"ქართველებს მოგება ეკუთვნოდათ! თურქებმა კი ამიტომ გაიმარჯვეს... თუ აქამდე ამ ნაკრებზე მეტყოდნენ, რომ..." - კავაზაშვილი სანიოლის გუნდის კარგმა თამაშმა აღფრთოვანებული დატოვა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მეკარე ანზორ კავაზაშვილმა საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტზე გააკეთა კომენტარი.

როგორც იცით, ვილი სანიოლის გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ თურქეთთან დასანანი მარცხი, 1:3 განიცადა.

"ძალიან ნაწყენი ვარ, რადგან საქართველომ დაუმსახურებლად წააგო. გუნდმა თანმიმდევრულად და ლამაზად ითამაშა. უცნაურია და გაკვირვებული ვარ, თუ რა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ქართველებმა.

თუ აქამდე ვინმე მეტყოდა, რომ ისინი ევრო 2024-ზე მოხვედრის ღირსები არ იყვნენ, დავეთანხმებოდი, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის წესიერად დაკომპლექტებული გუნდი.

საქართველო ტურნირზე ზოგიერთ გუნდზე უკეთ თამაშობს. თურქების გამარჯვება
წმინდა იღბალი იყო. ორი ასეთი გოლის გატანა ცალკეული მოთამაშის უნარია. მეორე ტაიმში საქართველოს რამდენიმე მომენტი ჰქონდა. 

საქართველოს შეეძლო 3:2 მოგება, ეს სამართლიანი შედეგი იქნებოდა! 200%-ით შემიძლია ვთქვა, რომ მინიმუმ, ფრეს იმსახურებდნენ!

თურქეთმა გაიმარჯვა, რადგან შეტევაში მეტი აგრესია გამოავლინა, გუნდი ყველა შესაძლებლობას იყენებდა კარში დარტყმისთვის. ვფიქრობ, ქართველები დასკვნებს გამოიტანენ და ჯგუფის დარჩენილ მატჩებში უფრო აგრესიულ ფეხბურთს აჩვენებენ. საქართველოს ჰყავს ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ შემტევი ფეხბურთის თამაში. მათ სჭირდებათ ნდობა თავიანთ ქმედებებში.

ვფიქრობ, მამარდაშვილს ბრალი არცერთ გაშვებულ გოლში არ მიუძღვის. ძალიან კარგია, რომ საქართველოს ამ დონის მეკარე ჰყავს. თუ პორტუგალიამ და ჩეხეთმა დაიჯერეს, რომ თურქეთის შემდეგ ქართველები დაიღალნენ, შეცდებიან. პირველი მატჩები არ არის იმის მაჩვენებელი, რომ ისინი ცუდად თამაშს გააგრძელებენ. არგენტინამ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი წააგო, შემდეგ კი ტურნირი მოიგო", - ციტირებს კავაზაშვილს Metaratings.ru
მკითხველის კომენტარები / 31 /
რუსეთი რომ ჩვენი მტერია ამას რათ უნდა ორი აზრი, მარა ჩვენს ჰიმნზე რუსები თურქებივით არასოდეს დაუსტვენენ,
რომა
00:00 19-06-2024
17
ქართული ფანობის სტილი ტრიბუნაზე - ვიგებთ, ან ფრეა - ხმაურობენ, ვაგებთ - ყურჩამოყრილები დგანან. ბრიტანელები 0:5 - საც რომ აგებენ, ბოლო წუთამდე ღრიალებენ. გუშინ ფოტოები იყო - ბომონძღი - რუსა ჩაჩუა, თაკო ჩხეიძე და ა.შ. მათნაირები, გერმანიაში დღეში 4- ჯერ გამოცვლილი შმოტკების სადემონსტრაციოდ და რამდენი ნაღდი ვერ წავიდა უფულობის გამო. ნუთუ არ შეიძლებოდა "ქომაგების" ფანკლუბის ნაწილის მაინც დაფინანსება ერთ თამაშზე მაინც ? ტრიბუნაზე ცეცხლს დაანთებდნენ
ზურა
07:35 19-06-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული