რისი შეცვლა შეუძლია და მოუწევს სანიოლს ჩეხეთისთვის? - მეტოქე "კვარას" საუკეთესო მატჩს უნდა უფრთხოდეს...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტი ცალსახად ღირსეული იყო. შეხვედრის შინაარსიდან გამომდინარე, როგორც ფეხბურთელები, ასევე გულშემატკივრები გულდაწყვეტილები ვართ, ერთგვარი შოკიდან გამოსასვლელად კი რამდენიმე დღე გვაქვს. რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოს ნაკრებში, რაც ჩეხებთან წარმატებას მოგვიტანს? - ახლა ყველას ამ კითხვაზე პასუხი გვაღელვებს.

ვილი სანიოლი კარგად იგრძნობდა, რომ უპირატესობის დათმობა და კონტრშეტევების იმედად ყოფნა ყოველთვის საუკეთესო გამოსავალი არაა. ჩვენმა ფეხბურთელებმა დაგვარწმუნეს, ბურთის შენარჩუნება, გადაბმულად პასების გაკეთება და იერიშების განხორციელება შეუძლიათ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ახლა ეს დილემა უნ
და ჰქონდეს, წარმატების მისაღწევად რამდენად უნდა გარისკოს და დაცვაში ყურადღებამ გარკვეულწილად არ მოიკლოს. მეორეა, მოწინააღმდეგე რის საშუალებას მოგვცემს, მხოლოდ დაგეგმვით ვერაფერს მიაღწევ.

ტაქტიკური სქემის შეცვლაც არ უნდა გამოვრიცხოთ. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორია ლევან შენგელიას ფიზიკური ფორმა, რადგან თურქეთის ნაკრებთან დრო საერთოდ არ მიეცა. მარცხნივ ალტერნატივებად ჯიმი ტაბიძისა და გიორგი გოჩოლეიშვილის განხილვაც შეგვიძლია.

Sportall.Ge

პირველ ტურში არც გამოცდილ ნიკა კვეკვესკირს უთამაშია და ახლა სასტარტოში მისი მოაზრებაც შეგვიძლია. სამწუხაროდ, ოთარ კიტეიშვილის ჯანმრთელობის კუთხით სასიკეთო ცვლილებები ისევ არ ჩანს. თუკი გარისკვაზე ვსაუბრობთ, ნახევარდაცვაში ზურიკო დავითაშვილის გამოყენებაც შესაძლებელია, რომელსაც ერთ დროს ნაკრებში მოწინააღმდეგების იერიშების ჩაშლაც და საყრდენებთან მაქსიმალურად ახლოს ყოფნა ევალებოდა, რასაც წარმატებითაც უმკლავდებოდა. აღსანიშნავია, ამით შეტევაში მისი რესურსი იკლებდა.

სანიოლი გიორგი მიქაუტაძისა და ბუდუ ზივზივაძის ერთდროულად გამოყენებაზეც იფიქრებს. ეს როცა დატესტა, საკმაო წარმატებითაც, მაგრამ ამ შემთხვებაში ხვიჩა კვარაცხელიასთვის ისევ პოზიციის ცვლილება უნდა მოხდეს და გუნდური ბალანსიც ცოტათი დაიკარგოს. "კვარამ" თავად იცის, კიდევ უფრო მეტი რომ შეუძლია, ვიდრე თურქეთთან ვიხილეთ და ამ ფაქტორს ჩეხები უნდა უფრთხოდნენ, ხვიჩას ნებისმიერი შეხვედრის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

Sportall.Ge

ველოდით, რომ საბა ლობჟანიძის სისწრაფის გამოყენებას მეტად ვეცდებოდით, ჩვენი გუნდის რიგებში კი ერთით ნაკლები შეცვლა გაკეთდა. ოთარ კაკაბაძე უალტერნატივოა, ლობჟანიძის გამოყენება კი შეტევაშიცაა შესაძლებელი.

შეცდომებზე ბევრი საუბრის დრო ახლა ყველაზე ნაკლებადაა. მთავარია, ჩვენმა გუნდმა იგრძნოს, რომ დაკარგული ჯერ არაფერია, რომ მათ აქვთ უნარი, ჯგუფიდან გასასვლელად ბრძოლა გააგრძელონ!..

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან

მკითხველის კომენტარები / 32 /
იღბლის მეტი არაფერი უშველით ჩვენებს.
ირმა
21 ივნისი 2024 20:21
2
უნდა ვითამაშოთ ის ფეხბურთი,რაც თურქეთთან.ოღონდ ინდივიდუალური გმირობისკენ მიდრეკილება,უნდა შეიცვალოს კოლექტიური გმირობისკენ მიდრეკილებით,იმ უნარების შენარჩუნებით,რაც გაგვაჩნია.
ილია
21 ივნისი 2024 10:14
0
დაცვაში ჩაჯდომას აზრი არ აქვს, არ გვყავს იმდენად საიმედო დაცვა რომ ავტობუსი ჩავაყენოთ. რაც შეიძლება მეტი უნდა შევუტიოთ ეგაა ჩვენი შანსი თან მითუმეტეს შეგვიძლია მსოფლიოს თუარა ევროპის დონის შემტევები გვყავს და რატომ არ ვენდობით ვერ ვხვდები. ყველა მწვრთნელი იმას ლაპარაკობს თუ როგორი მაგარია კვარა მამარდა ჩაკვე მიქაუტა ბუდუ მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება არ ენდობიან ბიჭებს და მაინც დაცვიდან ათამაშებენ, ეს უაზრო ქება რადუნდათ თუ საქმით არ ანახე რომ ენდობი!
ემიგრანტი
21 ივნისი 2024 01:08
0
ჩეხეთს ადრე უფრო ძლიერი ნაკრები ჰყავდა, გვაქვს შანსი
მამუკა
20 ივნისი 2024 23:39
1
ჩეხეთი თურქებზე ძლიერი გუნდია. ასეთ გერმანული სტილის გუნდებთან ყოველთვის გვიჭირდა
geo
20 ივნისი 2024 19:02
2
ჩეხებთან კვარა ორ საგოლე მოქმედებას შასრულებს - 2 გოლი, ამ გოლი და საგოლე პასი
ონორე
20 ივნისი 2024 17:55
6
ვინც სანიოლის დაბალ დონეზე ლაპარაკობსმაგარი სულელია!სანიოლი შესაძლოა დიდი ტაქტიკოსი არაა,მაგრამ ქართულ ხასიათში მაგრად გაერკვა და მაგარი ფსიქოლოგიც აღმოჩნდა.ანჩელოტი და გვარდიოლა აქ არ მოვლენ და ვინ უნდა დანიშნოთ?სანიოლის წასვლა და გუნდის ჩამოშლა ერთი იქნება ამ ეტაპზე თუ ისევ მაგრად არ გაგვიმართლა როგორც სანიოლმა.
ლექსო
20 ივნისი 2024 17:43
5
კარგით რაა!! რა ტაქტიკის შეცვალა,ღმერთმა ნუ ქნას სანიოლი ასე გაგიჟდეს და იგივე ტაქტიკით არ ითამაშოს, რამაც პრინციპში მიგვიყვანა ამ ტურნირამდე, მოგვწონს თუ არა ჩვენი ნაკრები დღეს არ არის იმ დონის გუნდი ტოლ- სწორად ეთამაშოს ისეთ გამოცდილ თურქეთის და ჩეხეთის დონის გუდებს, აღარაფერს ვამბობ პორტუგალიისა და მისი ყალიბრის გუნდებზე, საჭიროა უკნიდან თამაში და კონტრშეტევებზე შანსის გამოყენება, დაგავიწყდათ თურქეთანაც კი როგორ ბეწვის ხიდზე გავიარეთ,პირველი გოლის შემდეგ,როგორ ჩამოიშალა გუნდი და ეგრევე მეორე გოლი მივიღეთ, ხოდა რომ არ ჰქონოდა იმ თურქს ტერფი აფსაიტში უკვე 2-0 იქნებოდა და თბილისში ესპენეთან კოშმარი სანატრელი გაგვიხდებოდა, სხვათა შორის მაშინაც ასეთი ზეწოლით აიძულეს სანიოლი ტაქტიკა შეეცვალა და რაც მივიღეთ აღარ შეგახსენებთ. ჩემი მოკრძალებული აზრით მგონია ნაკრები-ფეხბურთელების დონის გათვალისწინებით იდეალური ტაქტიკით თამაშობს,განსაკუთრებით როცა გუნდში კვარაა, რომელიც მიუხედავათ იმისა რომ მაიდამაინც ვერც დაცვას ეხმარება სათანაოთ, ვერც ნახევარდაცვაში ბრწყინავს და ვერც მომენტების რელიზაციით გამოირჩევა ისეთი დონის ინდივიდიალისტია ნებისმიერ დროს შეუძლია სასწაული ჩაიდინოს და მარტომ გადაწყვიტოს მატჩის ბედი, ამიტომ ის შეუცვლელი ფიგურაა გუნდისთვის და გოიმობაა მისი გინება. რას იზავ საქართველოს ნაკრებში რომ თამაშობდეს რეალის ამ მან-სიტის დონის ფეხბურთელები მაშინ გენახათ მაგის თამაში, მაგრამ რას იზავს--ეს არის რაც არის...მე მგონია უკმაყოფილოც არ უნდა ვიყოთ, ნაკრებმა ღირსეულად ითამაშა თავისი შესაძლებლობის ზღვარზე, იომა და ყველაზე სანახაობრივი თამაში ითამაშა ჯერ-ჯერობით ამ ტურნირზე, ისე როგორც თურქეთის ნაკრებმა...თავს ზემოდ ძალა არ არისო...ბოლოსკენ არც გაგვიმართლა და როგორც იტყვიან ღირსეულად წავაგეთ,ოღონდ კარგი გაგებით..
Jora-giorgi
20 ივნისი 2024 17:42
3
სანიოლმა დიდი ხნის წინ იცოდა ჩვენი ჯგუფის შემადგენლობა და მათ წინააღმდეგ თამაშის გეგმა,დიდი ხნის წინ ექნება დამუშავებული.ახლა მხოლოდ ჩვენი ნაკრების მდგომარეობით და ჩეხეთის ნაკრების ნათამაშები მატჩის მიხედვით კორექტივების შეტანა დასჭირდება.თურქეთი და ჩეხეთი,მხოლოდ ფიზიკური მომზადებით გვჭარბობს და 6-7 ფეხბურთელი მაინც რომ გვყავდეს,ვისაც ქოჩორაშვილის მსგავსი დატვირთვების გაძლება შეეძლება,ამ ორივე ნაკრებს,შავ დღეს დავაყრიდით.კარგი პოსტი დაგიწერია და ინტერესით წავიკითხე.
სოსო
20 ივნისი 2024 22:27
0
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid02KfYGw4peaEPpG8omNCcjs1r5uAUVkuq5mSb8USMcY97Xh6XvAVB52Ye6uw82nyM2l&id=100087734808070
hhhh
20 ივნისი 2024 17:35
0
მეგობრებო ნუ შევიქმნით ზედმედ ამბიციებს და მოლოდინებს,მერე უფრო გვეტკინება გული!ევროზე თამაში უკვე გამოცდილებაა ჩვენთვის! თურქეთი ჩვენზე კლასით უკეთესი გუნდი იყო,უკეთესი ინდივიდუალისტებით და ეს 2 გოლში გამოჩნდა.ჩეხეთი თურქეთზე ძლიერი გუნდია,და სავარაუდოდ ისინიც მოგვიგებენ.რატომღაც თავიდანვე ჯგუფიდან გასვლა დავუწესეთ ბიჭებს და ახლა როცა შანსები შემცირდა მარცხის მერე,ყველა გულნატკენი ვართ.ეს ევრო გამოცდილებისთვის უნდა გამოვიყენოთ და იმისთვის რომ კლასი აიმაღლონ ჩვენმა ფეხბურთელებმა.იგივე ალბანეთი 2016ში პირწმინდად ჩარჩა ჯგუფში 0 ქულით,მაშინაც არ ყავდა ამდენი ფეხბურთელი ტოპ 5ში.ხომ ხედავთ მათ პროგრესს,წინა ევროზე მოსახვედრათაც ცოტა დააკლდათ,როგორც ჩვენ.ასე რომ ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ და წინ გავიხესოთ.პირველ რიგში ახალი მწვრთლენია საჭირო რომ ამ ბიჭების პოტენციალი და რესურსი სწორად გამოიყენოს.ლუზერის მენტალიტეტი საბოლოოდ ჩამოვირეცხეთ,ახლა ნელ-ნელა კლასიც მოვა.აღარავის არ აქვს გარანტირებული ნაკრების წევრობა შრომის გარეშე!
მეზღვაური
20 ივნისი 2024 17:33
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული