მატჩის დღე! გადამწყვეტი დაპირისპირება საქართველოს ნაკრებისთვის

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში სულისშემძვრელი ფინალისა და დამატებით დროში მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხებს დაუპირისპირდება - დღეს, 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე.

გიორგი მიქაუტაძის გოლმა ქართველი გულშემატკივრები კი აღაფრთოვანა, მაგრამ სამწუხაროდ, უფრო მეტი არ გამოვიდა. ვილი სანიოლის გუნდს მეტოქის კარისკენ 14 დარტყმა ჰქონდა, რაც დებიუტანტებისთვის სერიოზული ამბავია.

ახლა ქართველების მთავარი ფიქრი პლეი-ოფს უკავშირდება. ჯგუფური ეტაპის პირობებში ორმა ნაკრებმა წაააგო სადებიუტო მატჩი, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა - სლოვაკეთმა და ჩრდ. ირლანდიამ. ორივე ეს შემთხვევა 2016 წელს მოხდა. საქართველოს
ნაკრები ეცდება, მესამე იყოს.

ბოლო ტურში პორტუგალიასთან ურთულესი შეხვედრაა, ჩეხებთან კი მიქაუტაძისა თუ კვარაცხელიას მახვილგონიერების ძალიან გვეიმედება!..

მინუმუმ ერთი ქულა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამ შემთხვევაში ჩეხების იმედიც შენარჩუნდება - თუკი ისინი წააგებენ და თურქეთი პორტუგალიასთან არ დამარცხდება, ჩეხეთის ნაკრები მესამე ადგილზე გასვლის შანსსაც, ფაქტობრივად, დაკარგავს.

Sportall.Ge

ჩეხეთის ნაკრები თურქებისგან განსნხვავებული გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პორტუგალიას თითქმის ფრედ ეთამაშნენ და ბოლოს (1:2) წააგეს, ჩვენმა მომავალმა მოწინააღმდეგემ პირველ ტურში ყველაზე ნაკლები ზუსტი პასი გააკეთა.

ცნობისთვის, 1996 წლის ვიცე-ჩემპიონი ჩეხეთი ბოლო სამი ევროდან ორში მერვედფინალში გავიდა.

ვილი სანიოლის მხრიდან შემადგენლობაში ბევრი ცვლილება მოსალოდნელი არაა. მთავარი სიახლე იქნებ ზურიკო დავითაშვილის გამოჩენა და უფრი შემტევი შემადგენლობა იყოს. პირველივე წუთებიდან ითამაშებს 19 გოლით ჩეხეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი პატრიკ შიკი. დიდი იქნება "ვესტ ჰემის" ფეხბურთელების, ტომას სოუჩეკისა და ვლადიმირ სოუფალის როლი. ჩეხეთის ნაკრების მეკარე ინდრიხ სტანეკს პირველ ტურში ყველაზე მეტი მოგერიება ჰქონდა - 7...

Sportall.Ge

სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე

ჩეხეთი (3-1-4-2): სტანეკი - ჰოლესი, ჰრანაცი, კრეჟჩი - სოუჩეკი - ცოუფალი, ბარაკი, პროვოდი, დუდერა - ჩიტილი, შიკი

მსაჯი - ზიბერტი (გერმანია)

ღვთისავარ ანთაძე ვუპერტალიდან

sportall. ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.
მკითხველის კომენტარები / 58 /
კვეკვე თავის გუნდშია,ნუ იტყუებით.სარგებელიც ბევრი მოაქ და მოუტანია.ხვიჩას და მამარდას გარდა ყველა თითქმის ერთი დონის ფეხბურთელები გვყავს და ეს დონე კარგი დონეა,ცუდი ნაღდად არაა არცერთი.გამოცდილება გვაკლია და კარგი მწვრთნელი,რომ კიდევ ბევრჯერ გავიდეთ ასეთ ტურნირებზე.მსოფლიოზე რომ გავიდეთ,წარმოგიდგენიათ რა ბედნიერება იქნება?
მერა
21 ივნისი 2024 14:16
5
მგონი მართლა ჯობია კვეკვესკირის მაგივრად ზურიკო დააყენოს ჯერ ერთი ორი საყრდენი რათ გვინდა როცა შემტევი ფეხბურთის თამაშს ვაპირებთ მერე ზურიკო უფრო შემტევიცაა კაკაბაძესაც დაეხმარება მარჯვნივ და ჩაკვეტაძე კი მარცხნივ დაეხმარება შენგელიას ანუ სამი ცენტრალური ნახევარმცველი გვეყოლება და ამ სამიდან ორს ფლანგებზე მაგარი თამაშიც შეუძლია. ჩაკვე აუცილებლად უნდა იყოს ძირითადში ბოლომდე შეუცვლელად ! მე ძალიან მომწონს რა მაგარ ფორმაშია და რა მაგრა იბრძვის ყველა ბურთზე და საჭიროების დროს მეორე საყრდენადაც შეუძლია ითამაშოს იმიტომ რომ ყველამ ვნახეთ რა მაგრა მოუმატა დაცვაში და ართმევებში თამაშს !მადლობა ამისთვის ჩემპიონშიფს და განსაკუთრებული მადლობა ვლადიმერ ვაისს ასე ყველას რომ აძლევენ ღირსების ორდენებს ვაისს ნაღდად ეკუთვნის ორდენი ჩაკვეს გამო განსაკუთრებით და კაშია-კანკავას გამოც და ეს ნაკრებიც პრინციპში მაგის დაყენებულია და რომ არა ზოგიერთი ჩინოსნის ღალატი და ფულზე გაყიდვა მაშინაც გავიდოდით ევროზე (დრო მოვა და იმ მოღალატე გამყიდვლებსაც გაასამართლებს ქვეყანა თუ არა ხალხი) კვარა კი აუცილებლად თავის ადგილზე უნდა ათამაშოს მარცხნივ და მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე ჩაკვესაც შეუძლია თამაში და ზურიკოსაც და რიგრიგობით გავლენ იმ პოზიციაზე და ხანდახან კვარაც. დაცვაში კი მარხენა ცენტრად მგონი ლოჩოშვილი ჯობია ჯერ ერთი დვალზე მაღალიცაა და ფიზიკურად ძლიერიც და ჩეხების სტანდარტულები ყველამ ვიცით და ლოჩო უფრო საჭირო იქნება მე დვალის თამაში არ მომეწონა ბევრი შეცდომა ქონდა და პირველი გოლიც მაგის ბრალი იყო ბურთი ცენტრში რომ გამოიტანა და პირდაპირ ფეზე დაასვა თურქს და მეორე გოლიც პრინციპში მაგის ზონიდან დაარტყა იმ ლაწირაკმა რომელიც როგორც ამბობენ წარმოშობით ქართველი (ლაზი) ყოფილა !! ეეეეჰ ქართველს ისევ ქართველი თუ მოუგებს რაა @@
zura222
21 ივნისი 2024 13:55
9
ჩვენმა დაცვამ თურქების 22 დარტყმა გაატარა კარისკენ.კომენტარი ზედმეტია.ამ დაცვით...
555
21 ივნისი 2024 12:58
14
ახლა თითქმის ყველა რგოლში ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს!გვაკლია ახალგაზრდა ნიჭიერი ცენტრალური მცვლელები! იმედია საზონოვი, კალანდაძე, ლაცაბიძე, გოგლიჩიძე და გელაშვილი მოუმატებენ და ღირსეულად შეცვლიან ჩვენს ვეტერანებს!
რობი
21 ივნისი 2024 11:46
3
სიგუა ან ისევ მექვაბას დატოვებს,წიტასაც დატოვებს გოჩო შეიძლება კაკაბას ნაცვლად,კაკაბა კარგია როცა კიტე გვყავს მაგრამ არ არის საუბედუროდ!! კიტეს ტრანვა იქნებოდა ღერძი ზერხემალის გარეშე დაგვტოვა თან რა ფორმაში მყოფი,მონტენეგრო არის ცუდი მაგ სერბებში ყველაზე ბინძურ სტილს ეგენი თამაშობენ მაგათან თამაში ან კაცი იმტეევა ან წითელი ბარათია...შეარჩიე პაკისტანი თუ ბაჰრეინია 5:0 მოგვეგო ტონუსი და ხასიათი დადგებოდა რათ გვინდოდა ეგ ჯორები რა!!! კიტეს რო ვერ ვიყენებთ ვფიქრობ რო ძალიან მძიმეა ნაკრები ვერა რა უცებ ვერ მიდის ხვიჩამდე და ჩაკვემდე პასები არადა კცარას ოდნავ ძლიერი ფეხში რო დაიქნიოს ხოდში მცველი,იმას რო სახით დაუდგება მცველი და გაიგდე გაიქეცი არა ცერ გამოდის ეგრე,კვარას რობინიო ნეიმარივით ფინტები ადგილზე არ აქ სისწრაფეში უნდა კვარას გამოყენება,შესაბამისად მეპასე ისეთი დონის უნდა იყოს რო ამ სისწრაფეში ზუსტი პასი გააკეთოს რასაც კიტ-აკეთებს,ვფიქრობ სოუჩეკს რო ეჯაჯგუროს და აუხტეს ესეთი სიგუაა და უნდა ათამაშოს,ყველა აყენებს 17,18,19 წლის ბიჭებს არაა ეს პრობლემა და ჩვენ თუ წავიყვანეთ უნდა ვათამაშოთ,ბუდუს შეყვანას ანუ რო დაგვიანდა იმის მერე მაგ 10 წუთით ქვილითა შეეყვანა ჯობდა,
მირო+
21 ივნისი 2024 11:42
14
მირო,რა ენაზე საუბრობ?გეტყობა ფეხბურთი გესმის,რასაც ვერ გეტყვი ქართულზე ენაზე.
555
21 ივნისი 2024 12:54
3
კიტე ვერ ბრუნდება თუ რატო არ მოიაზრებთ ვითომ ძირითადში ?
ლშა
21 ივნისი 2024 11:28
10
იმათ თავში ჩამახედა ვისაც კვეკვეს თამაში მოგწონთ და რამე ღირებულ ფეხბურთელად მიგაჩნიათ.. კლუბიდანაც კი გამოუშვეს რამეს რო შვებოდეს უგუნდოდ იქნება?
რონი
21 ივნისი 2024 11:13
10
მირო წესიერად წერა და სავარაუდოდ საუბარი რომ იცოდე, უკეთესი ტიპი იქნები.
მირო სლავ-ს
21 ივნისი 2024 15:46
3
ჩემო კარგო მაინც ჩვენი ბიჭები არიან ხოდა ჯობია ვთქვათ ვის ისურვებდი შენ კვეკვეს მაგივრად მე სიგუა მინდა დააყენოს თუ არა დატოვოს ისევ მექვაბა,კვეკვეზე თუ კლუბიდან წამოსულა ესეიგი კაცი რომელმაც ჯერ ამდენი ხანია ნაკრებს ემსახურება და ბოლოს აკორდი ყველას თვალწინ გვიდგას ხოლმე და...ყველამ თავის საქმე იცის მაგრამ ვაბშე არ უხდება ჩვენ ერს ესეთი ლექსიკა როგორც დღესაა დამკვიდრებული...((
მირო+
21 ივნისი 2024 11:49
5
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული