"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივარს საშუალებას აძლევს, 18, 22 და 26 ივნისს საქართველოს ნაკრების მატჩებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნიდან უყუროს.

საჯარო ჩვენება თბილისის მერიის ხელშეწყობითა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გენერალური სპონსორის, "კრისტალბეთის" ორგანიზებით იმართება. მაყურებელს, პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა მინდორზე ყველა კუთხეში დამონტაჟებული ეკრანების საშუალებით შეეძლება. ეროვნული გუნდის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ექსკლუზიურად საქართველოს "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.

სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს საკვები ობიექტები და ნაკრების ახალი ოფიციალური მაღაზია, სადაც საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენას შეძლებთ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 10 /
ყველაფერს ნუ აპოლიტიზირებთ ჩვენს ბიჭებს გამხნევება და თანადგომა სჭირდებათ წარმატებები ვუსურვოდ და ვაკიდან გავაგონოთ ჩვენი ხმა დორტმუნდში შეენთაან შენთანავაარ ნურაფრიის ნუუუ გეშინიაა:)
გიო9
29 მაისი 2024 20:38
1
კიდე დავწერ სანამ რამე სისულელე დაიწერება თბილისის მერია არაა ვალდებული მონიტორები დაამონტაჟონ ბათუმში ქუთაისში თელავში და ა.შ. პროტესტი თუ გაგიჩნდათ მიმართეთ თქვენი ქალაქის მერიას
SS
29 მაისი 2024 17:35
1
Dilaio- ს ჯობდა სტატია გააზრებით წაგეკითხა ფეზბურთის ფედერაცია რა შუაშია?
SS
29 მაისი 2024 17:32
1
სხვაგან ფეხბურთი არ იციან?თუ ვერ გაიგებენ ფეხბურთს უყურებენ თუ რემბოს...გადახედოს ფედერაციამ ცრირილს
Dilaio
29 მაისი 2024 16:48
7
ნაცებმა გააკეთეს განაცხადი თუ კომენტატორად მიშა არ იქნება არა თუ სტადიონზე ტელევიზორშიც არ ვუყურებთო.
სსს
29 მაისი 2024 16:25
4
ტუალეტი გააკეთეს მესხის სტადიონზე? თუ ქალებმა და კაცებმა ისევ ერთ ტუალეტში უნდა იარონ მორიგეობით?
ქუთაისელი
29 მაისი 2024 15:23
2
ქუთაისში არ გაქვთ ტუალეტი მესხის სტადიონზე რომ არ იარო?
სსს
29 მაისი 2024 19:51
2
საქართველო მარტო თბილისი ხომარაა,გააკეთონ ესეთი ქუთაისში, ბათუმშიც, თელავშიც და ა.შ..ყველა რეგიონში
555555
29 მაისი 2024 13:33
3
წერია თბილისის მერიის ხელშეწყობითო არავინ უშლის სხვა ქალაქების მერებს მსგავსის გაკეთებას.
სსს
29 მაისი 2024 16:23
1
მშვენიერია.ყოჩაღ და მადლობა ყველა ინიციატორსა და ორგანიზატორს.წარმატებები ჩვენ ნაკრებს!
მაო
29 მაისი 2024 12:26
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული