ჩეხეთის მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებსა და სანიოლის გუნდთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა - ჰაშეკი ევრომდე ბევრს არაფერს გაამჟღავნებს

AutoSharing Option
ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხთა მწვრთნელმა 28 მაისს შემადგენლობა დაასახელა და შემდეგ ადგილობრივ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

60 წლის სპეციალისტი გამოკვეთილ ფავორიტად პორტუგალიას მიიჩნევს, საქართველოსა და თურქეთთან კი თანაბარ დაპირისპირებას ელოდება. 

"ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვითამაშოთ, რა ფორმირებაში. გვაქვს რამდენიმე ვარიანტი. მთავარია, გუნდს აქვს ხასიათი, რაც მათ უკვე აჩვენეს მარტის მატჩებში. ველოდებით შეკრებას, ერთობლივ ვარჯიშებს, რომლებშიც ჩვენ კიდევ ბევრი ვარიანტის მოდელირებას მოვახდენთ.

მართალია, რომ არ გვინდა ჩვენმა მეტოქეებმა ძალიან გადაგვტვირთონ (ჩეხები ევრომდე 2 ამხანაგურ მატჩს მალტასთან და
ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავენ), არ გვინდა გავამჟღავნოთ ყველაფერი ჩემპიონატის წინ.

გვყავს გამოყოფილი ადამიანები, რომლებიც ჩვენს ოპონენტებს სწავლობენ. სწორედ დღეს ვაგვარებდით მაგ საკითხს, თუ ვინ წავა პორტუგალიის, საქართველოსა და თურქეთის მატჩების სანახავად.

საქართველო და თურქეთი ძალიან რთული მეტოქეები არიან. ვფიქრობ, ჩვენს მატჩებს ამ 2 გუნდთან ფავორიტი არ ეყოლება.

ისინი დიდ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებს ეყრდნობიან. პორტუგალია კი ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და ამით ყველაფერი ნათქვამია", - განაცხადა ჰაშეკმა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
საქართველოს ნაკრებს რო ევრიპაზე გაიყავნს და თუ გაგვიმართლა და ჯგუფიდან გავედით, ეს სანიოლს რათქმაუნდა მაგრად წაადგება. ჯერესერთი იმიტომ რომ ბაიერნში და საფრანგეთის ნაკრებში მაგარი კარიერა ქონდა და ამას გარდა რომელი მწვრთვნელი შეძლებდა საქართველოს ნაკრების გაყვანას ევროპაზე? ამას გამბედაობა ხომ უნდა? საკუთარ კარიერას სასწორზე რომ დებ, ჩვენი მწვრთვნელები ვინც იყო ყველას დაენგრა სამწვრთვნელო კარიერა, ვერცერთი ვეღარ დაბრუნდა იმ დონეზე რა დონეზეც ჩვენთან მოსვლამდე იყვნენ./ უცხიელებზე აღარაფერს ვიტყვი, ქეცბაია აიღეთ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა მაგის გუნდები და საქართველოს ნაკრებუდან რაც წავიდა მის მერე ცეღარ მოხვდა ეგეთი ელიტარულ გარემოში. ცხადაძე არ იყო ევროპაში მაგრამ წარმატებული ითვლებოდა და ნაკრების შემდეგ ეგეც დატანჯული იყო უგუნდოდ ან მაჩანჩალა გუნდებში უწევდა არასრული სეზონი, დღეს გაბალს მწვთვნელია როგორც ვიცი და ეს გაბალა აზერბაიჯქნის მეორე ლიგაშია
Vasili
31 მაისი 2024 09:44
0
ჩეხებისთვის მიღწევა იქნება ჩვენთან ფრე მაგრამ უეჭველი ვუგებთ.
გიორგი
29 მაისი 2024 21:57
1
ისე როგორ გგონიათ,ვილი ხო არ არის სადღაც იემენის ან ფილიპინების მწვრთნელი,ხელფასი და კაი ცხოვრება რო იყოს მაგის ამოსავალი წერტილი.
ვილის მთელი ევროპა იცნობს და თუ საქართველოთი წარმატებას მიაღწევს ეგრევე კონტე-პოჩეტინოს დონეზე აიწევს მაგის რეიტინგი.
ასე რომ მუშაობს სავარაუდოდ ის კაცი თავის და ჩვენს სასიკეთოდ,
ფეხბურთი კიდე ჩვენზე კარგად მართლა იცის ვერაფერს ვიტყვით
Levani
29 მაისი 2024 13:30
3
კი ნამდვილად ეგრეა, ვილი არაა გამოცდილი და სუპერ მწვრთნელი ცხადია და ბევრი უკლია მანდამდე, მარა ამხელ კარიერა ქონდა და ანჩელოტის ასისტენტი იყო ბაიერნში, ბაიერნის დროებითი მწვრთნელიც იყო და ვფიქრობ პოტენციალი აქვს გაიზარდოს, იმედია ჩვენთან ერთად გაიზრდება და მაინცდამაინც კაი შედეგებს ჩვენს მერე არ მიაღწევს )))
რა მაფიაა?
29 მაისი 2024 23:47
0
Აი საღოლ მჲთქვამს, აი მალადეც ლოგიკაა
გ.შ.
29 მაისი 2024 23:29
0
დღევანდელი ტექნიკური შესაძლებლობების პირობებში,ფინანსურად გამართულ ჯგუფს,მეტოქეზე ძალიან ბევრი ინფორმაციის და ვიდეო მასალის მოგროვება შეუძლია,ვარჯიშების ვიდეომასალის ჩათვლით,მაგრამ ჩვენს მეტოქეებს,მანდაც დიდი უპირატესობა აქვთ,თუ მოინდომეს.
სოსო
29 მაისი 2024 13:19
7
წინა კომენტარს გამოვეხმაურები : რა თქმა უნდა ყავს და ეს გამოჩნდა საბერძნეთთან თამაშის დროსაც, გუნდი ქონდათ თავიდან ბოლომდე შესწავლილი, ასევე პენლატების სერიაში თუ რომელი ფეხბურთელი საით ურტყამდა ეგ ქონდათ შესწავლილი და მამარდასთვის ნათქვამი. ასე რომ ჩვენი მოწინააღმდეგეების თამაშები აქამდეც შესწავლილია და იქაც დააკვირდებიან.
JABA
29 მაისი 2024 12:44
3
ჯაბა, მხოლოდ პირადი დაკვირვების საფუძველზე აკეთებთ განცხადებას თუ პირდაპირი წვდომა გაქვთ ინფორმაციაზე? ერთია ჩვენი დაკვირვებები მოსაზრებებითურთ და სულ სხვაა აკრედიტებული პროფესიონალის მიერ გაზიარებული ინფორმაცია. სპორტული ჟურნალისტიკა სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ჩვენ არ გვიწევდეს მარჩიელობა და დეტალებში მივიღოთ უტყუარი ინფორმაცია იმ აქტივობების თაობაზე, რომელიც ეროვნულ ნაკრებში ესოდენ დიდი მნიშვნელობის ტურნირის წინ ტარდება. კერძო და სუბიექტური აზრი მასებისთვის ამა თუ იმ საკითხის თაობაზე უტყუარ დასტურად არ გამოდგება, შესაბამისად მიუხედავად თქვენი მოსაზრებისადმი პატივისცემისა, უფლებას ვიტოვებ ვიცოდე მეტი პროფესიონალების მხრიდან, რომლებიც არა მხოლოდ ვარაუდობენ, არამედ უშუალოდ პასუხისმგებელი პირებისგან იღებენ კონკრეტულ ინფორმაციას.

რაც შეეხება აწ უკვე ჩავლილ დაპირისპირებას საბრძნეთთან - კიბატონო, შესაძლოა აქ გამოჩნდა გარკვეული ტაქტიკური მზაობა კონკრეტული თამაშისთვის, თუცმა მარათონულ გარბენზე, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებს ელის, მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება. უფრო ღრმა ტაქტიკური არსენალია საჭირო და სწორედ ამიტომ, კარგი იქნება გვქონდეს ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა და როგორ კეთდება აღნიშნულის უზრუნველსაყოფად. გასაგებია, რომ არც ნაკრების ხელმძღვანელობა დაკარგავს დროს უქმად და გარკვეული მონახაზები მუშავდება, თუმცა ვფიქრობ არც თქვენ იტყოდით უარს მეტი დეტალის შესახებ მიგეღოთ ინფორმაცია. მე ვაფიქსირებ საკუთარ აზრს და კომენტარებში პოლემიკის გამართვა ან სხვის მოსაზრების გაქარწყლება არ წარმოადგენს ჩემს ინტერესს. მხოლოდ და მხოლოდ არგუმენტები, პატივისცემით...
soc.press
29 მაისი 2024 13:10
6
საინტერესო იქნებოდა იმის მოსმენა ჩვენს ეროვნულ გუნდს თუ ყავს გამოყოფილი ანალიტიკოსები იმისათვის, რომ მომავალი მოწინააღმდეგეების ძლიერი და სუსტი მხარეები გულდასმით შეისწავლონ. სანიოლი თუ აპირებს ალტერნატიული ტაქტიკური სქემების დამუშავებას და მათ გამოყენებას.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე პირველად მოხვედრა გიყვარდეს საამაყო ამბავია, თუმცა ასეთ პატივს გამართლებაც სათანადო ჭირდება და ჯგუფური ტურნირი რა თამაშითაც გავიარეთ, იგივე თამაშის ამარა ფინალურ ეტაპზე ფონს გასვლა ძალზედ გაჭირდება, ამიტომ საინტერესოა - კეთდება თუ არა რაიმე ამ მიმართულებით ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, თუ იგივე შაბლონურ ტაქტიკას მივდევთ ლავირებისთვის სივრცეების გარეშე.

გასაგებია, რომ ყველა საიდუმლოს ვერ შეიტყობენ, თუმცა ჩემი მოკრძალებული აზრით სპორტული ჟურნალისტები ახლა აქტიურად უნდა ინტერესდებოდნენ აღნიშნული საკითხებით და გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდიდნენ. ესაა ახლა გულშემატკივრისთვის საინტერესო და არა ის, თუ რას ამზადებს ჩეხეთი და თურქეთი. ისინი რომ აღნიშნულ საკითხებზე მუშაობენ ეჭვგარეშეა, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს? ეს მეტად გვაინტერესებს და იქნება ამაზეც ითქვას რამოდენიმე სიტყვა, რათა ვიცოდეთ რა მზადდება დღეს და რას მივიღებთ რეალობაში.
soc.press
29 მაისი 2024 11:50
2
Ra tqma unda sheswavla chven mxridan xdeba.chemi azrit,am mxriv mtavaria,gashifruli gqondes,rogor utevs mowinaaghmdege. Martis 2 tamashshi titojer gvajoba mowinaaghmdegis tavdasxmam. Ai es aris mshvenieri shedegi. Aseve tu gamogviva pirvel 2 tamashshi,jgufidan 100% -it gavalt
Alexandre
29 მაისი 2024 14:44
0
ყავს მეგობარო რა თქმა უნდა, თუკი ადრე აშკარად ეტყობოდა ჩვენს ნაკრებს სისუსტე მეტოქის შესწავლის კუთხით, ერთა ლიგის პლეიოფმა გვანახა,რომ შეგვიძლია მოწინააღმდეგის თავიდან ტერფამდე შესწავლა, განსაკუთრებით ბერძნების თამაში იყო კარგად გაშიფრული. ვნახით იმედია ევროზეც იქნება მსგავსი თუმცა აქ დონე უფრო მაღალი იქნება რათქმაუნდა
ქართველი
29 მაისი 2024 13:26
1

სიახლეები პოპულარული