ვილი სანიოლი: მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ - გამოცდილება უახლოეს მატჩებში გამოგვადგება

AutoSharing Option
თურქეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა მათი გამოყენება ვერ შევძელით. მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ! მიქაუტაძემ მართლაც ისტორიული გოლი გაიტანა და მილოცვას ვუერთდები. რაც შეეხება მარცხს, მისგან იმ გამოცდილებას მივიღებთ, რაც უკვე უახლოეს მატჩებში გამოგვადგება.

სტადიონზე ატმოსფერი მშვენიერი იყო. ვფიქრობ, ახლა აზაროვზე საუბარი არ ღირს...

იყო თუ არა ჩემი გადაწყვეტილება მამარდაშვილის საჯარიმოში ჩასვლა? ჩვენ არ გვსურდა წაგვეგო და გიორგი ასე იმიტომ მოიქცა".

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს

ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

altთემურ ქეცბაიასა და შოთა არველაძის ემოციები საქართველოს ნაკრების ჰიმნის მოსმენისას - ვიდეო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ [VIDEO]

altსაქართველოსა და თურქეთის მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა [VIDEO]

altქოჩორაშვილის მაგარი მოქმედება და მიქაუტაძემ თურქეთს გაუთანაბრა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 73 /
აი სანიღლე
!!
19 ივნისი 2024 01:03
6
ვილიმ წააგო ეს მატჩი.
დათო
19 ივნისი 2024 00:47
4
აზაროვი !!!!!!!!!!!!!!!
აზაროვი
19 ივნისი 2024 00:31
6
დაცვას და ნახევარდაცვას შორის თურქები თავისუფლად იყვნენ მექვაბიშვილი ძაან სუსტია ფიხიკურადაც და არც ტექნიკით გამოირჩევა არაბიძე ბევრად ჯობს მაგრამ ეტყობა ვიღაც ყავს თან ასეთ მნიშვნელოვან მატჩში რომ ათამაშებენ რით დაიმსახურა მაგრათ მაინტერესებს რუმინეთში თამაშით? კვირკველია თვეების უთამაშებელი იყო და პირდაპირ ძირითადში დააყენა . მერე კიდე გუნდი აგებს და ლოჩოშვილი შემოყავს საუკუნის უთამაშებელი და ჩაკვე გაყავს მერე კიდე . გუნდი აგებს და ტემპის მომატების ნაცვლად მოწინააღმდეგე გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს და ტემპს აგდებს თან დრო გაყავს იმით რომ 85 წუთზე ერთ შეცვლას აკეთებს და 89 წუთზე მეორე შეცვლას და 89 წუთის შეცვლას ვერ ვხდები მექვაბიშვილი გაყავს და ალთუნაშვილი შემოყავს. ჩემი აზრით არაბიძე და აზაროვი ამ ნაკრების 26 კაციდან მინიმუმ 16 ჯობს
ტოტტი
19 ივნისი 2024 00:31
6
ბიჭებს მადლობა ღირსეული თამაშისთვის,მწვრთნელი კი აშკარად ვერ ხელმძღვანელობს საჭირო დონეზე,რაც მოსლოდნელი იყო იმათთვის,ვინც ერკვევა ფეხბურთში.ხვიჩას ზედმეტი კრიტიკა არაა სჭირო, არ წაუვიდა თამაში თავიდანვე.ეს ხდება,დიდი ფეხბურთელებიც ვერ თამაშობენ ზოგჯერ.უბრალოდ გასაყვანი იყო და სხვა თავდამსხმელები სცდიდნენ ბედს.ამას კი ავტორიტეტული და კომპეტენტური მწვრთნელი გააკეთებდა.სანიოლმა ვერ გაბედა,არაა ის დონე.
მირო
19 ივნისი 2024 00:14
2
უიღბლობაც არის და უიღბლობაც, საერთო ჯამში ბიჭებმა ჯიგრულად იბრძოლეს, მაგრამ დღევანდელი წაგება ზოგიერთების ბრალიცაა. დარჩენილი თამაშების გამო დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. მიხარია, რომ ევროპაზე ჯერ-ჯერობით საუკეთესო თამაში ვნახეთ, თან გაბრაზებული ვარ ზოგიერთის ჩავარდნილი თამაშის გამო. წარმატებები საქართველოს ნაკრებს, დანარჩენი შედეგების მიხედვით…
kq
19 ივნისი 2024 00:13
1
დაკარგული ჯერ არაფერია. მე ვნახე ჩემი მებრძოლი ნაკრები ბოლო წამებამდე. 1-3 ეს ანგარიში არ ასახავს ძალთა თანაფარდობას, მაგრამ ეს ხომ ფეხბურთი. მამარდასთვის ვინმეს უნდა დაეძახნა არ გამოსულიყო. ამხანაგურში მაროკოსთან გამახსენდა. 0-3. ქოჩორაშვილი გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა უკვე ბოლო თამაშებში, მე ხვიჩასგან მეტს მოველი და მოვითხოვ მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე. აგებს მწვრთნელი იგებს გუნდი. სანიოლმა შეცდომები დაუშვა და იმედია ჩეხებთან გაანალიზებს. მადლობა ბიჭებს ბრძოლისათვის და ჟინისათვის. თავიდა ეტყობოდათ რომ ძალიან ფრთხილობდნენ და ეს ნერვიულობაშიც გადაუვიდათ. გაშვებულმა გოლმა დადებითად იმოქმედა ბიჭებზე და ტოლი არაფერში დაუდეს “სახლში” მოთამაშე თურქებს. ჩეხებთან გამარჯვებას ველი ამ გუნდს ეს შეუძლია.

პ.ს. ჟორჟ ბრავო და გილოცავ პირველ გოლს. ძალიან მაგარ ხარ, მეორეც რომ გაგეტანა საერთოდ ფანტასტიკური იქნებოდა.
G.LA
19 ივნისი 2024 00:10
4
კარგია მაგრამ ქოჩორას ხელი შეუშალა გოლის გატანაში. ამ ბიჭს კი რომელიც საუკეტესო იყო ნაკრებშიც და ორივე გუნდიდანაც, უბრალოდ არ გაუმართლა დღეს 3 ბურთის გატანა შეეძლო
ირაკლი
19 ივნისი 2024 02:21
2
დაიძინე ბაბუ გვიანია შენთვის
GLA-s
19 ივნისი 2024 00:13
13
მართალია სანიოლი,განვითარებისთვის უნდა იქნას გამოყენებული ეს ტურნირი.საერთოდ,ადეკვატური მიზნები უნდა დაისახო ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც. როცა არეალურ მიზანს ისახა და ვერ აღწევ ერთხელ,ორჯერ,სამჯერ... მერე იმედგაცრუებას იწვევს და ფსიქოლოგიურად განადგურებს.თუ რეალურს დაისახავ და მიაღწევ ერთხელ,ორჯერ,სამჯერ... მერე ტვინი იჯერებს იმას რო რასაც გეგმა,იმას აღწევ და ასე გიყალიბდება გამარჯვებულის ფსიქოლოგია.მაგ.თუ დასახავ ჯერ გოლს,მერე ქულას,მერე ჯგუფიდან გასვლა და მიაღწევ მერე თუ დაისახავ ტურნირის მოგებას,დიდი ალბათობით მიაღწევ კიდეც,ფინალს მაინც ითამაშებ. მინდა ერთია და რეალობა მეორე.

პ.ს.კიდევ ერთხელ,ვამაყობ ამ გუნდით
იასონას უდარი
19 ივნისი 2024 00:01
5
ვიჩას თამაში არ წაუვიდა, ამიტომ უნდა შეეცვალათ.
ჟორა
19 ივნისი 2024 00:00
2
წადი ... ეს გაიძვერებზე მეტი ნაგლი გახდა.
გია
19 ივნისი 2024 00:00
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული