"ამას საჯაროდ პირველად ვამბობ, მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ..." - კვეკვესკირმა დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ლეხის" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა "რუსთავი 2-ზე" ლაშა დვალიშვილის გადაცემაში "ჩვენები" დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა.

როგორც 32 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, საბერძნეთის ნაკრებთან მარცხის შემთხვევაში, ის ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულებას ფიქრობდა.

"ამას საჯაროდ პირველად ვამბობ, მხოლოდ ახლობლებმა პირად საუბრებში იცოდნენ... გადაწყვეტილი არ მქონდა, მაგრამ საბერძნეთთან, რომ არ მოგვეგო, ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულებას ვფიქრობდი.

არა იმიტომ, რომ აღარ შემეძლო ნაკრებისთვის მეტი მიმეცა, ეს იყო ჩვენი თაობისთვის ბოლო შანსი, სადაც ფიზიკურადაც და მენტალურაც მზად უნდა ვყოფილიყავით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს წარმატება
მოგვეტანა. 

ჩემთვის ეროვნული ნაკრების მაისური მარტო მაისური არ არის. მე ვარ ერთ-ერთი ჯარისკაცი, რომელსაც აბჯარი აცვია.

როდესაც შიგნით გაწერია "მე ვარ საქართველო" და მაისურზე დატანილი არის საქართველოს დროშა, სადაც ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიცაა, ეს ისეთი სიმბოლიკაა, რომელსაც მატჩის წინ უყურებ და რა გრძნობაც გეუფლება, ამას სიტყვიერად ვერ აღვწერ", - თქვა კვეკვესკირმა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
კაცი ხარ. აბე თქვენ იცით ასახელეთ საქართველო ბუჭებო.
Kaxa
23:54 02-06-2024
2
გაიხარე და გაგვახარე! სიხარული აკლია საქართველოს!
Alexandre
01:20 03-06-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული