"გუშინდელი დღით ამაყი ვარ!" - თემურ ქეცბაია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტს ეხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ყოფილი და კვიპროსის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრის მატჩს, სადაც საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ამაყი ვარ გუშინდელი დღით და საქართველოს ნაკრების თამაშით. გამართულად და ხარისხიანად ვითამაშეთ, ტრიბუნაზე ქართველი გულშემატკივარი არ გაჩერებულა და ალბათ ყველამ თავისი ოჯახის წევრის, ახლობლის თუ მეგობრის წილი ხმა ჩამოიტანა გერმანიამდე.

ისტორიული ამბის მონაწილეები ვართ და მჯერა, შემდეგ მატჩებში კიდევ უფრო უკეთესად ვითამაშებთ.

ჩვენი პირველი გამოცდა მაღალ დონეზე ჩავაბარეთ და მადლობა ყველას, ვინც გუშინდელი დღე ასეთი
დასამახსოვრებელი გახადა.

წარმატებები ჩვენს ეროვნულ გუნდს!", - წერს ქეცბაია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
საქართველოს სიამაყე ქეცბა!❤️
დიმო
17:33 19-06-2024
2
ხალხო, რაგბის ნაკრები რომ თამაშობს დიდ ტურნირზე და აგებს, მაგრამ თავდადებას ვუფასებთ, ეგ ფეხბურთში არ მოსულა? 40 საფეხურითაა თურქეთი რეიტინგში ჩვენზე წინ, სადებიუტო თამაში გვქონდა თან დიდ ტურნირზე და მთელი მსოფლიოს გულშემატკივრები წერენ, ეს რა სიმპათიური გუნდი ყოფილა, რა საგულშემატკივროო! ქართველებს რა ჭირი გჭირთ ასეთი, რომ მხოლოდ გამარჯვება გაერთიანებთ?! პირად ცხოვრებაში მოგწონთ ის ხალხი, ვინც მხოლოდ ლხინში გიდგათ გვერდში?! ბიჭებმა დაიმსახურეს თანადგომაც, გულშემატკივრობაც და თავგადაკლული ქომაგობაც! მხოლოდ ისინი წუწუნებენ, ვისაც არც ფეხბურთისა გაეგება რამე, არც ქართველობისა და არც ზოგადად ადამიანობის!
ქომაგი
17:36 21-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული