ზუსტად 5 წლის წინ კვარაცხელიამ ნაკრებში პირველად ითამაშა - მალე ყველაზე შედეგიანი...

AutoSharing Option
ზუსტად 5 წლის წინ, 2019 წლის 7 ივნისს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი შესარჩევი ეტაპის ყველაზე სუსტი მეტოქის, გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ენდო და დებიუტანტი სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა. 18 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 47 წუთი გაატარა, ფლანგიდან რამდენჯერმე იაქტიურა და ის გიორგი პაპუნაშვილით შეცვალეს.

მაშინ ხვიჩას გულშემატკივრები ნელ-ნელა იცნობდნენ და ხედავდნენ, რომ საქმე დიდ ტალანტთან გვქონდა. გიბრალტარელები ნაკლებად იფიქრებდნენ, რომ "ნაპოლის" მომავალ წევრს დაუპირისპირდნენ. იმ პერიოდში ხვიჩა მოსკოვის "ლოკომოტივიდან" "რუსთავში" დაბრუნდა და ყაზანის "რუბინში" გადასასვლელად ემზადებოდა. ეს ის დროა,
როცა ვაისი ზურიკო დავითაშვილს მეტად ენდობოდა, რომელიც მალე ასევე ყაზანელთა წევრი გახდა.

იმ მატჩში ზემოხსენებული პაპუნაშვილის, გვილიასა და ვატო არველაძის (სადებიუტო, პენალტით) გოლებით (3:0) გავიმარჯვეთ...

Sportall.Ge

კვარაცხელიამ ამის შემდეგ "რუბინში" თითქმის სამი წელი ითამაშა, რასაც ცოტა ხნით ბათუმის "დინამო" და დიდი იტალიური ამბები მოჰყვა - ჩემპიონობა "ნაპოლისთან" ერთად, სერია "ა"-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი...

შორს არ არის ის დღე, როცა ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდება. "კვარას" ანგარიშზე ახლა 29 მატჩში 15 გოლია.

წინ ევრო 2024 და ახალი გამოწვევებია!..

altსაქართველო ფორმაშია და თურქეთი ისეთი ფავორიტი აღარაა!..

alt"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 2 /
დღევანდელ საქართველოს ნაკრებს,თავდასხმის ცენტრში,ორი გამტანი ფორვარდი ჰყავს და მხოლოდ ხვიჩაზე აღარ არის დამოკიდებული.ასე რომ,სამომავლოდ,ხვიჩა უფრო მათ პასებით მომარაგებაზე იქნება ორიენტირებული და რაკი ისედაც 5 წელი დასჭირდა 15 გოლის გატანას,არა მგონია უახლოეს მომავალში,12 გოლი გაიტანოს.უფრო რამდენიმე წელზე გაიჭიმება.ჩვენი ნაკრები,უფრო ძლიერ ბ ჯგუფში გადავიდა და ეგეც გაართულებს ბევრი გოლის გატანას.ძლიერ ნაკრებებთან გოლების გატანა ხომ გაცილებით უფრო ძნელია.რა თქმა უნდა ხვიჩას და ნაკრებს,წარმატებულ თამაშებს და ბევრ გოლებს ვუსურვებ.
სოსო
08 ივნისი 2024 23:33
0
კარგი დამრიგებელი უნდა და მოუმატებს! იმედია კონტე სპალეტიზე უკეთესი აღმოჩნდება!
მწვრთნელი
07 ივნისი 2024 17:18
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული