"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე

AutoSharing Option
Youtub-ზე "ამბასადორი სპორტის" თოქშოუს სტუმარი ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე გახლდათ, რომელმაც საინტერესო თემებზე ისაუბრა. მას კითხვა ირაკლი აზაროვის, გიორგი არაბიძის და ჯაბა კანკავას შესახებ დაუსვეს.

როგორც იცით, პირველი ორი ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის არ გამოიძახა, კანკავამ კი დიდ საფეხბურთო ფორუმზე გამგზავრებაზე უარი თავად განაცხადა. 

"მიშა აბაიშვილის ნათლული არის ჯაბა და კარის მეზობელი. მაშინ თბილისის "დინამოში" ვმუშაობდი, მიშა ჩემთან მოვიდა და მითხრა, 17 წლის გამორჩეული ბიჭია და იქნებ გასინჯონო.

მაშინ მწვრთნელი გია გეგუჩაძე იყო და პირდაპირ მაგასთან ვერ მივიდოდი, ამიტომ სელექციონერ თემურ
უგრეხელიძეს ვუთხარი და მიპასუხა, ვიცი მაგ ბიჭის შესახებო და ვურჩევ მწვრთნელსო. ასე მოხვდა კანკავა "დინამოში".

ორ თვეში "ვისლასთან" და სხვა გუნდებთან ისე მაგრად ითამაშა, ყველა მასზე საუბრობდა. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ჯაბასთან ძალიან დიდი ურთიერთობა და სიყვარული მაქვს.

ვაჟკაცი ბიჭია, მოედანზე ლიდერი, ცხოვრებაში წყნარი, მშვიდი, ზედმეტს არ იტყვის და ილაპარაკებს. კიდევ ბევრი რამე ვიცი, რაც ვაჟკაცური საქციელები გაუკეთებია. 

პირადად მასთან ამ თემაზე არ მისაუბრია, მაგრამ როგორც ვიცი, გულდაწყვეტილი იყო ნაკრებიდან წასული. ალბათ, კარიერას რომ დაასრულებს, ყველაფერს თვითონ იტყვის.

შვედეთთან თამაში, რომ იყო და არ შეიყვანეს, მერე ამხანაგურ მატჩში არ დაუძახეს... ყველაზე მეტად, იცი, რა გამიკვირდა და მეწყინა? - "პირველ არხზე" გია თვალაბეიშვილმა ესპანეთთან 1:7 წაგების შემდეგ ვილი სანიოლს ჰკითხა, ალბათ, კანკავას წასვლის მერე ძალიან რთულია, ნახევარდაცვა ისე დაალაგო, შუაში პრობლემა არ შეგექმნასო. სანიოლმა უპასუხა, არ ვთვლი, ჯაბას წასვლა გუნდს რამეში დაეტყობოდაო. ეს მაფიქრებს, რომ შიგნით რაღაც იყო. 

მერე ბოლოს, რომ გამოიძახეს, გადამწყვეტი მატჩების წინ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. ვფიქრობ, აქაც უარს იტყოდა, უბრალოდ, ისეთ შეხვედრებზე დაუძახეს, სამშობლოს ღალატის ტოლფასი იქნებოდა, უარი რომ ეთქვა. 

მგონია, რომ კანკავა ნაწყენია. როცა დაუძახეს, ჩამოვიდა და დაუდგა ქვეყანასა და ნაკრებს გვერდში, იქ კი უკვე წაიყვანეთ ახალგაზრდა ბიჭებიო. გული ძალიან დამწყდა. ყველამ ვიცით, რომ ის გერმანიაში კაპიტნობის, ვაჟკაცობის სიმბოლოდ მიდიოდა. 

რაც შეეხება არაბიძეს... ყველაფერზე მწვრთნელი არის პასუხისმგებელი და რაც უნდა გვედავა და გვეკრიტიკებინა, ცხვირში მოგვარტყა... გაიყვანა გუნდი და ხელებიც აგვიწევია, ნეტა სულ ეგრე იყოს.

იცი რა, მე მგონია, რომ იყო 22, მერე 23 და ახლა უეფამ უფლება მისცა, რომ 26 ფეხბურთელი წაიყვანონ. ამდენ ხალხს, რომ უნდა ეს ბიჭი, საქართველოს ჩემპიონატში, რომ გამორჩეულია, მე წავიყვანდი.

იცით, რატომ? - სალაპარაკოს ამ თემას არ გავხდიდი. ვთქვათ, მოცულობას ვერ ასრულებს, 90 წუთი კუთხურის ალმიდან კუთხურის ალმამდე ვერ დარბის.

სიტყვაზე, დარჩა 15 წუთი და ანგარიში 1:1-ია, ვერ იგებ და გამარჯვების შემთხვევაში გადიხარ, ხომ არის შემოსაყვანი?

ან შორიდან გააქანებს, დაარტყამს, ან სტანდარტულს კარგად მოაწვდის, ან ვიღაცას მოატყუებს,.იმ დროს მოედანზე მისი გადაადგილება კი არ გინდა, კრეატივი გინდა. თან მაგ ბიჭს რაღაც იღბალიც აქვს მოედანზე... არავინ ცუდად არ გამიგოს და პანიკებს არ ვტეხ, უბრალოდ, ჩემი აზრით, შეიძლებოდა, რომ წაეყვანა, თან ხალხს ძალიან უნდა და მოსწონს ეგ ბიჭი. 

რაც შეეხება აზაროვს, საერთოდ დიდი ფორუმების წინ სულ საკამათოა, მწვრთნელმა ვინ არ წაიყვანა, ან ვინ არ წავიდა.

რამხელა დონის ფეხბურთელები არ წაუყვანიათ... კრუიფი, კანტოლა, ჟინოლა, ბაჯო არ მიჰყავდათ, რაული... ახლა ვფიქრობ, რაულის დონეზე აზაროვის არწაყვანა, მაგხელა ამბავი არ არის.

არც ისეა საქმე, რომ იკითხავ, აზაროვი რატომ არ წაიყვანეო, არ არის ეს ჩარევა, რომ ერთი ამბავი ატყდეს... აზაროვს წაიყვანდნენ და სიტყვაზე, ვერ წაიყვანდნენ დვალს, ან გოჩოლეიშვილს...

აზაროვი ნაკრებში იყო, არაფერი არ დაუშავებია და რომ ვიკითხო, რატომ არ გამოიძახეთო, არ მაქვს უფლება?! სანიოლისგან რაც მოვისმინე, თქვა, რომ ირაკლიმ კარგად უნდა გაითავისოს, რომ მცველიაო და მის ადგილას გამოძახებული შენგელია და წიტაიშვილი მაგას ვერ გაითავისებენ, რადგან ამპლულით მცველი არცერთია. 

იმას არ ვამბობ, რომ შენგელია არ უნდა წაეყვანა. პირიქით, ძალიან კარგად ითამაშა საბერძნეთთან. უბრალოდ, ეს არგუმენტი, რაც მწვრთნელისგან მოვისმინეთ, არ ჯდებოდა.

მერე თქვა, "შახტარში" შეცდომები ჰქონდაო და უნდა გამოასწოროსო. მერე დონეცკში, რომ კარგად ითამაშა, ე.ი. გამოუსწორებია და სანამ ნაკრებში არ დაუძახებ, ამას ხომ ვერ დაინახავ?

ასეთი ამბავი გავიგე... ფეხბურთია, ტრიბუნაზე ზიხარ, ხან რა ჭორი ისმის და ხან რა... აზაროვს მძიმე ხასიათი აქვსო და ნაკრებში სიტუაციას არ უხდებაო. იგივე ითქვა არაბიძეზეც", - თქვა სალუქვაძემ.
მკითხველის კომენტარები / 54 /
კომენტარის ღირსიც არ არის ეს სტატია.
ეს კაცი კიდე ცალკე თემაა ჭორაობაც არ ქვია ამას და ზიზღს იწვევ უკვე ხალხში
nika7
31 მაისი 2024 14:14
6
ჯერ ამხელა კაცი დგას და ჭორაობს და მეორე ამ ყველაფერს სტატიად აქცევს :))))
სალუქვაძეს
04 ივნისი 2024 10:17
5
მესიც სალუქვაძის წყალობით მოხვდა ბარსელონაში, კანკავას მხრიდან გაბუტვა არაა ლამაზი საქციელი...კანკავას არ თამაშით დიდი არაფერი დააკლდება ამ ნაკრებს!!!
Musenbezi
31 მაისი 2024 22:40
21
ასე მგონია, მესხი და ყიფიანიც ამან და კალაძემ მოაწყეს დინამოში.)))))
რეალში ვინ მომაწყობს?
31 მაისი 2024 17:05
10
ამ ქართველი ფეხბურთელების ბუტიაობამ, ხო წაიღი ტვინი რაა!!
ქართველი ვაჟკაცი
31 მაისი 2024 19:20
5
კრიტიკის უფლება ყველას აქვს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ მთავარი შედეგია! ალბათ კარგი იქნება თუ ამ საკითხებს ევროს მერე განვიხილავთ და მანამდე ბიჭებს კარგი ატმოსფერო შევუქმნათ.. ლევანს პატივისცემას ვუდასტურებ
???
31 მაისი 2024 16:52
2
ერთადერთი იდეალური ანალიზი აეაბიძესთან მიმართებაში დადო. . .დანარჩენი ბარახლოვკააა. . . კანკავას კაშია და კვირკველია მიყოლოდნენ,კვეკვესკირიანად მექვაბიშვილ და ჯართაძეებიანად აჯობებდა
ნაპოლეონი
31 მაისი 2024 14:59
23
ესპანეთთან ჯაბა კანკავას თამაში,მართლაც ვერაფერს შეცვლიდა.მაგაში სანიოლს ვეთანხმები.ესპანეთს იმ თამაშის მოგება აუცილებლად სჭირდებოდა და სანიოლმაც,არასწორი ტაქტიკა აირჩია.ეს ,მერე თვითონაც აღიარა,მაგრამ სწორი ტაქტიკითაც რომ გვეთამაშა,იმ თამაშს მაინც წავაგებდით.უბრალოდ ,ძალიან დიდი იყო კლასში და მოტივაციაში განსხვავება.შეიძლებოდა უფრო ნაკლები ანგარიშით წაგვეგო,მხოლოდ და მხოლოდ.რაც შეეხება ევროპაზე არ წასვლას,მაინც მგონია,რომ მრავალი ვაიგულშემატკივრის მიერ ტირაჟირებულ საკმაოდ უტაქტო და შეურაცხმყოფელ გამოხმაურებებს უპასუხა,ამ ჟესტით.თუ მე ვარ პრობლემა,ღმერთმა გაგიმარჯვოთ,აღარ შეგაწუხებთო.პირველად რომ დატოვა ნაკრები,მაშინაც მსგავსი პოსტები და სტატიები იწერებოდა,მავანთა მიერ.ჯაბა კანკავა,ჩემთვის სპორტსმენობის და ვაჟკაცობის ეტალონია.დარწმუნებული ვარ,მოთამაშის რანგში,ნაკრებს აუცილებლად გამოადგებოდა,თუმცა ასე გადაწყვიტა.
როცა ნაკრებს რაღაცა ტურნირისათვის ამზადებ,მწვრთნელი გონებაში ქმნის თამაშის მოდელს და განსაზღვრავს,ცალკეული ფეხბურთელის ფუნქციებს,ერთიან სურათში.სანიოლმა ასე გადაწყვიტა და ესე იგი,ასე ჩათვალა საჭიროდ.დავას აზრი არ აქვს.რა თქმა უნდა გულის დაწყვეტა ექნებათ ბიჭებს,მაგრამ არც წყენას აქვს აზრი.ახლა ყველა გვერდით უნდა დავუდგეთ მწვრთნელსაც,ფეხბურთელებსაც და დავეხმაროთ,ნაკრებს კარგად მომზადებასა და გამოსვლაში.ამ ტურნირით ყველაფერი არ მთავრდება.ყოველ ქართველ ფეხბურთელს კიდევ არაერთხელ მოუწევს,ქვეყნის ღირსების დაცვა და იქ უნდა დაამტკიცონ,რომ ნაკრებს აუცილებლად სჭირდებიან.საქართველო,ტალანტების ქვეყანააო,მაგრამ ხომ ვიცით,რომ სინამდვილეში,საკმაოდ შეზღუდული ადამიანური რესურსები გვაქვს და ყოველი კარგი ფეხბურთელი,ძალიან მნიშვნელოვანია,ქართული ფეხბურთისათვის.ასე რომ,ბიჭებო,ყველაფერი,ჯერ კიდევ წინ არის!
სოსო
31 მაისი 2024 14:16
3
არაბიძე უნდა წაიყვანოს. აზაროვი, თითქოს კარგია მაგრამ ცუდი მცველია, სანიოლის გადაწყვეტილებამდე ვფიქრობდი ასე. კანკავას ასაკის გამო, რეაქცია აქვს დაგვიანებული და მისი ერთი შეცდომა შეიძლება კატასტროფა იყოს.
მირიან
31 მაისი 2024 17:13
8
ბიჭო, სალუქვაძე, დიტოია ობოლაძე და კიდევ ხუი იხ ზნაეტ რამდენი ჭურნალიუგა ჭაჭანობს ფეხბურთში, ალბათ იმდენი მაინც, რომ თითო კანდიდატურა რომ მიაწოდონ ნაკრებს, ორ სრულყოფილ გუნდს მივიღებთ და ვსვამ კითხვას, რაში გვჭირდება ეს ზაგრანიჩნი მწვრთნელები, მილიონებს რომ ვუხდით? გავუშვათ სახლში სანიოლი და მერაბა სალუქვაძეს და დიმიტრა ობოლაძეს ჩავაბაროთ ნაკრები არ ჯობია? ფულიც დაგვეზოგება და ნაკრებიც პირველადგილ9სანი გვეყოლება მისდღემჩი ედრენამატ!
დაიწყებენ აზაროვი-მაზაროვი და ა.შ. ბლიად, ბოლობოლო, რაოდენობა ხომ არის განსაზღვრული ებიომატ, სად შეტენოს საცოდავმა ვილიამ მდენი კაი ბიჭი? მე პირადად ძაან მევასება აზაროვი, თამამი ბიჭია და შეუძლია გამწვავებაზე წასვლა, მარა ნაკრებში მისი გამოძახებიზა ჩემი შეხედულება წყვეტს რამეს? ხოდა ქე ვარ ჩუმთ ჩემდა და რაც შემიძლია იმას ვაკეთებ, ვუყურებ თამაშებს და სიამოვნებას ვღებულობ კაი ფეხბურთით, რომლისგანაც, ჩემდა სამწუხაროდ ჯერ კიდევ შორსაა ჩვენი ნაკრებიც და ზოგადად ფეხბურთიც! ვოტ ტაკ ბრატცი, ნა ეტომ ტოჩკა! გეიგეთ სიმონ? :)
გგგ.
01 ივნისი 2024 13:40
17
ანუ არ ვილაპარაკოთ?.. მოდი. შენ არ ილაპარაკო. სხვას თავისი თვინი აქვს თავში.. )
ირაკლი
01 ივნისი 2024 19:49
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული