ვილი სანიოლი: მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ - გამოცდილება უახლოეს მატჩებში გამოგვადგება

AutoSharing Option
თურქეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა მათი გამოყენება ვერ შევძელით. მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ! მიქაუტაძემ მართლაც ისტორიული გოლი გაიტანა და მილოცვას ვუერთდები. რაც შეეხება მარცხს, მისგან იმ გამოცდილებას მივიღებთ, რაც უკვე უახლოეს მატჩებში გამოგვადგება.

სტადიონზე ატმოსფერი მშვენიერი იყო. ვფიქრობ, ახლა აზაროვზე საუბარი არ ღირს...

იყო თუ არა ჩემი გადაწყვეტილება მამარდაშვილის საჯარიმოში ჩასვლა? ჩვენ არ გვსურდა წაგვეგო და გიორგი ასე იმიტომ მოიქცა".

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს

ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

altთემურ ქეცბაიასა და შოთა არველაძის ემოციები საქართველოს ნაკრების ჰიმნის მოსმენისას - ვიდეო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ [VIDEO]

altსაქართველოსა და თურქეთის მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა [VIDEO]

altქოჩორაშვილის მაგარი მოქმედება და მიქაუტაძემ თურქეთს გაუთანაბრა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 73 /
ვილი დღეს შენ წააგე და რატომ გეტყვი: 1.იმიტომ რომ დაბალი დონის მწვრთნელი ხარ და ეს არის ნომერ პირველი და უმთავრესიც!!! 2. გადამწყვეტი მეორე გოლი იმის გამო გავიდა, რომ რატომღაც დატოვე თუ დაგატოვინეს მარცხენა მცველი (აზაროვი) და მის მაგივრად შემტევი ნახევარმცველი დააყენე!!! 3. ვინც დარბოდა და თამაშობდა(ჩაკვეტაძე) მაგას ეცი და შეცვალე, 3. მამარდას რატომ უთხარი წინ წასვლა, როცა ბურთების დათვლა შეიძლება გახდეს საჭირო, 4. ალთუნაშვილი რატომ შემოუშვი ან ქვილითაია ან თავით კარგად მოთამაშე გვერდიანი შემოგეყვანა!!! 5. 26 კაცი გყავს და მეხუთე შეცვლა ვერ მოიფიქრე?
Givi
18 ივნისი 2024 23:31
12
პირველად ვნახე, რომ ჩაკვეტაძემ უკმაყოფილება გამოხატა შეცვლის გამო... ალბათ, ფლეი ოფებისთვის ინახავს სანიოლი.
ჰაიმე
18 ივნისი 2024 23:36
3
სანიოლისგან რომ ფეოლა არ დადგებოდა, ყველამ მშვენივრად ვიცოდით, თუმცა, ლეგენდარულ მარადონას თუ გაუტოლდებოდა, ამას, ალბათ, არავინ ელოდა, - 2014-ის მუნდიალზე არგენტინის ნაკრების თავკაცად დანიშნულ დონ დიეგოს ჰკითხეს - ჩვენ ვერ გავშიფრეთ და გვითხარი, რა ტაქტიკით თამაშობს შენი ფორმაციის ნაკრებიო და იმას კიდევ იუმორიც ხომ მარადონას შესაფერისი ჰქონდა - ამათ რა უნდა ვასწავლო, უბრალოდ, თამაშის წინ ვეუბნები, გადით და რაც იცით, ის ითამაშეთო...
დდდ
18 ივნისი 2024 23:23
6
ან ეს კომენტატორები იქნებ ვინმემ დაატრენინგოს, რეებს როშავენ საერთოდ, არ არიან გამოსაჩენები
გელა
18 ივნისი 2024 23:20
4
ხინკალის მოყვარული პურის მჭამელი.
არაკომპეტენტური მწვრთნელია,
ყველაზე მაგარი გუნდი გვყავს დღეს და არასწორი ტაქტიკით ათამაშებს.
კვარა შესაცვლელი იყო.
ჩაკვე ყველაზე ბვერს დარბის და იხარჯება.
წიტაიშვილი კარგი ბიჭია, მაგრამ რატო ათამაშებს საერთოდ.
ქართველი
18 ივნისი 2024 23:16
9
სანიოლი იყო დღეს 0
ტოტტი
18 ივნისი 2024 23:14
5
აბსოლუტურად არასწორი იყო მამარდაშვილის წინ წასვლა. თვალებს არ დავუჯერე, მოწინააღმდეგის საჯარიმოში რომ დავინახე.
ასე შეიძლება მხოლოდ ფლეი-ოფის, ან ჯგუფის ბოლო თამაშის დროს მოიქცე, როცა დასაკარგავი აღარაფერი გაქვს.
იმედია, მაგ ერთი ბურთის გამო არაფერი დაშავდება ჯგუფების საბოლოო შედეგების დათვლისას, თორემ ძალიან დიდხანს გაჰყვება გიორგის სანერვიულოდ ეგ. რაც ნამდვილად არაა საჭირო.
ჯეჯე
18 ივნისი 2024 23:23
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული