"ჩვენ ერთად რაღაც მნიშვნელოვანს მივაღწიეთ და მოთამაშეები ამას მიხვდებიან, როცა ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად გარე სამყაროში დაბრუნდებიან. რაც მთავარია, ეს ამ ფედერაციის ჯილდოდ უნდა მივიღოთ. ეს არ არის ყველაზე დიდი ევროპული ფედერაცია, მაგრამ ისინი ცდილობენ იმუშაონ და კარგად გააკეთონ საქმეები. ისინი ცდილობენ განავითარონ ახალგაზრდა თაობები.
ვიმედოვნებ, რომ ევროზე მონაწილეობა, როგორც ფედერაციას, ასევე ქართველ ერს, მოუტანს გამოცდილებას, რომელიც მომავალში ახალ წარმატებებზე გაგვიყვანს. ჩვენი
როდესაც მე ჩავიბარე ნაკრები, ეს იყო რთული პერიოდი, რადგან ჩვენ ვიყავით COVID-19 პანდემიის შუაგულში, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ საქართველოს სულ ახალი წაგებული ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე გამყვანი მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასთან.
ასე რომ, ჩვენ უნდა დაგვეწყო ხელახლა აშენება და გვემუშავა ფეხბურთელებზე, რომ დაევიწყებინათ ეს დიდი წარუმატებლობა და ფსიქოლოგიური სტრესი მოხსნოდათ. ქართველებისთვის მაკედონიასთან მარცხის შემდეგ თითქოს სიზმარი დასრულდა, ამ ყველაფრის დავიწყებას დრო დასჭირდა.
ჩვენ გვჭირდებოდა ცოტა რამ შეგვეცვალა, რომ ყველაფერი ოდნავ შესაბამებოდა უმაღლესი დონის მოთხოვნებს. ფეხბურთელები ამ მხრივ ფანტასტიურები იყვნენ. 2-3 წლის წინანდელთან შედარებით ისინი განვითარების აბსოლიტურად სხვა ეტაპზე გადავიდნენ.
ზოგიერთმა მათგანმა კი ყველაფერი შეცვალა ფეხბურთისადმი მიდგომის გზაზე. ეს არის ჯილდო იმ ბიჭებისთვისაც, რადგან მათ უკვე დიდი ხანია სჯეროდათ ამ წარმატების.
მგონია, რომ ჩემი ერთ-ერთი ვაჟი, კრიშტიანუ რონალდუს ყველაზე დიდი გულშემატკივარია დედამიწაზე. მას პორტუგალიასთან ჩვენი შეხვედრა ძალიან ახარებს, თუმცა თუმცა, ეს ძალიან რთული ჯგუფი იქნება, რადგან პორტუგალია დიდი ევროპული ძალაა.
თურქეთი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი სამუშაო გასწია, მოდიან ახალი მოთამაშეები, რომლებიც ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი არიან. რაც შეეხება ჩეხეთს, მათ ისტორიის მანძილზე დიდი ფეხბურთელები ჰყავდათ და ბევრ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა.
ბოლოს, ჩვენზე, საქართველოზეც ვთქვათ... ხალხი ისე გვიყურებს, რომ ევროზე wildcard-ით (ველური ბარათით) და შეუმჩნევლად მოვხვდით.
ჩვენი მიზანი ერთია, ნებისმიერ მეტოქესთან არასდროს დავნებდეთ, მოედანზე ჩემი ფეხბურთელები მაქსიმუმს გაიღებენ და წარმატების მისაღწევად თავის მაქსიმუმზე გავლენ", - თქვა სანიოლმა.