დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი მატჩის დღე - საქართველო VS თურქეთი

AutoSharing Option
მთელი საქართველოსთვის ასე ნანატრი წუთები სულ უფრო ახლოვდება, როცა ჩვენი ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს ჩაატარებს და თურქებს დაუპირისპირდება - დღეს, 18 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე.

უკვე მესამე თვეა, ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე, შესაძლო სცენარსა თუ მოწინააღმდეგის დადებითსა და უარყოფითზე ვწერთ და თითქოს ახალი რა უნდა ვთქვათ. განსაკუთრებული მოტივირება არც ბიჭებს სჭირდებათ - ვილი სანიოლის გუნდს ყველაფერი გათავისებული აქვს და პირიქით, ამ პასუხისმგებლობამ ზედმეტად არ უნდა დაძაბოთ!..

კვარაცხელიას შეჩერება გაუჭირდებათ...

Sportall.Ge

რა დიდიც უნდა იყოს "კვარას" ცნობადობა, რაც უნდა თქვას
მეტოქის დამრიგებელმა მატჩამდე, დებიუტანტ საქართველოსთან თავს მაინც ყველა ფავორიტად მიიჩნევს და ეს საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ!.. მონტელამ კი აღნიშნა, ქართველები კონტრშეტევებზე სახიფათონი არიანო, თუმცა ამის თავიდან ასაცილებლად ისინი იერიშებზე უარს ვერ იტყვიან... ამ დაპირისპირებას სხვადასხვა ხასიათი და სიუჟეტები ექნება და წარმატებას მიღწევს ის, ვინც კონცენტრაციას ნაკლებად დაკარგავს. როცა მოწინააღმდეგეებს ერთმანეთი შესწავლილი ჰყავთ, აქ სიახლის ძალა დიდი შეიძლება იყოს, მაგრამ რას ნიშნავს კვარაცხელიას, მიქაუტაძისა თუ ჩაკვეტაძის "შესწავლა?!" მათ თამაშის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ წამს შეუძლიათ! მთავარი მაინც გუნდურობა და ერთსულოვნება იქნება.

რაც შეეხება შემადგენლობას, სანიოლისთვის კიტეიშვილის ბოლომდე მომჯობინება უმნიშვნელოვანესი ამბავი იყო, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა. სასტარტოში ველით კვირკველიას. რაც შეეხებათ თურქებს, მათ ირგვლივ გარკვეული საკადრო პრობლემებია. პერსპექტიული ახალგაზრდები - როგორც "რეალის" წევრი გულერი, ასევე "იუვენტუსელი" ილდიზი, სასტარტოში იქნებიან.

სანიოლის მთავარი დანაკლისი კიტეიშვილია...

Sportall.Ge

ესაა მატჩი, სადაც ამ ნაკრებების აქამდე არსებული დაპირისპირებები თუ სხვა დეტალები აზრს კარგავს, ეს მთელი საქართველოსთვის სრულიად ახალი ათვლის წერტილია!..

სავარაუდო შემადგენლობები:

თურქეთი (4-2-3-1) : გუნოკი - აიჰანი, დემირალი, ბარდაქჩი, კადიოღლუ - ოზჩანი, ჩალჰანოღლუ(C)- გულერი, ილდიზი, აქტერქოღლუ - ილმაზი

მწვრთნელი - მონტელა

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია(C), დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი - შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე

მწვრთნელი: სანიოლი

მსაჯი: ტელო (არგენტინა)

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან
sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

altსაქართველო-თურქეთის მატჩს არგენტინელი არბიტრი განსჯის

altსაათები საქართველოსთვის ისტორიული ევროს დაწყებამდე - ყველა ნაკრების წარდგენა

altკვარაცხელია რონალდოს წინააღმდეგ - ოცნება, რომელიც ხდება და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი...

მკითხველის კომენტარები / 39 /
მოვიგებთ, როგორც ფილმშია " პირველი მერცხალი", თურქები გაბოროტებულები რომ დარბიან, აი ისე :)
მამუკა
18 ივნისი 2024 14:32
0
მოგება ! მარტო მოგებაააააააა !!!!!!!
zura222
18 ივნისი 2024 13:16
0
დადგა ნანატრი ჟამი, რომელსაც 30 წელი ველოდით. დღეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდება და სტადიონზე, სადაც ჩვენი ნაკრები ითამაშებს დაახლოებით 12 ათასამდე ქართველი გულშემატკივარი იქნება, რაც ფეხბურთელებს კიდევ უფრო დამუხტავს და მჯერა რომ ღირსეული დებიუტი გვექნება,მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების.
წინ საქართველო❤
ქობულეთიდან
18 ივნისი 2024 12:24
1
რასაც თურქეთის თამაშებს ვუყურებ დაცვის ცენტრი და ჩამშლელები ძალიან ცუდები ჰყავთ, ჩანჰალუღლუ შეტევაში კარგია დაცვაში ძააან აგვიანებს.. სწრაფ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას და იმედია სანიოლს ღმერთი არ გაუწყრება და კვეკვეს არ გამოიყვანს მასეთი ნელი ფეხბურთელი სწრაფ ფეხბურთში ბევრ თავისუფალ ზონებს დატოვებს. ჯაბა მაინც გვყოლოდა რა უაზროდ წავიდა ნაკრებიდან. მიქაუტაძე გაიტანს დღეს და 1-0 მოვიგებთ. მიდით ქართველებო!!!!!
roni
18 ივნისი 2024 12:18
1
ჯაბა პირიქით კვეკვეზე უარესი იქნებოდა ხომ ვნახეთ რა ფორმაში იყო ლუქსემბურგთან
zura222
18 ივნისი 2024 13:20
0
ის შეცდომები რაც ბოსნიასთან დავუშვით , ნუღარ გაიმეორებთ ბიჭებო !!!
ვგულისხმობ დროულ პასებს .
ნუ იღორებთ .
მიეცით პასები იმას ვინც უკეთეს პოზიციაზეა
ბესო
17 ივნისი 2024 22:04
1
mazgach bosnia montenegrosgan ver gagirchevia razea saubari
kombato
18 ივნისი 2024 01:11
0
მამარდა, კვარა და კოტე.აქედან ნებისმიერის გამოკლება გუნდს საგრძნობლად შეეტყობა.
დიმა
17 ივნისი 2024 19:45
4
მე არ წამიყვანა ვილიმ.არც ვარ ფეხბურთელი,მაგრამ რო გამოვეძახებინე ხმას არ ამოვიღებდი
კოტე
18 ივნისი 2024 11:54
1
კარგი სტატიაა. ბერძნებთან კვერკველიას თამაშმა აჩვენა რომ მისი სტაბილურობის და ხარისხის იმედი უნდა გვქონდეს დიდი წნეხის ქვეშ თამაშის პირობებში, ასე რომ მისი ალტერნატივა სადღეისოდ არ მეგულება. მთავარი ისაა თუ აღიდგინა სათამაშო უნარები.
გიორგი
17 ივნისი 2024 17:32
1
გველესიანს ველოდები ძირითადში კვერკველიამ ტრანვა ახლა მოირჩინა და ჯობია. შეცვლაზე შევიდეს წარმატებები ნაკრებს
ემიგრანტი
17 ივნისი 2024 17:10
2
პატ. ადმინ. გᲗხოვᲗ გაასაჯაროოᲗ სია ვინც არის წარდგენილი Ღირსების ორდენის მიᲦებაზე.ფეხბურᲗელებს და მაᲗᲗან სქკავᲨირ3ბულ პირებს ვგულისხმობ. მადლობა
ამიკო
17 ივნისი 2024 15:39
4
კვირკველიათი და განსაკუთრებით კვეკვესკირით ნაკრები კარგავს მთავარ კოზირს - სწრაფ კონტრშეტევას და ბურთის უკან გორაობით ევროზე ვერავის მოუგებ...
დდდ
17 ივნისი 2024 15:26
5
კვირკველიას დამცველი არ ვარ მაგრამ სისწრაფეზე რადგან აქცენტს აკეთებ, გეტყვი, რომ კვირკველია ნაკრებში ერთი-ერთი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია არამხოლოდ მცველებში არამედ ზოგადად. კვეკვესკირი კი ბატონო ძალიან ნელია და ნაღდად შეანელებს ჩვენს შეტევებს. იმედია კიტეიშვილი მოასწრებს გამოჯანმრთელებას.
Pepelu
17 ივნისი 2024 20:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული