"როგორც ქართველი ქართველებს გპასუხობთ, გულუბრყვილო ცხვრები ხართ! აშშ და ევროპა საზარბაზნე ხორცად გიყენებთ" - კანდელაკი თურქეთთან მატჩის მიმდინარეობისას ქართველი ფანების მიერ პუტინის შეურაცხყოფას ეხმაურება

AutoSharing Option
"გაზპრომ-მედიის" გენერალური დირექტორის მოადგილე თინა კანდელაკი საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩის დროს ტრიბუნიდან ქართველი გულშემატკივრების შეძახილებს ეხმაურება, სადაც ისინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდნენ.

კანდელაკი აღნიშნულმა საქციელმა ძალიან აღაშფოთა და ამ ადამიანებს გულუბრყვილო ცხვრები უწოდა. მან თავის "ტელეგრამ-არხზე" შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:

"გუშინ Match TV-ს ეთერში საქართველო-თურქეთის შეხვედრის მიმდინარეობისას რუსეთის პრეზიდენტის მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა.

ქართველი ექსტრემისტების მხრიდან ახალი არაფერი ხდება. ქართული ტელევიზიის ეთერით ერთ-ერთი ჟურნალისტის მხრიდან მსგავსი რამ უკვე ვნახეთ და ყველამ კარგად ვიცით, ეს ამბავი როგორ დასრულდა.
ახლა ეს ჟურნალისტი აღარც ჩანს და მისი ხმაც აღარ ისმის. ცნობილი მხოლოდ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის შეურაცხყოფით გახდა.

ახლა მეორე პროვოკაცია. ასევე გასაგებია, რომ ეს კონკრეტული ქმედება დაკავშირებულია იმასთან, რომ ქართველებს კატეგორიულად არ სურთ ამერიკის მიმართულებით წავიდნენ. ის, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში ხდება, ვაშინგტონში წინააღმდეგობას იწვევს.

აქედან გამომდინარე, რჩება მხოლოდ უხეში პროვოკაცია, რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფა. ეს ბინძური და ვულგარული ქმედება არც ადრე მუშაობდა და არც ახლა იმუშავებს, მაგრამ ოპოზიციონერებს, რომლებიც პარლამენტში ჩხუბს იწყებენ, ველურობა სიმამაცედ მიაჩნიათ.

ყველა, ვინც ამ აქციების ინიცირებას ახდენს, ყველა, ვინც ამ აქციებში მონაწილეობს და ყველა, ვისაც ამასთან ზოგადად კავშირი გააჩნია, როგორც ქართველი ქართველს, გპასუხობთ: თქვენ გულუბრყვილო ცხვრები ხართ, რომლებსაც სასაკლაოზე მიერეკებიან.

როგორც ისტორიაში ეს ხშირად ხდებოდა, ამერიკელები და ევროპელები თქვენ, როგორც საზარბაზნე ხორცს, ისე გიყენებენ, იმისათვის, რომ საქართველომ საკუთარი ხსნის გზიდან გადაუხვიოს, მაგრამ მადლობა ღმერთს, თქვენ ამას ვერ შეძლებთ, რადგან საღი აზრი უცოდინრობაზე ყოველთვის იმარჯვებდა", - წერს კანდელაკი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა. ჩვენი გულშემატკივრები "პუტინ ხუილოს" სკანდირებდნენ, რაც რუსული სპორტული არხის ეთერშიც მოხვდა და კანდელაკის გაღიზიანების საფუძველი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 70 /
ქართვრლი კი არა რუსი ხარ, მონა ხარ პუტინოს და ფულის, შენ ხარ გამოყენებული მაგათ მიერ. საქართველო ევროპაზეა, რისეთი სადაა ის იკითხე
გივი
15:48 19-06-2024
33
რა ამერიკა და რა ევროპა.
1992 და 2008 წელს ევროპამ წაგვართვა ტერიტორიები? ტატუნაშვილი შვედებმა მოკლეს? ოთხოზორია იტალიელებმა?
დიალოგი ყოველთვის საჭიროა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ხართ ოკუპანტები, ეს დაიმახსოვრეთ კარგად.
პ.ს. ჩემზე კარგად თქვენ სისტემას არავინ არ იცნობს, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი თქვენი ძმობა, აფხაზეთიდან გახლავართ.
მეგრელი
15:40 19-06-2024
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული