საქართველოსა და ჩეხეთის მატჩზე მსაჯთა ბრიგადის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
UEFA-მ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩზე, სადაც საქართველოს ნაკრები ჩეხეთს უნდა დაუპირისპირდეს, მსაჯები დანიშნა.

მთავარი არბიტრი გერმანელი დანიელ ზიბერტი იქნება, რომელსაც ასევე გერმანელები იან სეიდალი და რაფაელ ფოლტინი დაეხმარებიან.

მეოთხე მსაჯი ბოსნიელი ირფან პელიტო გახლავთ, VAR-ზე კი გერმანელი მარკო ფრიცი იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის დაპირისპირებას 22 ივნისს ჰამბურგი უმასპინძლებს და მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული