"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე

AutoSharing Option
Youtub-ზე "ამბასადორი სპორტის" თოქშოუს სტუმარი ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე გახლდათ, რომელმაც საინტერესო თემებზე ისაუბრა. მას კითხვა ირაკლი აზაროვის, გიორგი არაბიძის და ჯაბა კანკავას შესახებ დაუსვეს.

როგორც იცით, პირველი ორი ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის არ გამოიძახა, კანკავამ კი დიდ საფეხბურთო ფორუმზე გამგზავრებაზე უარი თავად განაცხადა. 

"მიშა აბაიშვილის ნათლული არის ჯაბა და კარის მეზობელი. მაშინ თბილისის "დინამოში" ვმუშაობდი, მიშა ჩემთან მოვიდა და მითხრა, 17 წლის გამორჩეული ბიჭია და იქნებ გასინჯონო.

მაშინ მწვრთნელი გია გეგუჩაძე იყო და პირდაპირ მაგასთან ვერ მივიდოდი, ამიტომ სელექციონერ თემურ
უგრეხელიძეს ვუთხარი და მიპასუხა, ვიცი მაგ ბიჭის შესახებო და ვურჩევ მწვრთნელსო. ასე მოხვდა კანკავა "დინამოში".

ორ თვეში "ვისლასთან" და სხვა გუნდებთან ისე მაგრად ითამაშა, ყველა მასზე საუბრობდა. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ჯაბასთან ძალიან დიდი ურთიერთობა და სიყვარული მაქვს.

ვაჟკაცი ბიჭია, მოედანზე ლიდერი, ცხოვრებაში წყნარი, მშვიდი, ზედმეტს არ იტყვის და ილაპარაკებს. კიდევ ბევრი რამე ვიცი, რაც ვაჟკაცური საქციელები გაუკეთებია. 

პირადად მასთან ამ თემაზე არ მისაუბრია, მაგრამ როგორც ვიცი, გულდაწყვეტილი იყო ნაკრებიდან წასული. ალბათ, კარიერას რომ დაასრულებს, ყველაფერს თვითონ იტყვის.

შვედეთთან თამაში, რომ იყო და არ შეიყვანეს, მერე ამხანაგურ მატჩში არ დაუძახეს... ყველაზე მეტად, იცი, რა გამიკვირდა და მეწყინა? - "პირველ არხზე" გია თვალაბეიშვილმა ესპანეთთან 1:7 წაგების შემდეგ ვილი სანიოლს ჰკითხა, ალბათ, კანკავას წასვლის მერე ძალიან რთულია, ნახევარდაცვა ისე დაალაგო, შუაში პრობლემა არ შეგექმნასო. სანიოლმა უპასუხა, არ ვთვლი, ჯაბას წასვლა გუნდს რამეში დაეტყობოდაო. ეს მაფიქრებს, რომ შიგნით რაღაც იყო. 

მერე ბოლოს, რომ გამოიძახეს, გადამწყვეტი მატჩების წინ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. ვფიქრობ, აქაც უარს იტყოდა, უბრალოდ, ისეთ შეხვედრებზე დაუძახეს, სამშობლოს ღალატის ტოლფასი იქნებოდა, უარი რომ ეთქვა. 

მგონია, რომ კანკავა ნაწყენია. როცა დაუძახეს, ჩამოვიდა და დაუდგა ქვეყანასა და ნაკრებს გვერდში, იქ კი უკვე წაიყვანეთ ახალგაზრდა ბიჭებიო. გული ძალიან დამწყდა. ყველამ ვიცით, რომ ის გერმანიაში კაპიტნობის, ვაჟკაცობის სიმბოლოდ მიდიოდა. 

რაც შეეხება არაბიძეს... ყველაფერზე მწვრთნელი არის პასუხისმგებელი და რაც უნდა გვედავა და გვეკრიტიკებინა, ცხვირში მოგვარტყა... გაიყვანა გუნდი და ხელებიც აგვიწევია, ნეტა სულ ეგრე იყოს.

იცი რა, მე მგონია, რომ იყო 22, მერე 23 და ახლა უეფამ უფლება მისცა, რომ 26 ფეხბურთელი წაიყვანონ. ამდენ ხალხს, რომ უნდა ეს ბიჭი, საქართველოს ჩემპიონატში, რომ გამორჩეულია, მე წავიყვანდი.

იცით, რატომ? - სალაპარაკოს ამ თემას არ გავხდიდი. ვთქვათ, მოცულობას ვერ ასრულებს, 90 წუთი კუთხურის ალმიდან კუთხურის ალმამდე ვერ დარბის.

სიტყვაზე, დარჩა 15 წუთი და ანგარიში 1:1-ია, ვერ იგებ და გამარჯვების შემთხვევაში გადიხარ, ხომ არის შემოსაყვანი?

ან შორიდან გააქანებს, დაარტყამს, ან სტანდარტულს კარგად მოაწვდის, ან ვიღაცას მოატყუებს,.იმ დროს მოედანზე მისი გადაადგილება კი არ გინდა, კრეატივი გინდა. თან მაგ ბიჭს რაღაც იღბალიც აქვს მოედანზე... არავინ ცუდად არ გამიგოს და პანიკებს არ ვტეხ, უბრალოდ, ჩემი აზრით, შეიძლებოდა, რომ წაეყვანა, თან ხალხს ძალიან უნდა და მოსწონს ეგ ბიჭი. 

რაც შეეხება აზაროვს, საერთოდ დიდი ფორუმების წინ სულ საკამათოა, მწვრთნელმა ვინ არ წაიყვანა, ან ვინ არ წავიდა.

რამხელა დონის ფეხბურთელები არ წაუყვანიათ... კრუიფი, კანტოლა, ჟინოლა, ბაჯო არ მიჰყავდათ, რაული... ახლა ვფიქრობ, რაულის დონეზე აზაროვის არწაყვანა, მაგხელა ამბავი არ არის.

არც ისეა საქმე, რომ იკითხავ, აზაროვი რატომ არ წაიყვანეო, არ არის ეს ჩარევა, რომ ერთი ამბავი ატყდეს... აზაროვს წაიყვანდნენ და სიტყვაზე, ვერ წაიყვანდნენ დვალს, ან გოჩოლეიშვილს...

აზაროვი ნაკრებში იყო, არაფერი არ დაუშავებია და რომ ვიკითხო, რატომ არ გამოიძახეთო, არ მაქვს უფლება?! სანიოლისგან რაც მოვისმინე, თქვა, რომ ირაკლიმ კარგად უნდა გაითავისოს, რომ მცველიაო და მის ადგილას გამოძახებული შენგელია და წიტაიშვილი მაგას ვერ გაითავისებენ, რადგან ამპლულით მცველი არცერთია. 

იმას არ ვამბობ, რომ შენგელია არ უნდა წაეყვანა. პირიქით, ძალიან კარგად ითამაშა საბერძნეთთან. უბრალოდ, ეს არგუმენტი, რაც მწვრთნელისგან მოვისმინეთ, არ ჯდებოდა.

მერე თქვა, "შახტარში" შეცდომები ჰქონდაო და უნდა გამოასწოროსო. მერე დონეცკში, რომ კარგად ითამაშა, ე.ი. გამოუსწორებია და სანამ ნაკრებში არ დაუძახებ, ამას ხომ ვერ დაინახავ?

ასეთი ამბავი გავიგე... ფეხბურთია, ტრიბუნაზე ზიხარ, ხან რა ჭორი ისმის და ხან რა... აზაროვს მძიმე ხასიათი აქვსო და ნაკრებში სიტუაციას არ უხდებაო. იგივე ითქვა არაბიძეზეც", - თქვა სალუქვაძემ.
მკითხველის კომენტარები / 54 /
აზაროვი ახალგაზრდაა... ყველაფერი წინ აქვს... წარმატებებს ვუსურვებ!!!
tngh
31 მაისი 2024 19:23
0
ერთი გვკითხე, გვაინტერესებს შენი აზრები? ყველა რავა დოცენტი და პროფესორი გამოხვედით? შენ ვინ გეკითხება ნაკრების დაკომპლექტება?
ლევანას!!!
31 მაისი 2024 20:09
26
ასე რამ გაგაბრაზა, ყველა ძახილის ნიშანი რომ დახარჯე ერთბაშად ? )))
ერთი ძახილის ნიშანს ვერ გვათხოვებ ?
31 მაისი 2024 21:00
1
უნდა წაიკითხო და აზრი გამოიტანო, რას ამბობს თუნდაც ქართული ფეხბურთის მტერი. აბა ზერელედ მივაკეროთ იარლიყები? ადამიანი ფასდება სიტყვა-პასუხით და ქცევით. თუ არ გაეცნიბი რას გაიგებ ვინ არის?
არა და, საკვირველია !
01 ივნისი 2024 00:32
0
ყველა გამოხმაურება
არც შენგელიაა მცველი და არც წიტაიშვილი და აზაროვის არ წაყვანა დიდი შეცდომაა. ჯერ კლუბები რომ შეადარო სად თამაშომს აზაროვი და სად ესენი, ცა და დედამიწა.
Რერო
31 მაისი 2024 13:35
9
წინა სატურნირო ინტრიგებს თავი დავანებოთ
კოკა
31 მაისი 2024 20:02
3
მორჩა
გავჩუმდეთ
ვაცადოთ მწვრთნელს
თენგო
31 მაისი 2024 18:59
2
ეგრე მამუჩაშვილიც არ წაიყვანეს, ხვალ რომ ეგეც ვთქვათ ნაპოლიში არ რეალში გაეძროს მერე გამოჩნდება რომ მაგარი ფეხბურთელია? ზოგადად კონკურენცია როცა დიდია საკუთარ თავზე ზევით უნდა ახტე რომ ყველამ შეგამჩნიოს და არწაყვანის შანსები ნოლს გაუტოლო, თამაშები მომავალშიც იქნება ევროპაზე თუ არა მსოფლიოზე წაიყვანენ, მთავარია არ მოდუნდე და ხელი არ ჩაიქნოო კაცმა. ეგრე ყველა სპორტში, შრომა ადრე თუ გვიან ყოველთვის ფასდება, არ დაიმალება
ნიკოლოზი
31 მაისი 2024 13:42
3
ჩემპიონატის წინ ასე ჭორაობა როგორ შეიძლება. ვერაფერს ფაქტობრივს ვერ ამბობს და ტრიბუნაზე მოსმენილზე დაყრდნობითმიედ-მოედება. ქეცბაიასაც როგორ წამლავდა... ტიპაჟია ისეთ, დაბოღმილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს
ხვიჩა
31 მაისი 2024 14:32
3
"აზაროვს მძიმე ხასიათი აქვსო და ნაკრებში სიტუაციას არ უხდებაო. იგივე ითქვა არაბიძეზეც". არც აზაროვს ვერჩი და არც არაბიძეს, მაგრამ მძიმე ხასიათის ადამიანი ნებისმიერ გუნდში (კოლექტივში, სამსახურში) დიდი პრობლემაა.
ეგრეა
31 მაისი 2024 13:44
3
ეს მაგარი ყავს გამჩენს,ჯერ იყო და ჩაკვეტაძეს ბავარიაში აწყობდა,მარა ფეხბურთელმა და მისმა მამამ დაბლოკეს ეს ამბავი,ვიპ ლოჟა გაემაზა ლევანას. ჩაკვეტაძემ თქვა რო მსგავსი არაფერი ყოფილა... ახლა,კანკავა მოუწყვია დინამოში და ალბათ,ბევრი კიდევ. ცოტა ხანში იტყვის რო ლენონი ან კენედი ამან მოკლა,ჰიტლერი ამან დაამარცხა ან შეძლება ნაპოლეონობა დაიჩემოს. რა ხდება ამ ქვეყანაში,ფსიქიატრიული კლინიკები დავხურეთ? თუ გახსნილია და მოქმედებს,ამდენი გიჟი რატო დადის ქუჩაში?
იასონას უდარი
31 მაისი 2024 22:46
14
სანიოლმა შეძლო ის რაც ვერ შეძლო ვერცერთმა მწვრთნელმა ,ვერც უცხოელმა ვერც ქართველმა,გამარჯვებულებს არ ასამართლებენ.სანიოლი სად იყო როცა სხვა მწვრთნელებთან ქონდა პრობლემა არაბიძეს.მაგ ბიჭს დისციპლინა აკლია და მგონია რომ გუნდშიც დისონანს შეიტანდა.მაგის დიდი ფეხბურთი დამთვარებულია თავისივე ხასიათის გამო ,შორიდან დარტყმა და გოლის გატანა არ ნიშნავს დღევანდელ ფეხბურთში არაფერს სადაც ამხელა დინამიკა მოძრაობა და ფიზიკური მომზადებაა.ნაკრებს წარმატება .
მათე
01 ივნისი 2024 11:46
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული