ბუდუ ზივზივაძე: კარიერის საუკეთესო ფორმაში ვარ - თითოეული თამაშის მოსაგებად გავალთ

AutoSharing Option
ავსტრიაში შეკრების და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა:

"რამდენიმე ფეხბურთელს საკმაოდ გრძელი საკლუბო სეზონი გამოუვიდა და მოგვიანებით შემოგვიერთდნენ, ნაწილმა კი ნაადრევად დავასრულეთ ჩემპიონატი. თუმცა, ჩვენც, ვისაც შედარებით ადრე დაგვიმთავრდა სეზონი, შეკრების პირველივე დღიდან კონცენტრირებულად ვემზადებით. ვფიქრობ, აღვიდგინეთ კონდიციები და სასურველ ფორმას მივუახლოვდით. მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩი დაგვეხმარება ოპტიმალურ ფორმაში შესასვლელად და ევროპის ჩემპიონატს კარგ კონდიციებში შევხვდებით.

შედეგებიდან გამომდინარე კარიერის საუკეთესო ფორმაში ვარ. წარმატებული სეზონი მქონდა კლუბში და განსაკუთრებით ნაკრებში. ახლა, იქ ვართ, სადაც ბავშვობიდან ვოცნებობდით
მოხვედრას. ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებული გამოცდილებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დაასრულებ კარიერას, გადახედავ შენს წარსულს და ევროპის ჩემპიონატზე გექნება ნათამაშები.

ფეხბურთელებს ყოველთვის მაქსიმუმი გვინდა. ევროპის ჩემპიონატზე თითოეული თამაშის მოსაგებად გავალთ. მინდორზე გამოჩნდება ვინ იქნება უკეთ მომზადებული".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 30 /
ბუდუ შენი აზრი მაინტერესებს რამდენიმე საკითხზე.

1. შენი აზრით, ვინ გახდება ევროპის ჩემპიონი?
2. მომავალ წელს, კალსრუეს გეგმა რა იქნება?
3. უახლოეს 10-20 წელიწადში, რა გავლენას მოახდენს გლობალური დათბობა მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე?
4. კოვიდ პანდემია ბუნებრივი მოვლენა იყო თუ შემოგდებული თემა?
5. ისრაელის ქმედება პალესტინაში, არის თუ არა ომის დანაშაული? დადებით შემთხვევაში, ვინ უფინანსებს ამ ომის დანაშაულებს?
6. რა განსხვავებაა უკრაინაში მიმდინარე და პალესტინაში მიმდინარე ომს შორის? დანაშაულის კუთხით ვკითხულობ
ბუდუს
08 ივნისი 2024 10:20
15
ეკაიფე ბებიაშენს!
budu
09 ივნისი 2024 00:10
5
ეს ბიჭი ქართული სულისკვეთებით და თავდადებით, უნდა გაუძღვეს სათავეში ქართველების რაზმს ევრო 2024 დაუნდობელ ბრძოლებში. მაშინ ჩვენ ვაჩვენებთ მაქსიმუმს! ბუდუ კაპიტანი - ქოჩორა ვიცე-კაპიტანი !!!
პლანგტონი ვერ გაგვიძღვება )
გია_544
08 ივნისი 2024 10:17
30
შენ მსოფლიოზეც ითამაშებ, ბუდუ! იქაც გავალთ!
გიო
08 ივნისი 2024 09:49
4
შეესიეთ ტროლ-ბოტები თქვენ იცით. ორი კომენტარი უკვე წავიკითხე. ტფუი
roma
08 ივნისი 2024 09:13
19
ასე არ ჯობს ისაუბრო ფეხბურთზე? დაანებე თავი ამ წყეულ პოლიტიკას, იმ ახალგაზდებს კიდევ ტვინის არევა უნდათ?
Ბაში აჩუკი
08 ივნისი 2024 08:42
15
კობიაშვილის თამადობით მაგ ხალხმა საქმით დაამტკიცეს თავისი პროფესიონალიზმი. არა რეზი არველაძე და სიჭინავა იყვნენ პროფესიონალები. ფაქტებით ისაუბრე ბაში!
ბაშის ს
08 ივნისი 2024 11:30
4
კობიაშვილს, კალაძეს, სანიკიძეს, ყაველაშვილს, კაჭარავას და ხაბარელს იგივეს ეტყვი?
ბაშის
08 ივნისი 2024 10:30
10
კარიერის საუკეთესო ფორმაში ვარო და, ტიპი გერმანიის მეორე ლიგის გუნდის ზამენის მოთამაშეა.
Me
08 ივნისი 2024 03:48
25
შე მართლა ზამენა შენა
მეს
08 ივნისი 2024 10:31
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული