საქართველოს ეროვნული ნაკრების ავსტრიული შეკრება სრულდება. 7 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა გაინბერგში კიდევ ერთი ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. საერთო ჯგუფთან ერთად არ უვარჯიშია სოლომონ კვერკველიას, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
ვარჯიშზე საქართველოს ნაკრებს გერმანიაში ქართველების მიერ დაფუძნებული კლუბი, ჯორჯია მიუნხენი ესტუმრა, რომელიც ბავარიის რეგიონალური ლიგის 2023/24 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა. სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა სტუმრებს ნაკრების ფეხბურთელების ავტოგრაფებიანი მაისური გადასცა და კლუბი სრული შემადგენლობით ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩზე მიიწვია.

ავსტრიული შეკრება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა,
ალექსანდრე იაშვილმა შეაჯამა.
ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი): "ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტურნირისთვის ვემზადებით. ვფიქრობ, საჭირო იყო იმ ტვირთის და სიმძიმის მოხსნა, რაც წლების განმავლობაში გვქონდა. ფეხბურთელებმა ძალიან მაგარი სეზონი ჩაატარეს საკლუბო დონეზე. ეს ძალიან მნიშვნელოვნია.
ამ გუნდის ყველაზე დიდი და მთავარი გამარჯვება არის ერთიანობა. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს ერთიანობა ჩანს ყოველდღიურ მომზადებაში. ამას ვგრძნობთ. ჩანს როგორც კარგ, ისე რთული პერიოდებში. ბიჭები სულ ერთად არიან და მათი სურვილია, რომ ჩვენ ქვეყანას მოუტანონ წარმატება და სიხარული. თუმცა, მთავარი მიზნები ახლა იწყება. ამიტომ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ერთიანობა და სწორედ ამას ემსახურებოდა ავსტრიული შეკრება.
ძალიან მნიშვნელოვანია მონტენეგროში ამხანაგური თამაში. ბოლო შესაძლებლობაა, რომ შევაფასოთ ჩვენი თავი. ამის შემდეგ, მთელი კონცენტრაცია გადავა ევროპის ჩემპიონატზე და თურქეთთან მატჩისთვის სამზადისზე".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)
დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი
ამხანაგური მატჩი
9 ივნისი | მონტენეგრო - საქართველო | 22:45
ევრო 2024
ევრო 2024
18 ივნისი | თურქეთი - საქართველო | 20:00
22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00
26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00
22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00
26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00
nakrebi.ge