"თურქეთმა მატჩი მოიგო, საქართველომ კი მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრის გულები" - რას წერენ უცხოელი გულშემატკივრები "ჯვაროსნებზე"?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოდგა და ვილი სანიოლის გუნდმა არა მხოლოდ ქართველი გულშემატკივრების, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქომაგების პატივისცემაც დაიმსახურა.

გთავაზობთ მათ კომენტარებს სოციალურ ქსელში.

"თურქეთმა მატჩი მოიგო, საქართველომ კი მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრის გულები".

"ბოდიშს ვუხდი ქართველებს, არ მეგონა, თუ თქვენს ნაკრებს ასე თამაში შეეძლო".

"ტურნირის საუკეთესო თამაში იყო, ბრავო ორივე ნაკრებს, თუმცა საქართველომ ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა".

"საქართველოს ნაკრები მარცხს არ იმსახურებდა!".

"საქართველომ დიდებულად ითამაშა!".

"ტურნირის საუკეთესო თამაში, საქართველოსაც და
თურქეთსაც ვულოცავ, პატივისცემა პოლონეთიდან".

"პატივისცემა საქართველოს რუმინეთიდან, შესანიშნავად ითამაშეს".

"თურქები იღბლიანები არიან. ქართველებმა მაგრად ითამაშეს".

"ძალიან კარგი თამაში იყო, ბედნიერი ვარ, რომ მოვიგეთ. საქართველოს ნაკრებიც შესანიშნავად გამოიყურებოდა, პატივისცემა თურქეთიდან", - წერენ გულშემატკივრები სოციალურ ქსელში.


ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

altვინჩენცო მონტელა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია - ევროპირველობაზე შემთხვევით არ ასპარეზობს

alt"ქართველებს მოგება ეკუთვნოდათ! თურქებმა კი ამიტომ გაიმარჯვეს... თუ აქამდე ამ ნაკრებზე მეტყოდნენ, რომ..." - კავაზაშვილი სანიოლის გუნდის კარგმა თამაშმა აღფრთოვანებული დატოვა

altვილი სანიოლი: მარცხის მიუხედავად ამაყები ვართ - გამოცდილება უახლოეს მატჩებში გამოგვადგება

მკითხველის კომენტარები / 26 /
ჟურნალისტებო! თუ გაქვთ ფეხბყრთელებთან კონტაქტის შესაძლებლობა, აუხსენით მათ, რომ ბოღმა კომენტარების ავტორები არ არიან ფეხბურთის გულშემატკივრები და არც ქართველები არიან.
რეალობა
12:24 19-06-2024
8
თუ შემდეგ თამაშებში დავინახეთ წინსვლა დარწმუნებული ვარ კარგი მწრთვნელის ხელში ეს თაობა გავა მსოფლიოზე !
guga
12:39 19-06-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული