ბუდუ ზივზივაძე: კარიერის საუკეთესო ფორმაში ვარ - თითოეული თამაშის მოსაგებად გავალთ

AutoSharing Option
ავსტრიაში შეკრების და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა:

"რამდენიმე ფეხბურთელს საკმაოდ გრძელი საკლუბო სეზონი გამოუვიდა და მოგვიანებით შემოგვიერთდნენ, ნაწილმა კი ნაადრევად დავასრულეთ ჩემპიონატი. თუმცა, ჩვენც, ვისაც შედარებით ადრე დაგვიმთავრდა სეზონი, შეკრების პირველივე დღიდან კონცენტრირებულად ვემზადებით. ვფიქრობ, აღვიდგინეთ კონდიციები და სასურველ ფორმას მივუახლოვდით. მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩი დაგვეხმარება ოპტიმალურ ფორმაში შესასვლელად და ევროპის ჩემპიონატს კარგ კონდიციებში შევხვდებით.

შედეგებიდან გამომდინარე კარიერის საუკეთესო ფორმაში ვარ. წარმატებული სეზონი მქონდა კლუბში და განსაკუთრებით ნაკრებში. ახლა, იქ ვართ, სადაც ბავშვობიდან ვოცნებობდით
მოხვედრას. ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებული გამოცდილებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დაასრულებ კარიერას, გადახედავ შენს წარსულს და ევროპის ჩემპიონატზე გექნება ნათამაშები.

ფეხბურთელებს ყოველთვის მაქსიმუმი გვინდა. ევროპის ჩემპიონატზე თითოეული თამაშის მოსაგებად გავალთ. მინდორზე გამოჩნდება ვინ იქნება უკეთ მომზადებული".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 30 /
ასე არ ჯობს ისაუბრო ფეხბურთზე? დაანებე თავი ამ წყეულ პოლიტიკას, იმ ახალგაზდებს კიდევ ტვინის არევა უნდათ?
Ბაში აჩუკი
08:42 08-06-2024
15
შენისთანა ფესბურთელები ადრე ჩოხატაურის "ბახმაროში" თამაშობდნენ. პოლიტიკაში კი ნამდვილი ლომი ხარ, მიხაელ როთის დაიკო.
kvaxo
11:46 08-06-2024
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული