ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სანიოლის შეგირდებმა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მოწინააღმდეგეს ტოლს არაფერში უდებდნენ.
მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა, ფრთაზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამას ვიზავის შეტევები მოჰყვა და საჯარიმოდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსი ხვიჩას მიეცა, რომელმაც ნახტომში ვერ შეძლო გატანა. 65-ე წუთზე გიულერმა შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და თურქები წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ქოჩორაშვილი ცენტრიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა მოედანზე წიტაიშვილისა და ჩაკვეტაძის ნაცვლად ლოჩოშვილი და დავითაშვილი შეუშვა, ხოლო ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და კვირკველია ზივზივაძით შეცვალა. სწრაფი კონტრიერიშისას მამარდაშვილმა გატანა იაზიჯის არ დაანება. კომპენსირებულ დროში "ჯვაროსნები" შტურმზე გადავიდნენ, "კვარამ" საჯარიმოში ჩააწოდა, ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მიზანს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თურქები ძელმა იხსნა, კონტრშეტევისას კი აქტიუროღლუმ ცარიელ კარში გაგვიტანა გოლი.
ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.
დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“
თურქეთი - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33), 2:1 გიულერი (65), 3:1 აქტიუროღლუ (90+7)
საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (ზივზივაძე 85), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი 89), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 73), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე
ქართველი და თურქი გულშემატკივრები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
დაცვა ნორმალურად იდგა,იმ ჩემისამ პირველ ტაიმში თავისი ცხოვრების დარტყმა შეასრულა.
მეორეში არდასაც კარგად გაუფრინდა.
ჩვენ კიდე არ გაგვიმართლა.
არა უშავს,რაღაცეებს დაგვანახებს ეს ევრო- კიტეც დაგვეხმაროს იქნება ჩეხეთთან და ვნახოთ რა-გულახდილად რო ვთქვა მერვედფინალი ამ გუნდის მაქსიმუმი იქნება.
არა ვართ გრანტების დონეზე-ესეც მაქსიმალური კონცენტრაციით რაც შეგვიძლია ესაა
აქ მხოლოდ საკუთარი აზრები უნდა გამოვთქვათ და იქნებ მართლა მცოდნეებმა (თუ კითხულობენ რათქმაუნდა) ეგებ თავისთვის რამე საინტერესო დაიჭირონ.
თამაშში რათქმაუნდა საკმაოზე ბევრი შეცდომაც დავუშვით, რაღაც მომენტებში კარგადაც ვითამაშეთ, მაგრამ არ გვეყო თამაშის არწასაგებად.
არაუშავს იბრძოლეთ ისწავლეთ და გამარჯვებაც მოვა.
ერთადერთი თხოვნა მექნება ფეხბურთელებთან, ამხანაგურ თამაშში, რომ თავისუფალ კაცს ბურთი არ მიაწოდეთ გოლის გატანის იმედით, ამის გაგება შემიძლია, მაგრამ ეს დიდი ტურნირია შეეცადეთ უფრო ყურადღებით ითამაშოთ და თვალის კიდით ბურთის გარდა სხვა პოზიციებსაც შეხედოთ.
კიდე თითო სიტყვა:
ჯერ კვარას მადიდებლებს: ნამდვილად ვეღარ დაფრინავს ისე, როგორც სინამდვილეში შეუძლია და მჯერა რომ შეუძლია.
ახლა კვარას მაგინებლებს:
კი დრიბლინგი არ გამოუვიდა, მაგრამ მინიმუ 2 კაცის ყურადღება ხომ არ გგონიათ თქვენზეა გადმოტანილი (ყველა მეტეოქე ასე იქცევა). არ დაფიქრებულხართ მის ფლანგზე წიტამ რამდენჯერმა შედარებით თავისუფლად რატომ მიიღო ბურთი?.
ერთადერთი მართლა შეცდომად მამარდას წინ წასვლა მიმაჩნია და ამას სამწვრთნელო შტაბს ვუთვლი. ფეხბურთელმა შეიძლება ემოციურად გაიქცეს, მაგრამ შეუძახე და უკან მიაბრუნე, შენ სტრატეგიულად ფიქრი მოგეთხოვება.
იბრძოლეთ ბიჭებო, თავი დადეთ და თუ ვერ მოვიგებთ რას ვიზამთ ძლიერმა მოიგოს, მაგრამ ვერ შეგვარცხვინოს ამას გთხოვთ გულით.