საქართველოსა და თურქეთის მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, საქართველოსა და თურქეთის მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი
კუთხიდან წიტაიშვილს გატანა გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“
თურქეთი - საქართველო
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

altრა ხდება საქართველო-თურქეთის მატჩამდე 2 საათით ადრე "სიგნალ იდუნა პარკზე"?

მკითხველის კომენტარები / 18 /
აფსუს,ფრეს კი ნამდვილად ვიმსახურებდით.მარა ეს "ქუჩის" კომენტატორი რა დღეში იყო რას ყვიროდა რა პროვინციალიზმია,ბავშვს ისე შეეშინდა რომ იძულებული გავხდით ინგლისურ ენაზე გაგვეგრძელებინა თამაშის ყურება:) :)
ვერელი
18 ივნისი 2024 23:04
1
წიტაიშვილმა წააგო თამაში...
FC Lecce
18 ივნისი 2024 22:46
1
სანიოლმა წააგო ეს თამაში, არასწორი და დაგვიანებული შეცვლებით
ქართველი
19 ივნისი 2024 02:55
0
კვარას რა მოუვიდა, ასე უემოციოდ, უჟილკოდ, უპასუხისმგებლოდ თამაში როგორ შეიძლება.
KOSTAKURTA
18 ივნისი 2024 22:20
0
კაცო, ქოჩორაშვილი ღირებულა 100 მილიონი და არც ჩვენ ვიცოდით და არც მგონი თვითონ, ჩვენ კიდევ ვისზე ვლაპარაკობდით..ხვიჩას შემოევლოს ჩემი თავი, მაგრამ დღეს და არამარტო დღეს, ქოჩორა იყო გუნდი...
zaza
18 ივნისი 2024 22:19
0
Marto qochom itamasha .sxvebs aklda is jilka rac sachiro iyo.ubralod idgnen.shemadgenlobac zaan susti daayena saniolma.anda ra sachiro iyo amdeni chajdoma ukan da shedegic esetia.
Mamuka
18 ივნისი 2024 22:16
4
Es ususuri tamashi.sad gaqra jilka.ras bodialobda dacva.rato chaajina saniolma mteli gundi ukan.es ususuri tamashi.rogor dabodialobdneen.nakrebis yvelaze susti tamashii
Mamuka
18 ივნისი 2024 22:12
4
რა გჭირთ ხალხო რა კომენტარებია :(( ვინც უყურეთ თამაშს ხო ნახეთ არა რო თამაშობენ ბიჭები რამდენი მომენტი შექმმნეს უბრალოდ არ გაგვიმართლა, რაც მთავარია თავს არ ზოგავს არავინ ხედავთ, ისიც არ დაგავიწყდეთ რომ ამ დონეზე თამაშის გამოცდილება არ გვაქვს სადებიუტო თამაში იყო მღელვარება ამდენი თურქი მაყურებელი. გამოსწორდება ყველაფერი ასე ერთი თამაშის წაგების გამო ლანძღვა რა უბედურებაა :((
კარგი
18 ივნისი 2024 22:02
2
მაგდენი ესმით?ან რამის ღირსები არიან ესენი საერთოდ?იმის მაგივრად იმედიანად ვიყორთ და გავახმნევოთ ბიჭები მადლობა ვუტხრათ,ეგრევე ლანძრვაზე და უაზრო კრიტიკაზე გადადიან.
გეგი
18 ივნისი 2024 23:27
0
ეს არის სასჯელი აზაროვის არწაყვანის და წიტაიშვილის ძირითადში დაყენების გამო. ისევ დააყენეთ შემდეგ თამაშში და გაფრინდებით
David
18 ივნისი 2024 22:00
2
Mapariet shriftistvis da vinc am bichebze cuds ityvis arakacia... madloba bichebo miyvarxart da vamayob qochir kaci xar!!!
Svani
18 ივნისი 2024 21:58
3
სამარცხვინო კვარაცხელია..აი რას ნიშნავს ენაბლუ იაშვილის და კობიაშვილის შერჩეული შემადგენლობა..გასახდელში რა უნდა იაშვილს ან კობიაშვილს? ჯუღელმა წაათრიოს ეხლა კვარაცხელია არაბებში
Roni
18 ივნისი 2024 21:37
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული