ვინჩენცო მონტელა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია - ევროპირველობაზე შემთხვევით არ ასპარეზობს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს პრესკონფერენციაზე თურქეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ისაუბრა:

„ფინალური სტადიის საკადრისი შეხვედრა იყო. ჩვენი გულშემატკივრები შესანიშნავები იყვნენ, თამაშის რთულ პერიოდებშიც კი მხარს გვიჭერდნენ. ეს გამარჯვება მათი დამსახურებაცაა. დღეს 52 წლის გავხდი და ეს საუკეთესო საჩუქარია, რომელიც შეიძლებოდა მიმეღო.

კარისკენ 22-ჯერ დავარტყით. მეტი სიზუსტე გვმართებდა, მაგრამ მთლიანობაში მომეწონა, რაც ვნახე. VAR-ის მიერ არჩათვლილი გოლის შემდეგ ცოტა მოვეშვით, მაგრამ ასეთი რამეები ხდება ხოლმე.

საქართველო ფიზიკურად ძლიერი, კარგად ორგანიზებული გუნდია, იცის თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები და შესაბამისად თამაშობს. ფინალურ
სტადიაზე შემთხვევით არ ასპარეზობს“.

alt"ქართველებს მოგება ეკუთვნოდათ! თურქებმა კი ამიტომ გაიმარჯვეს... თუ აქამდე ამ ნაკრებზე მეტყოდნენ, რომ..." - კავაზაშვილი სანიოლის გუნდის კარგმა თამაშმა აღფრთოვანებული დატოვა

altვილი სანიოლი: მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ - გამოცდილება უახლოეს მატჩებში გამოგვადგება

alt"ანჩელოტიმ საქართველოსთან მატჩის წინ დამირეკა და ეს მითხრა" - არდა გიულერი

alt"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?

altსაუკეთესო ქოჩორაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" თურქეთთან მატჩში?

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

altთემურ ქეცბაიასა და შოთა არველაძის ემოციები საქართველოს ნაკრების ჰიმნის მოსმენისას - ვიდეო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ [VIDEO]

altსაქართველოსა და თურქეთის მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა [VIDEO]

altქოჩორაშვილის მაგარი მოქმედება და მიქაუტაძემ თურქეთს გაუთანაბრა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
მთელი ქვეყანა გაბრაზებულია,ნაწყენია,აფორიაქებულია და გულდაწყვეტილი,თუმცა ამაყი. მომხდურებთან წავაგეთ და ასეთი რეაქციაც უნდა ყოფილიყო,ძლივს სწორი რეაქცია აჩვენა ერმა. ამ თამაშზე ბევრი რამე უნდა დაშენდეს,რამეთუ ეს იყო ბრძოლის მაგალითი,ყველამ აჩვენა რო არაფრის დამთმობები არ იყვნენ,ბოლო წუთებამდე დამანდრაჟებულები იყვნენ მომხდურები.დიახ,ეშინოდათ და მერე როგორ,ამ თამაშის ვერ მოგებით მათვის ცა ჩამოიქცეოდა და მიწა გაიხსნებოდა.ამის მანიშნებელი იყო ცვლილებები,ახალი დამცველები დაამატა ამ ევროპელმა,ვინც მომხდურებს ეხმარებოდა ჩვენთან ომში. არაუშავს,მსგავსი ბრძოლები აყალიბებს მებრძოლს სულს,აერთიანებს ქვეყანას და გუნდს ბრძოლის უნარიანს ხდის. ჩვენ პირველად შევედით მსგავს ბრძოლაში,გამოცდილება დაგვაკლდა და ერთმანეთის მიმართ მეტი სიყვარული. რას ვიზავთ,ბევრნი არიან,ვიღაცეები ნაყიდები ყავთ,თუმცა თუ ერთად დავდგებით,აუცილებლად დავაგდებთ მაგ მომხდურებს. ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ,ნებიმსიერ დროს და ნებისმიერ პირობებში. ამიტომაც მოეშვით პრაფესორობას,დადექით გუნდის გვერდით და იამაყეთ,ჩვენ ვნახეთ 16 ქართველი მოედანზე,ბევრი ჩვენებური სტადიონზე,რომლებმაც არაფერი დათმეს. ფეხბურთელებმა თითოეული სამტიმეტრისთვის იომეს,ფანებმა მთელი თავისი სული და გული ჩადეს,მეტნი იყვნენ,მარა საქართველოს სკანდირება ისმოდა. აშკარაა,წმინდა გიორგიმ დაგვსაჯა ბოლო ორი თვის განმავლობაში გამოხატული სიძულვილის გამო,რასაც ერთმანეთის მიმართ ვიჩენდით.ღმერთი და წმინდა გიორგი არის ჩვენსკენ,ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მეტი სიყვარული ერთმანეთის მიმართ. წმინდა გიორგის შუბი გაცვეთილი იყო,რადგან ერთმანეთს ვურტყავდით და როცა გველეშაპის წაქცევა გახდა საჭირო,გვიმტყუნა.
იასონას უდარი
05:51 19-06-2024
9
აშკარად დაგვაკლდა კიტეიშვილი და შენგელია!
გიგი
01:43 19-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული