"საქართველოს ნაკრები ის გუნდი აღარაა" - მონტენეგროელთა მწვრთნელი

AutoSharing Option
9 ივნისს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში სტუმრად მონტენეგროს დაუპირისპირდება. მომავალი შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა რობერტ პროსინეჩკიმ მეტოქე დაახასიათა:

"ჩვენი მოწინააღმდეგე კარგად ორგანიზებული გუნდია. მის ბოლო ოთხ შეხვედრას ვუყურე, განსაკუთრებით საბერძნეთთან თამაშს. პენალტების სერიაში, შესაძლოა, უკეთესი გუნდი დაამარცხეს. ვილი სანიოლმა შესანიშნავი სამუშაო გასწია, კარგი ატოსფერო აქვთ და ჩინებული ნაკრები ჩამოაყალიბა. იციან რა სურთ, კვარაცხელიას გარდა სხვა კარგი ფეხბურთელებიც ჰყავთ. ეს ის გუნდი აღარაა, როგორიც ადრე იყო და შესანიშნავი მატჩი გველის".

მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებების მატჩი პოდგორიცას "პოდ გორიცომის"
15 230-იან სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
" კვარაცხელიას გარდა სხვა კარგი ფეხბურთელებიც ჰყავთ " - ესაა მთავარი აზრი და რეალობა. ამიტომ უფრო მეტი შანსები გვაქვს.
ღმერთი იყვეს ჩვენსკენ !!!
გია_544
08 ივნისი 2024 21:24
1
ერთი თამაში ძაან ცოტაა ევრომდე. თან ასეთ უხეშ გუნდთან, ძაან უხეში გუნდია!!
dew
08 ივნისი 2024 20:06
0
პროსინეჩკი- დიდებული ხორვატი ფეხბურთელი. განსაკუთრებით, მისი საფეხბურთო კარიერის დასაწყისში, როდესაც ცრვენა ზვეზდაში თამაშობდა. მერე რეალშიც ითამაშა და ბარსელონაშიც, მაგრამ როგორიც ზვეზდაში იყო 18-19 წლის ასაკში, ისეთი შემდეგ აღარ ყოფილა. დღეგრძელობა და ყველაფერი საუკეთესო მას.
Me
08 ივნისი 2024 19:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული