"თურქეთისთვის ევრო 2024-ის საქართველოსთან მატჩით დაწყება უკეთესია, ვიდრე უფრო ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებით" - თურქი კომენტატორი

AutoSharing Option
თურქმა საფეხბურთო კომენტატორმა მურატ აკდამმა Al Ain Türkçe-სთან ინტერვიუში ევრო 2024-ზე თავისი ქვეყნის ნაკრების შანსები შეაფასა, საქართველოს ეროვნულ გუნდთან პირველ მატჩზე ისაუბრა და თქვა, რომ ტურნირზე მეოთხედფინალში გასვლა შეუძლიათ:

"ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწევს. ტოპ 8-ში მოხვედრის შესაძლებლობა გვაქვს. ამის მტკიცების საფუძველს ის ფაქტი მაძლევს, რომ ჩვენი სუპერლიგა მაღალ დონეზე ჩატარდა და ფეხბურთელები მაღალ სათამაშო დონეზე იმყოფებიან, განსაკუთრებით, ფიზიკური მომზადების მხრივ; აგრეთვე, დამაიმედებელი ლეგიონერების მთელი სეზონის მანძილზე კარგი ასპარეზობაა.

ასევე უპირატესობად იმას მივიჩნევ, რომ ვინჩენცო მონტელა თანამედროვე მწვრთნელია.
პოზიტიურია პირველივე მატჩში საქართველოსთან შეხვედრა, ვიდრე ტურნირის უფრო ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებით დაწყება. ახლავე შემიძლია ვთქვა - ჩვენი შესაძლო წარმატება არავის არ გააკვირვებს".

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩი 18 ივნისს დორტმუნდში ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
დორტმუნდი სავსეა თურქებით მარა, ვფიქრობ სწორედ თურქეთს მოვუგებთ, ჩეხეთი უფრო გუნდურს თამაშობს, ვფიქრობ ყაიმიც კარგი შედეგი იქნება, პორტუგალიაზე არაფერს ვიტყვი, ასე რომ 4 ქულას ვაგროვებთ და გავდივართ ჯგუფიდან.
გიპნოზა
01 ივნისი 2024 00:41
0
კალათბურთის შეხვედრა გავახსენოთთბილისში
www
30 მაისი 2024 14:48
0
თურქები მაგარ გუნდებში თამაშობენ. რა თქმა უნდა ფავორიტები არიან. თუმცა ჩვენი პლიუსი გუნდურობაა და აგრეთვე მაგათი ფავორიტობა. ვინც გაიცინებს, იცოდეთ, რომ ბერძნებმა იმიტომაც წააგეს რომ ფავორიტობა დაიჯერეს განსაკუთრებით ყაზახეთის განადგურების შემდეგ.
ჰაჰა
30 მაისი 2024 09:31
1
მთავარია არ წავაგოთ უნდა ეს თამაში. ფრეც გვაწყობს მაგრამ თურქები არმენებთან რო თამაშობდნენ რაც ვნახე და მთლიანად თავის ჯგუფში მაგარი გაპიარებული ნაკრებია. და ამათან წაგება არ შეიძლება და ჩეხებთან მეორე თამაშს მოვიგებთ და ჯგუფიდან გავალთ უეჭველი მესამე ადგილიდან მაინც.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
30 მაისი 2024 03:04
1
4 ქულას მოვაგროვებთ მინიმუმ და გავალთ დაიხსომეთ ეს სიტყვები!!!
ბოკინიო
30 მაისი 2024 00:54
1
დიახ, მართალია ეს კაცი. აბა რად გვინდოდა პირველ თამაშზე პორტუგალიას შევსკდომოდით? გადავღლილიყავით და მაინც წაგვეგო. მერე სხვა თამასებსაც წავაგებდით და გამოვარდებოდით (ევროკალათბურთზე მოგვივიდა ასე, ლიტვას შევასკდით, მოვუგეთ. მერე ძირითად მეტოქეებთან დავმარცხდით და გამოვარდით). ახლა თურქეთს მოვუგებთ. სლოვაკებთან მოვიგებთ ან ნიჩიას გავაკეთებთ და თავი ქუდში გვექნება. პორტუგალიასთან ხვიჩას დასვენებაც შეგვეძლება.
ჟორა გაბრიჭიძე
30 მაისი 2024 00:24
4
ლიტვას რო მოუგეთ მერე ტრიპაჩობა დაიწყეს თავში აუვარდათ და ყველაფერი წააგეს. თითქოს ევრო მოიგეს მაშინ ისეთი ზეიმი იყო. მაგრამ იმის ტვინი არ აქვთ რო თამაში გრძელდება და ზეიმი შეიძლება იმის მერე რაც თასს ახმართავ.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
30 მაისი 2024 03:06
3
სლოვაკეთთან არა შეგეშალა სლოვენიაა
ზაკო
30 მაისი 2024 02:15
1
ჯგუფში ყველაზე დაბალრეიტინგიანი,საქართველოს ნაკრებია და რა თქმა უნდა ლოგიკურად მსჯელობენ.ვინ,თუ არა საქართველოს ნაკრები უნდა დაამარცხონ,ჯგუფიდან გასასვლელად?ჩვენც ხომ ზუსტად იგივე ლოგიკით ვმსჯელობთ.ალილო და ხვალეო!ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება,ვინ ვის აჯობებს.
სოსო
29 მაისი 2024 23:09
2
თურქებს მოვუგებთ მაგათ სულ ასე გონიათ ხოლმე რომ კარგი ნაკრები ყავთ მაგრამ ფეხბურთელები ნიჭიერები არ არიან და სულ ვარდებიან ხოლმე პირველივე ჯგუფური ეტაპიდან.
გიორგი
29 მაისი 2024 21:56
6
მჯერა ინანებს ამ სიტყვებს!
Dima
29 მაისი 2024 21:55
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული