მატჩის დღე! გადამწყვეტი დაპირისპირება საქართველოს ნაკრებისთვის

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში სულისშემძვრელი ფინალისა და დამატებით დროში მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხებს დაუპირისპირდება - დღეს, 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე.

გიორგი მიქაუტაძის გოლმა ქართველი გულშემატკივრები კი აღაფრთოვანა, მაგრამ სამწუხაროდ, უფრო მეტი არ გამოვიდა. ვილი სანიოლის გუნდს მეტოქის კარისკენ 14 დარტყმა ჰქონდა, რაც დებიუტანტებისთვის სერიოზული ამბავია.

ახლა ქართველების მთავარი ფიქრი პლეი-ოფს უკავშირდება. ჯგუფური ეტაპის პირობებში ორმა ნაკრებმა წაააგო სადებიუტო მატჩი, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა - სლოვაკეთმა და ჩრდ. ირლანდიამ. ორივე ეს შემთხვევა 2016 წელს მოხდა. საქართველოს
ნაკრები ეცდება, მესამე იყოს.

ბოლო ტურში პორტუგალიასთან ურთულესი შეხვედრაა, ჩეხებთან კი მიქაუტაძისა თუ კვარაცხელიას მახვილგონიერების ძალიან გვეიმედება!..

მინუმუმ ერთი ქულა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამ შემთხვევაში ჩეხების იმედიც შენარჩუნდება - თუკი ისინი წააგებენ და თურქეთი პორტუგალიასთან არ დამარცხდება, ჩეხეთის ნაკრები მესამე ადგილზე გასვლის შანსსაც, ფაქტობრივად, დაკარგავს.

Sportall.Ge

ჩეხეთის ნაკრები თურქებისგან განსნხვავებული გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პორტუგალიას თითქმის ფრედ ეთამაშნენ და ბოლოს (1:2) წააგეს, ჩვენმა მომავალმა მოწინააღმდეგემ პირველ ტურში ყველაზე ნაკლები ზუსტი პასი გააკეთა.

ცნობისთვის, 1996 წლის ვიცე-ჩემპიონი ჩეხეთი ბოლო სამი ევროდან ორში მერვედფინალში გავიდა.

ვილი სანიოლის მხრიდან შემადგენლობაში ბევრი ცვლილება მოსალოდნელი არაა. მთავარი სიახლე იქნებ ზურიკო დავითაშვილის გამოჩენა და უფრი შემტევი შემადგენლობა იყოს. პირველივე წუთებიდან ითამაშებს 19 გოლით ჩეხეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი პატრიკ შიკი. დიდი იქნება "ვესტ ჰემის" ფეხბურთელების, ტომას სოუჩეკისა და ვლადიმირ სოუფალის როლი. ჩეხეთის ნაკრების მეკარე ინდრიხ სტანეკს პირველ ტურში ყველაზე მეტი მოგერიება ჰქონდა - 7...

Sportall.Ge

სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე

ჩეხეთი (3-1-4-2): სტანეკი - ჰოლესი, ჰრანაცი, კრეჟჩი - სოუჩეკი - ცოუფალი, ბარაკი, პროვოდი, დუდერა - ჩიტილი, შიკი

მსაჯი - ზიბერტი (გერმანია)

ღვთისავარ ანთაძე ვუპერტალიდან

sportall. ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.
მკითხველის კომენტარები / 58 /
ვიყოთ რეალისტები. ჩეხეთთან არანაირი შანსი არ გვაქვს. ერთთა ლიგაზეც ჩვენთთან მოხდა სექტემბერში თუ ოქტომბერში გვიწევს თამაში და იქ გვექნება რეალური შანსი
ზაზა
21 ივნისი 2024 18:34
46
ზაზა,არანაირი შანსი არა გვაქვს-მკვდრებზე ამბობენ ! ჩვენ კი, მაგარი ბიჭები გვყავს.
ALONZO
21 ივნისი 2024 22:32
4
ენას უკიდებ თუ ორმაგ თ-ებს რატომ წერ??
Odala
21 ივნისი 2024 19:27
2
ჯგუფის საბოლოო ცხრილი
საქართველო 6 ქულა
პორტუგალია 6 ქულა
ჩეხეთი 3 ქულა
თურქეთი 3 ქულა
რეალობა
21 ივნისი 2024 17:53
10
პორტუგალია 7
საქართველო 4
ჩეხეთი 3
თურქეთი 3

თურქები კიც გაიპუტავენ ყველაფერს )))
რონი
21 ივნისი 2024 18:25
6
მე პირადად ძალიან გული მწყდება 36 წუთის კვარას წაღორებაზე ერთი შეხებით შეეძლო გაესწორებინა და დაერტყა ან მიქაუტაძე წინ ედგა დაეგორებინა ან მარცხნივ მიეცა პასი...მაგრამ ატალანტას გოლის ლომკა და გუნდური თამაში დაავიწყდა!!!
გიო
21 ივნისი 2024 17:40
23
გული რაზე მწყდება იცით? გულერის გოლმა მსოფლიო მოიარა ულამაზეს გოლად თვლიან და მასეთი გოლი უფრო შეზღუდულ სივრცეში არაბიძემ ტენა და მას ქართველები არ ვაფასებთ..... ჟორჟის უკან კვარა ჩაკვე და არაბა რომ იდგნენ რა სანახაობრივი თამაში იქნებოდა... მათ უკან ქოჩორა და კიტე. ვიღაცეების ჩანჟირებას ასე ეწირება ეს ძალიან ტექნიკური სწრაფი და ჯარიმის კარგად დამრტყმელი ბიჭი.. შენგელია ფორმაში რომ ყოფილიყო გამოიყვანდა და ლოჩოშვილი არ ირბენდა ფლანგზე ეს ტანკივით ბიჭი. გაფართოებული შემადგენლობის დასახელება ტყუილად კიარ მოიგონეს?! გამოეძახებინა 30 ფეხბურთელი ყოფილიყო საზანოვიც აზაროვიც არაბიძეც და კანკავაც. კანკავას შემთხვევაც რომ ფედერაციასთან არის დაკავშორებული რათუნდა ამას ბევრი ლაი ლაი. ჩაივლის ევროპა და სათქმელი ითქმება თან აუცილებლად!
სიმართლე
21 ივნისი 2024 17:31
10
36 წუთზე რაც ქნა კვარაცხელია მინდა მჯეროდეს რომ საფეხბურთო გულუბრყვილობა და შევდომაა...წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩება მაგის პიროვნებაზე
გიო
21 ივნისი 2024 16:51
16
უკვე მერამდენედ წერ მაგას. რა ქნა ამისთანა, რამე შეურაცხყოფა მოგაყენა?
გიო-ს
21 ივნისი 2024 17:16
7
555ს ვიღებ კრიტიკას) დილის 6 საათი იყო და ძალიან შემრცხვა რო დავხედე,მაგრამ უკვე გამოქვეყნებული იყო((
მირო+
21 ივნისი 2024 15:54
3
გაიხარე მირო ბატონო.ღმერთმა შენი გამზრდელი გაახაროს.
555
21 ივნისი 2024 17:58
2
ისე მიდის ევროპის ჩემპიონატი რომ. ერთი. მოგებით გავალთ 3 ქულას 3-4გუნდი აგროვებს ჩვენი ჩათვლით. იმედია მოვიგებთ რომ.პორტუგალიასთა. დაძაბულობას მოიხსნიან ბიჭები ასე რომ შნი არის წარმატებები
ემიგრანტი
21 ივნისი 2024 15:29
4
ლუდი იმსაჯებს ხვალე?!
ჰეინეკენა
21 ივნისი 2024 14:41
4
იმედია კვარაცხელია საბოლოოდ არ გაფარჩაკდება და გააუმჯობესებს...36 წუთზე რაც ქნა არ იყო მახვილგონიერება
გიო
21 ივნისი 2024 14:24
27
36 წუთზე რა ქნა ასეთი? მე პირველი გოლის მომენტში თურქთან რომ არ მივიდა და ყოვლად უპასუხისმგებლოდ მაყურებელის როლში იდგა,ეგ არ მომეწონა.
ზურა
22 ივნისი 2024 11:21
1
ანუ ეხლა ფარჩაკია ხო? შენს საკუთარ თავზე არ გეცინება ნეტა?
გიოს
21 ივნისი 2024 15:45
10

რათქმაუნდა ყველა გულშემატკივარს არ მოეთხოვება ფეხბურთის მაღალ დონეზე ცოდნა,მაგრამ ზრდილობა ყველას მოეთხოვება,მივესალმები ჯანსაღ კრიტიკას,ხოლო კატეკორიულად მიუღებლად მიმაჩნია საკუთარი ნაკრების ფეხბურთელების და მწვრთნელების უხამსი სიტყვებით მოხსენიება, ასევე სიძულვილით,ზიზღით და ბოროტებით აღსავსე კომენტარების კეთება.ნაკრების სიძლიერე ერთობაშია.წარმატებები ჩვენს ბიჭებს.
gio gio
21 ივნისი 2024 14:18
5
ვთქვი კომენტარს მეტს არ გავაკეთებო მაგრამ ვარღვევ.მართალი ხართ მაგრამ ამაზე მეტი ბოროტება რა უნდა იყოს აზაროვის არ წაყვანას ვგულისხმობ ისრომ ბიჭმაშეიძლება ამხელა უსამართლობა ვერ აიტანოს და მის კარიერას საფთხე დაემუქროს.ამს რომ თავი დავანებოთ მისი არწაყვანა შედეგზეც აისახა როგორც აღმოჩნდა შენგელია მზად არ ყოფილა და ყველაზე მნიშვლენოვან მომენტში გუნდის შეტევით პოტენციალს ლოჩოშვილი გაზრდიდა თუ აზაროვი?
გიორგი
21 ივნისი 2024 14:53
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული