ლიგის ლიდერ გორის "დილაში" ნიკა გაგნიძე გამორჩეულია.

გაგნიძე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატიდან გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ როგორც თამაშით, ასევე ტრავმის შემდეგი ემოციებით. მიმდინარე სეზონში ნიკას 2 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს. პრობლემა ისაა, რომ მან ბოლო ტური გამოტოვა, მანამდე კი მხოლოდ 33 წუთი ითამაშა.

შეგახსენებთ, კანკავას გადაწყვეტილებამდე, საქართველოს ნაკრების განაცხადი 26-კაციანი იყო. აქვე იმასაც გეტყვით, სიის ბოლომდე დაკომპლექტება სავალდებულო არაა.

Edit: სანიოლმა გაბრიელ სიგუა გამოიძახა!..

alt"მინდა, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ..." - ნაკრებში გამოძახებული ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

მკითხველის კომენტარები / 40 /
ამიტომ უნდა გამოიძახო გაფართოებული სემოდგენლობა
1 თვით ადრე რომ ასაცელებ 26 კაცსს რა იცი რა ხდება. იქნებ ვინმე დაშავდეს. ან რამე პრობლემა შეხვდეს. იქნებ ვისაც იძახებ არ არის ფორმაში. ხო უნდა შეამოწმო
d
24 მაისი 2024 14:20
1
შენგელია და ქვილითაია გამოაკელით სიას კიდევ და ისე წადით ევროზე 23 კაცით!
მწვრთნელი
24 მაისი 2024 14:19
12
არაბიძე. რაც ათამშეს არაბიძე ერთი თამაში არ ჩაუგდია ნაკრებში და ანდეთ კიდევ ერთხელ ნაკრების მაისური, რისი იმედიც ნაკლებად მაქვას უთანხმოებიდან გამომდინარე
ლადო
24 მაისი 2024 14:17
3
აზაროვი კარგია, მაგრამ ფიზიკურადაა სუსტი ანანიძესავით.
ზორო
24 მაისი 2024 14:10
7
კანკავას უთქვია არაბას ვუთმობ ადგილსო, ვნახოთ, ვნახოთ...
სიმენონი
24 მაისი 2024 14:09
6
უთქვია რას ნიშNავს სიტყვა დატოვა? მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს ვინც ჭირდება? მგონია რომ მამუჩაშვილს გამოიძახებს, მაგრამ 2 ვინგერზე მეტი არ გვჭირდებაო და მარცხნივ თუ არ ჭირდება მარჯვნივ რატომ ჭირდება მაგას ვერ ვხვდები
სიმართლე
24 მაისი 2024 14:54
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული