ევრო 2024 | კიტეიშვილის გარეშე, კვირკველია ინდივიდუალური პროგრამით - ნაკრები ფელბერტში მზადებას განაგრძობს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო თამაშისთვის კვლავ ფელბერტში ემზადება.

13 ივნისს ჩვენმა გუნდმა IMS არენის საწვრთნელ ბაზაზე 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. გუნდთან ერთად არ უვარჯიშია ოთარ კიტეიშვილს, ხოლო სოლომონ კვირკველია კვლავ ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას.

ვარჯიშის დაწყებამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების შესახებ ოთარ კაკაბაძემ ისაუბრა.

ოთარ კაკაბაძე (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): "უკვე რამდენიმე დღეა, რაც გერმანიაში ვართ. გუნდში მშვენიერი განწყობაა, რომელიც ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო ამაღლდა.

რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე პირველი, ისტორიული თამაში გველის. ვემზადებით, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში ვიყოთ.
ვეთამაშებით ძალიან ძლიერ მეტოქეს და გაცნობიერებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანი თამაშია. სასიხარულოა, რომ მატჩზე მრავლად იქნებიან ქართველი გულშემატკივრები როგორც საქართველოდან, ისე ევროპის და მსოფლიოს ქალაქებიდან.

ძალიან კომფორტულ გარემოში ვემზადებით. ყველაფერია იმისთვის, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ კონკრეტულ თამაშებს".

შემდეგ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები 14 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით 17:00 საათზე გამართავს. ევრო 2024-ის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, ვარჯიში გერმანიაში, ფელბერტში, IMS არენის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის 16:15 საათიდან, სავარჯიშო პროცესის დაწყებამდე, შერეული ზონა (Mixedzone) იმუშავებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვირკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)

ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

18 ივნისი | თურქეთი - საქართველო | 20:00

22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00

26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჩემი აზრით კიტე დებრუინზე მაგარი თუ არა ნაკლები ნამდვილად არ არის. ძალიან მიყვარს ეს ფეხბურთელი.
კიტე
14 ივნისი 2024 18:56
6
ოთარ, შენა ხარ?
Kupra
14 ივნისი 2024 19:45
1
ამხანაგური ეძახე შენ და რამდენი ფეხბურთელი გამოეთხოვა ევროპას ამ ამხანაგურებით? კიდევ კარგი ჩვენ ერთი თამაში გვქონდა და იოლად გადავრჩით.
ჟორა
14 ივნისი 2024 15:27
1
მე მგონია,რომ მოგებით დავიწყებთ ევრო 2024ს,კარგის წინათგრძნობა მაქვს.3 ქულა შეიძლება საკმარისიც კი აღმოჩნდეს მესამე ადგილით 1/8 ფინალში გასასვლელად,რადგან არის რამდენიმე ჯგუფი სადაც 1 ან 2 ქულა შეიძლება დააგროვოს მესამე ადგილოსანმა.რაც შეეხება თურქებს,მეორე ტაიმში დავითაშვილი,წიტაიშვილი,ლობჟანიძე და ზივზივაძე შემოვლენ მოედანზე ასე რომ კაი გვარიანი თავისტკივილი ელით მათ.წიტაიშვილის სოლო რეიდი გემახსოვრებათ საბერძნეთთან მარცხენა ფლანგიდან,ლობჟანიძე ყველაზე სწრაფია ჩვენს ნაკრებში და კონტრ შეტევებია მისი კოზირი,2 კვირის წინ ინტერ მაიამაც სწორედ ასე შეუსრულა დუბლი,ზურიკოზე და ბუდუზე აღარც მაქვს საუბარი.რესურსი და პოტენციალი გვაქვს და საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო აი ამ მორალით უნდა ვითამაშოთ.ის ლაფსუსები რაც გვაქვს დაცვაში შეტევით უნდა გავაკომპენსიროთ.18ში მგონია,რომ მოგებით დავიწყებთ,წაგებით ნამდვილად არ წავაგებთ ამის მჯერა.
მეზღვაური
14 ივნისი 2024 13:35
4
თურქეთი 0 : 2 საქართველო, დამიჯერე. მეორე გოლი თურქებს საკუთარ კარში გააქვთ. ჩემი სიზმარი ჯობია.
ოპტიმუს
14 ივნისი 2024 17:34
1
3 ადამიანისგან გავიგე რომ დაესიზმრათ 0:1 იგებს საქართველოო, სხვათაშორის ასეთ დროს სიზმრები ხდება, საქართველოს მოგებაზე კი მაქვს დადებული მაგრამ ერთი 20 ლარიანი უნდა შეუგორო ზუსტ ანგარიშს0:1
დავით
14 ივნისი 2024 16:16
2
Შენ არ წაგიყვანა ვილიმ? Ისეთ კომენტარებს წერ მინიმუმ მრჩეველი იქნებოდი სანიოლის მეგონა
Მირო-ს
14 ივნისი 2024 13:32
1
რესურსი და პოტენციალი გვაქვს და საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო აი ამ მორალით უნდა ვითამაშოთ
მეზღვაური
14 ივნისი 2024 13:13
1
3 ქულა შეიძლება საკმარისიც კი აღმოჩნდეს მესამე ადგილით 1/8 ფინალში გასასვლელად,რადგან არის რამდენიმე ჯგუფი სადაც 1 ან 2 ქულა შეიძლება დააგროვოს მესამე ადგილოსანმა.რაც შეეხება თურქებს,მეორე ტაიმში დავითაშვილი,წიტაიშვილი,ლობჟანიძე და ზივზივაძე შემოვლენ მოედანზე ასე რომ კაი გვარიანი თავისტკივილი ელით მათ
მეზღვაური
14 ივნისი 2024 12:29
3
მე მგონია,რომ მოგებით დავიწყებთ ევრო 2024ს,კარგის წინათგრძნობა მაქვს
მეზღვაური
14 ივნისი 2024 11:59
1
ყველას მაგის რწმენა გვაქვს და ძალიან მაგარია!
T.q
14 ივნისი 2024 12:12
1
ყველა მზად იქნება პირველი თამაშისთვის,გეგმიურად მიდის ყველაფერი.მთავარია ემოციები არ მოეძალოთ პირველ თამაშში და შეცდომები არ დაუშვან,განსაკუთრებით დაცვაში.ჯერჯერობით დაცვა მაინც ჩვენი აქილევსის ქუსლია.ნახევარდაცვა და თავდასხმა სავსეა უმაგრესი ფეხბურთელებით,დაცვა კი აააკოვან ფეხბურთელებზეა დამოკიდებული,რომლებსაც შეიძლება სისწრაფეში აჯობონ.
მირო
14 ივნისი 2024 11:39
2
აახალგაზრდავებენ თუ რას უშვრებიან ამდენ ხანს?)))) გუნდთან როდისღა უნდა შეთამაშდეს სოლომონი?
გიო
14 ივნისი 2024 09:53
2
"ევრო 2024 კიტეიშვილის გარეშე" - მოეშვით ინტრიგნობას, ადამიანს წვივის კუნთის მცირე დაჭიმულობა აქვს და ინდივიდუალური სარეაბილიტაციო პროგრამით ივარჯიშა რამოდენიმე დღე, დღეს ან ხვალ გუნდს შეუერთდება და დასკვნით 2 ვარჯიშს მათთან ერთად ივარჯიშებს, დარწმუნებული ვარ თურქეთთანაც ძირითად შემადგენლობაში იქნება და შესანიშნავადაც ითამაშებს, ამიტომ ნუ დაზაფრავთ მკითხველს!
soc.press
14 ივნისი 2024 09:49
3
გული კინაღამ გამიჩერდა, სათაური რო წავიკითხე :-)
გიორგიპირველი
14 ივნისი 2024 12:00
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული