ვილი სანიოლი: მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ - გამოცდილება უახლოეს მატჩებში გამოგვადგება

AutoSharing Option
თურქეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა მათი გამოყენება ვერ შევძელით. მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ! მიქაუტაძემ მართლაც ისტორიული გოლი გაიტანა და მილოცვას ვუერთდები. რაც შეეხება მარცხს, მისგან იმ გამოცდილებას მივიღებთ, რაც უკვე უახლოეს მატჩებში გამოგვადგება.

სტადიონზე ატმოსფერი მშვენიერი იყო. ვფიქრობ, ახლა აზაროვზე საუბარი არ ღირს...

იყო თუ არა ჩემი გადაწყვეტილება მამარდაშვილის საჯარიმოში ჩასვლა? ჩვენ არ გვსურდა წაგვეგო და გიორგი ასე იმიტომ მოიქცა".

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს

ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

altთემურ ქეცბაიასა და შოთა არველაძის ემოციები საქართველოს ნაკრების ჰიმნის მოსმენისას - ვიდეო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ [VIDEO]

altსაქართველოსა და თურქეთის მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა [VIDEO]

altქოჩორაშვილის მაგარი მოქმედება და მიქაუტაძემ თურქეთს გაუთანაბრა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 73 /
კიტეიშვილის,შენგელიას და ზივზივაძის ფასი ახლა გამოჩნდა,ლუქსემბურგთან გამარჯვების შემოქმედები ეს ფეხბურთელები იყვნენ!!!❤️
ანი
19 ივნისი 2024 09:09
3
ამ თამაშში ვინც დაგვაკლდა ეს იყო კიტეიშვილი, ნათლად გამოჩნდა მექვაბიშვილმა ისე ვერ ჩაკეტა ზონები და დაზღვევაზეც ვერ იმოქმედა, გიულერის გოლის დროსს დააკვირდით როგორ მოქმედებს, უყურებს და ელოდება, 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ კიტეიშვილით ეს თურქეთი ვერ მოგვიგებდა.
Dima
19 ივნისი 2024 08:57
3
გუნდს შეტევაში თამაში გაცილებით უკეთ რომ შეუძლია,ვინემ დაცვაში,ფიზიკურადაც კარგია, და მიუხედავად ამისა, დაახლოებით ერთი დონის გუნდთან მაინც ძირითადად უკან ათამაშებ,ფრთხილად და ფრთხილად,ლამის მფრთხალად,ამის შემდეგ რაის მწვრთნელი ხარ,რაის?ან გუნდს რას აწვალებ,ან გულშემატკივრებს რას გვერჩი?
ბრაზი
19 ივნისი 2024 08:55
4
სანიოლის ტაქტიკა ისევ ჩავარდა,სამწუხაროდ ისევ დავაწერინეთ ისტორია სხვა გუნდს!!
სამაჩაბლო
19 ივნისი 2024 08:43
4
წიტაიშვილი კრიტიკას ვერ უძლებდა,ჩემთვის შენგელია ათი თავით მაღლა დგას, მაგ პოზიციაზე!!
გაგა
19 ივნისი 2024 08:40
2
მარტო კვარაცხელიას,რომ გადაუარეთ არც სხვები ბრწყინავდნენ ერთი-ორი ფეხბურთელის გარდა!!
სანდრო
19 ივნისი 2024 08:34
5
სანამ სანიოლი ამაყობს, მე ერთი საამაყოდ სასწაული ამბავი მახსენდება ჩვენი მოძმე აფრიკის კონტინენტის უახლესი საფეხბურთო ისტორიიდან და რაღაი, მაინც არ მეძინება - იმ ჩვენი ძმა ოსიმენის მუღამში უფრო გეხსომებათ, რომ ფრანგულად კოტ დივუარში და ქართულად სპილოს ძვლის ნაპირებში ჩატარდა ამა წლის იანვარში ყველაზე უკეთ მობურთალი აფრიკული გუნდის გამოსავლენი ჩემპიონატი და აფრიკაში რამ უნდა გაგაკვირვოს საქართველოში გაზრდილი კაცი, მაგრამ მაინც - მასპინძლებმა ჯგუფურ ეტაპზე სამიდან ორი თამაში წააგეს, მათ შორის მესამე და გადამწყვეტი 0:4 (სპილო და მარტორქა უძახე შენ და მამალი 11 კუში კი დასვეს, ადგილობრივებს უკვე მაჩეტეები ალესილი ჰქონდათ მაგათ შესასანსლად ), მაგრამ მოხდა სასწაული, უფრო სწორად სასწაულები მოხდა სხვა ჯგუფებში და ეს ფარჩაკი მასპინძელი გუნდი (მაგასაც ბედი უნდა, სხვაგან რომ ყოფილიყო ერთა თასი, უკვე სახლებში იქნებოდნენ წასულები და მაგათ მეორედ ბილეთებს აღარავინ აუღებდა), მესამე ადგილიდან გაძვრა ფლეი ოფში და რა უნდა ექნათ - დასხდნენ, მოიფხანეს ხუჭუჭა თავები და სხვას რას მოიფიქრებდნენ - რჩევისათვის მიმართეს ადგილობრივ შამანს ( ჩვენთან ეგ საპატიო თანამდებობა კობიაშვილს აქვს შეთავსებული)... იმ შამანმა დიდი ხარი ჩამოატყავებინა ფედერაციის ხარჯზე, სამი სუტკა ( დღე-ღამე ) ებუტბუტა სახელოვანი წინაპრების სულებს და ზედ ფლეი ოფების წინ გამოსავალსაც მიაგნო - სულები სრულ მხარდაჭერას გვპირდებიან, მაგრამ მწვრთნელი უნდა შევცვალოთო... გადირივნენ სპილოსძვლისნაპირელები - შუაგულ ტურნირში მწვრთნელი როგორ შევცვალოთ, ან უეფა რას იტყვის, ან ნელსონ მანდელას სულს რა ვუთხრათ, ან ხუხაშვილის დაცინვას როგორ გავუძლოთო, მაგრამ ადგილობრივი კობიაშვილი შეუვალი აღმოჩნდა... მოკლედ, რაღა მოკლედ, გათენდება მალე, შეცვალეს მწვრთნელი, მამონტებად იქცნენ, ფინალშიც გავიდნენ და იმ ჩვენი ოსიმენისა და ლუქმენის ნიგერიასაც კოხტად გაუშამანეს... ჰოდა, თუ გერმანიაშიც მოხდა სასწაული და ჯგუფიდან გავძვერით, ხარის ჩამოტყავებას ჩვენ ვინ გვასწავლის, შამანიც არ დაგვჭირდება, სანიოლის ნაცვლად სულაც ელისაშვილი რომ დავნიშნოთ, ჩემპიონობას ვერავინ შეგვეცილება, მთავარია, ნიშანი( ზემოდან) სწორად გაიგო და თამამად იმოქმედო, ვინ გითხრათ, რომ სასწაულები მხოლოდ აფრიკაში ხდება???
მაპატიეთ
19 ივნისი 2024 03:57
3
აზრი კარგია მაგრამ შამანად ალბათ სალომე უფრო გამოდგება მაგის ლაპარაკს მაინც ვერავინ გებულობს და უკეთესია თან აფრიკაშიც უცხოვრია წლები.
sss
19 ივნისი 2024 09:28
7
ბევრი ვიცინე,მადლობთ.თუმცა შამანად კობიაშვილი არ გამოდგება.
555
19 ივნისი 2024 07:23
1
კვარა დააჯინე სანიოლ ან შემოუძახე!
ბათუმი
19 ივნისი 2024 03:55
2
ქართული ტალანტი იტანჯება უტვინო უსისხლო მწვრთნელის ხელში.
Marabda
19 ივნისი 2024 03:48
3
გიულერმა და ილმაზმა დაუგდო ფასი ჩვენს ფეხბურთელებს!
!!
19 ივნისი 2024 02:36
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული