60 წლის სპეციალისტი გამოკვეთილ ფავორიტად პორტუგალიას მიიჩნევს, საქართველოსა და თურქეთთან კი თანაბარ დაპირისპირებას ელოდება.
"ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვითამაშოთ, რა ფორმირებაში. გვაქვს რამდენიმე ვარიანტი. მთავარია, გუნდს აქვს ხასიათი, რაც მათ უკვე აჩვენეს მარტის მატჩებში. ველოდებით შეკრებას, ერთობლივ ვარჯიშებს, რომლებშიც ჩვენ კიდევ ბევრი ვარიანტის მოდელირებას მოვახდენთ.
მართალია, რომ არ გვინდა ჩვენმა მეტოქეებმა ძალიან გადაგვტვირთონ (ჩეხები ევრომდე 2 ამხანაგურ მატჩს მალტასთან და
გვყავს გამოყოფილი ადამიანები, რომლებიც ჩვენს ოპონენტებს სწავლობენ. სწორედ დღეს ვაგვარებდით მაგ საკითხს, თუ ვინ წავა პორტუგალიის, საქართველოსა და თურქეთის მატჩების სანახავად.
საქართველო და თურქეთი ძალიან რთული მეტოქეები არიან. ვფიქრობ, ჩვენს მატჩებს ამ 2 გუნდთან ფავორიტი არ ეყოლება.
ისინი დიდ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებს ეყრდნობიან. პორტუგალია კი ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და ამით ყველაფერი ნათქვამია", - განაცხადა ჰაშეკმა.
ვილის მთელი ევროპა იცნობს და თუ საქართველოთი წარმატებას მიაღწევს ეგრევე კონტე-პოჩეტინოს დონეზე აიწევს მაგის რეიტინგი.
ასე რომ მუშაობს სავარაუდოდ ის კაცი თავის და ჩვენს სასიკეთოდ,
ფეხბურთი კიდე ჩვენზე კარგად მართლა იცის ვერაფერს ვიტყვით
რაც შეეხება აწ უკვე ჩავლილ დაპირისპირებას საბრძნეთთან - კიბატონო, შესაძლოა აქ გამოჩნდა გარკვეული ტაქტიკური მზაობა კონკრეტული თამაშისთვის, თუცმა მარათონულ გარბენზე, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებს ელის, მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება. უფრო ღრმა ტაქტიკური არსენალია საჭირო და სწორედ ამიტომ, კარგი იქნება გვქონდეს ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა და როგორ კეთდება აღნიშნულის უზრუნველსაყოფად. გასაგებია, რომ არც ნაკრების ხელმძღვანელობა დაკარგავს დროს უქმად და გარკვეული მონახაზები მუშავდება, თუმცა ვფიქრობ არც თქვენ იტყოდით უარს მეტი დეტალის შესახებ მიგეღოთ ინფორმაცია. მე ვაფიქსირებ საკუთარ აზრს და კომენტარებში პოლემიკის გამართვა ან სხვის მოსაზრების გაქარწყლება არ წარმოადგენს ჩემს ინტერესს. მხოლოდ და მხოლოდ არგუმენტები, პატივისცემით...
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე პირველად მოხვედრა გიყვარდეს საამაყო ამბავია, თუმცა ასეთ პატივს გამართლებაც სათანადო ჭირდება და ჯგუფური ტურნირი რა თამაშითაც გავიარეთ, იგივე თამაშის ამარა ფინალურ ეტაპზე ფონს გასვლა ძალზედ გაჭირდება, ამიტომ საინტერესოა - კეთდება თუ არა რაიმე ამ მიმართულებით ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, თუ იგივე შაბლონურ ტაქტიკას მივდევთ ლავირებისთვის სივრცეების გარეშე.
გასაგებია, რომ ყველა საიდუმლოს ვერ შეიტყობენ, თუმცა ჩემი მოკრძალებული აზრით სპორტული ჟურნალისტები ახლა აქტიურად უნდა ინტერესდებოდნენ აღნიშნული საკითხებით და გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდიდნენ. ესაა ახლა გულშემატკივრისთვის საინტერესო და არა ის, თუ რას ამზადებს ჩეხეთი და თურქეთი. ისინი რომ აღნიშნულ საკითხებზე მუშაობენ ეჭვგარეშეა, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს? ეს მეტად გვაინტერესებს და იქნება ამაზეც ითქვას რამოდენიმე სიტყვა, რათა ვიცოდეთ რა მზადდება დღეს და რას მივიღებთ რეალობაში.