მატჩის დღე! გადამწყვეტი დაპირისპირება საქართველოს ნაკრებისთვის

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში სულისშემძვრელი ფინალისა და დამატებით დროში მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხებს დაუპირისპირდება - დღეს, 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე.

გიორგი მიქაუტაძის გოლმა ქართველი გულშემატკივრები კი აღაფრთოვანა, მაგრამ სამწუხაროდ, უფრო მეტი არ გამოვიდა. ვილი სანიოლის გუნდს მეტოქის კარისკენ 14 დარტყმა ჰქონდა, რაც დებიუტანტებისთვის სერიოზული ამბავია.

ახლა ქართველების მთავარი ფიქრი პლეი-ოფს უკავშირდება. ჯგუფური ეტაპის პირობებში ორმა ნაკრებმა წაააგო სადებიუტო მატჩი, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა - სლოვაკეთმა და ჩრდ. ირლანდიამ. ორივე ეს შემთხვევა 2016 წელს მოხდა. საქართველოს
ნაკრები ეცდება, მესამე იყოს.

ბოლო ტურში პორტუგალიასთან ურთულესი შეხვედრაა, ჩეხებთან კი მიქაუტაძისა თუ კვარაცხელიას მახვილგონიერების ძალიან გვეიმედება!..

მინუმუმ ერთი ქულა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამ შემთხვევაში ჩეხების იმედიც შენარჩუნდება - თუკი ისინი წააგებენ და თურქეთი პორტუგალიასთან არ დამარცხდება, ჩეხეთის ნაკრები მესამე ადგილზე გასვლის შანსსაც, ფაქტობრივად, დაკარგავს.

Sportall.Ge

ჩეხეთის ნაკრები თურქებისგან განსნხვავებული გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პორტუგალიას თითქმის ფრედ ეთამაშნენ და ბოლოს (1:2) წააგეს, ჩვენმა მომავალმა მოწინააღმდეგემ პირველ ტურში ყველაზე ნაკლები ზუსტი პასი გააკეთა.

ცნობისთვის, 1996 წლის ვიცე-ჩემპიონი ჩეხეთი ბოლო სამი ევროდან ორში მერვედფინალში გავიდა.

ვილი სანიოლის მხრიდან შემადგენლობაში ბევრი ცვლილება მოსალოდნელი არაა. მთავარი სიახლე იქნებ ზურიკო დავითაშვილის გამოჩენა და უფრი შემტევი შემადგენლობა იყოს. პირველივე წუთებიდან ითამაშებს 19 გოლით ჩეხეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი პატრიკ შიკი. დიდი იქნება "ვესტ ჰემის" ფეხბურთელების, ტომას სოუჩეკისა და ვლადიმირ სოუფალის როლი. ჩეხეთის ნაკრების მეკარე ინდრიხ სტანეკს პირველ ტურში ყველაზე მეტი მოგერიება ჰქონდა - 7...

Sportall.Ge

სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე

ჩეხეთი (3-1-4-2): სტანეკი - ჰოლესი, ჰრანაცი, კრეჟჩი - სოუჩეკი - ცოუფალი, ბარაკი, პროვოდი, დუდერა - ჩიტილი, შიკი

მსაჯი - ზიბერტი (გერმანია)

ღვთისავარ ანთაძე ვუპერტალიდან

sportall. ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.
მკითხველის კომენტარები / 58 /
მექვაბიშვილის ნაცვლად თავიდანვე კიტე და თუ ვერა, მაშინ კვეკვე. წიტას და კვარას 59-ე წუთამდე აცალონ და თუ მაინც ვერა, მაშინ აუცილებლად შეცვალონ. ეს რა დღე დაგვიდგა: ძალიან ჯიგარ ბუდუს ვცდილობთ ადგილი მოვუძებნოთ და ვერა. ჩაკვეს ხელი არ ახლონ. მამარდა გამოსვლებზე ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ჩვენს კართან ახლოს დაჯარიმებას ძალიან უნდა მოერიდონ. ითამაშეთ!
ელიასი
22 ივნისი 2024 12:34
1
2-1 მოვიგებთ
dew
22 ივნისი 2024 12:33
2
დღეს დილიდან სულ ვლოცულობ (დღეს განსაკუთრებით) და ღმერთს ვევედრები, რო ჩვენმა ბიჭებმა მოიგონ!
ნუნუ დეიდა.
22 ივნისი 2024 12:26
2
ღმერთმა გისმინოს ნუნუ დეიდა.

555
22 ივნისი 2024 13:34
2
მარცხნივ დახმარება ჭირდება ხვიჩას, სხვანაირად ისევ ვერ წაუვა თამაში, მთლიან ფლანგს ერთი კაცი ვერ აიღებს, რახან აზაროვი არ არის რამე უნდა მოიფიქროს სანიოლმა
გოგა
22 ივნისი 2024 11:43
1
მწარეებმა, ბრაზიანებმა, პესიმისტებმა აუცვით აქედან და ნუ სტრესავთ ყველას! მე პირადად ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი! წარმარება ნაკრებს!
ვახო
22 ივნისი 2024 12:44
4
თავდადება კარგია, განწყობა ჩინებული, გამარჯვების წყურვილი დიდებული.
მაგრამ, ობიექტურობის დაკარგვა არ არის სწორი. ობიექტურად ჩვენი მოგების შანსი არის 15%, ფრე-35% და წაგება 50%. ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით. ოღონდ ეს უნდა უთხრათ, ქალებს, ახალგაზრდებს, ბავშვებს ვინც ეხლა დაიწყო ფეხბურთის ყურება. ამ თამაშის წაგების შემთხვევაში, ამ ხალხმა მაინც უნდა გააგრძელოს ქომაგობა. ამისთვის საჭიროა ვუთხრათ სიმართლე. რათა ხელი არ ჩაიქნიონ.
პ.ს. ჩეხები ნაგარი ჭკვიანი და ბრძოლისუნარიანი ხალხი. გერმანელებსაც კი შეშურდებათ. ესეც უნდა ავუხსნათ ახალ გულშემატკივრებს.
მწარე
22 ივნისი 2024 11:38
7
არავის არაფრის ახსნა არ უნდა ყველანი ბოლომდე უქომაგებენ. პასპორტშიც მწარე გიწერია ალბათ ისეთ ცუდ პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებ ყოველთვის. რა საჭიროა გენიოსობა და ასეთი პროგნოზების წერა? თვითონ დაიჯერე რომ მოგება შეგვიძლია . უკვე ყველაფერი გცოდნია და რაღას უყურებ ფეხბურთს? აგერ ნარდის ჩემპიონატი დაიწყება მალე და უყურე ვის როდის გაუგორდება დუ შაში. არ მოგბეზდია ამდენი ნეგატივი?
G.LA
22 ივნისი 2024 12:22
5
არავინ დაისვენებს მე-3 ტურში. არც პორტუგალია და არც ჩეხეთი, მითუმეტეს არც ჩვენი ბიჭები. შანსიც რომ არ იყოს ვინმესთვის ბოლო ტურში ყველა გუნდი ითამაშებს მოგებაზე. პორტუგალიელებიც მათ შორის. ჩვენც ყველა თამაში დავიხარჯებით, ეს ხომ ევროპის ფინალური თამაშებია და ამიტომაც ქვია ფინალური თამაშები რომ ყველა თამაში ფინალია ყველა გუნდისათვის უშანსო იქნება თუ უკვე გასულ გარანტირებული. წარმატება და გამარჯვება საქართველოს.
G.LA
22 ივნისი 2024 11:34
3
ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ.
ჩეხებს ბოლო თამაშში თურქებთან მოტივაცია მაინც ექნებათ, იმიტომ რომ არავის არ უნდა სამივე თამაშის წაგება.
აი პორტუგალია კი დაისვენებს მესამე თამაშში, თუ მეორე თამაშში თურქებს დაამარცხებს. ამიტომ ჩვენთან პორტუგალია გამოიყვანს სათადარიგო შემადგენლობას.
რეალობა
22 ივნისი 2024 10:53
4
ტაკტიკა უნდა ადააწყოს სანიოლმა ჩეხეთისთვის: 4-4-2 ან 4-3-3, სწრაფი, შეტევითი თამაში და კვარაც თავის რჩეულ ამპლუაში ათამაშოს, გარემარბები დასვენებული და სწრაფები: გოჩოლეიშვილი ( ან ლობჟანიძე) არჯვენა ფლანგზე, ცენტრი- კაშია, კვერკველია, დვალი, მარჯვენა. ნახევარდაცვა: შენგელია, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია და ბუდუ
ასე 3-4 დასვენებული ფეხბურთელი გვეყოლება, სწრაფი, ტექნიკური და შეცვლებით ტაქტიკის შეცვლასაც მოვახერხებთ
Fani
22 ივნისი 2024 01:57
6
შენ მეგობარო FANI კი არა ფეოლა,ზაგალო და მენოტი ერთად აღებული ყოფილხარ.ისე დაალაგე და განმარტე ტაქტიკა და სტრატეგია გავოცდი.
555
22 ივნისი 2024 15:27
1
აქამდე სულ კვარადონას იმედზე ვიყავით და თურქეთთან მატჩის მერე მიქაუტაძეც მივუმატეთ?ჩეხებთანაც თუ 10 კაცით ვითამაშათ მერე პორტუგალიათან კვარადონა,მიქაუტაძე,ქოჩორაშვილის იმედი გვექნება?არადა გუნდ ჰყავს სამი ლიდერი:ჩეკვე,ჟორჟი და ქოჩორა!!!
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
21 ივნისი 2024 21:53
18
ხალხო, რაგბის ნაკრები რომ თამაშობს დიდ ტურნირზე და აგებს, მაგრამ თავდადებას ვუფასებთ, ეგ ფეხბურთში არ მოსულა? 40 საფეხურითაა თურქეთი რეიტინგში ჩვენზე წინ, სადებიუტო თამაში გვქონდა თან დიდ ტურნირზე და მთელი მსოფლიოს გულშემატკივრები წერენ, ეს რა სიმპათიური გუნდი ყოფილა, რა საგულშემატკივროო! ქართველებს რა ჭირი გჭირთ ასეთი, რომ მხოლოდ გამარჯვება გაერთიანებთ?! პირად ცხოვრებაში მოგწონთ ის ხალხი, ვინც მხოლოდ ლხინში გიდგათ გვერდში?! ბიჭებმა დაიმსახურეს თანადგომაც, გულშემატკივრობაც და თავგადაკლული ქომაგობაც! ახლა მხოლოდ ისინი წუწუნებენ, ვისაც არც ფეხბურთისა გაეგება რამე, არც ქართველობისა და არც ზოგადად ადამიანობის!
ქომაგი
21 ივნისი 2024 20:02
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული