"ვინ გაიტანს მეტს, რონალდო თუ კვარაცხელია?" - ჯანაშიამ ამ კითხვაზე საინტერესო პასუხი გასცა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ RB Sport-ს ინტერვიუ მისცა, სადაც იმის შესახებ შეეკითხნენ, ვინ უფრო მეტ გოლს გაიტანს ევროპის ჩემპიონატზე, კრიშტიანო რონალდო თუ ხვიჩა კვარაცხელია. 

"ვინ გაიტანს უფრო მეტს? - მგონია, რომ რონალდო არა. ვფიქრობ, ხვიჩა უფრო მეტად პროდუქტიული იქნება. ის უმცროსია და თანაც, ქართველია! რონალდო კი უკვე საკმაოდ ასაკშია.

ახალგაზრდა ქართველი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე ვეტერანი და ასაკში მყოფი პორტუგალიელი", - თქვა ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში საქართველოს ნაკრები სწორედ რონალდოს პორტუგალიასთან, ასევე თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად
იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ეჰ ზაზა,მესმის რო სიზმარი ნახე და გინდა,მარა მთლად რონალდუ რატომ,7 ნომრის გამო? ლეაოს მაინც შეადარე,რაც დიდი ალბათობით მოხდება და კვარა აჯობებს.რა სისულელეს ვამბობ?! რას ნიშნავს აჯობებს? პორტუგალიის ნაკრებში თუ ითამაშებს კვარა,მაშინ აზრი ექნება ამ შედარებას,ხომ არის ასე? ან რონალდუმ ითამაშოს ჩვენს ნაკრებში,ასე მოხდეს შედარება. საერთოდ,როცა შედარებას აკეთებ,რაღაც საერთო კრიტერიუმებია საჭირო,რითაც ლოგიკურად შესადარებელი სუბექტების მონაცმებს მოიცავს. მაგალითად,ტოპ 5 ლიგაში გატანილი გოლები 2 კოეფიციენტით ფასდება,ტოპ 5 გარეთ 1.5 და ეროვნულ ლიგაში შეიძლება 0.1 იყოს.თუ ინგლისის ჩემპიონატში სალაჰი გაიტანს 20 გოლს,ხოლო ვაწაძე გაიტანს 30 გოლს ეროვნულ ლიგაში,სალაჰი უფრო შედეგიანი გამოდის და ოქროს ბუცს ის დაითრევს და არა ვაწაძე. აზრი აღარ აქვს სად და ვისთან თამაშობ? ამბობენ,მოდრიჩი ჯადოქარიაო,ამ ასაკში სასწაულებს სჩადისო,მარა აგერ გუშინ წახდა ესპანეთთან. ახლა რო გამოვიდეს ვიღაც ბარსას ფანი და გითხრას,პედრი უფრო დიდია,ვიდრე მოდრიჩი ხო უნდა დასცინო? ასევეა,თუ სანაკრებო დონეზე ლეაო აჯობებს კვარას,ეს არ ნიშნავს რო ლეაო უფრო დიდია,ეს არის იმის დასტური რო ის პორტუგალიის ძლიერ ნაკრებში თამაშობს,ხოლო კვარა დებიუტანტ საქართველოს ნაკრებში.
იასონას უდარი
05:59 16-06-2024
10
ვაი თქვენს პატრონს
ადამიანი
22:22 15-06-2024
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული