მატჩის დღე! გადამწყვეტი დაპირისპირება საქართველოს ნაკრებისთვის

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში სულისშემძვრელი ფინალისა და დამატებით დროში მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხებს დაუპირისპირდება - დღეს, 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე.

გიორგი მიქაუტაძის გოლმა ქართველი გულშემატკივრები კი აღაფრთოვანა, მაგრამ სამწუხაროდ, უფრო მეტი არ გამოვიდა. ვილი სანიოლის გუნდს მეტოქის კარისკენ 14 დარტყმა ჰქონდა, რაც დებიუტანტებისთვის სერიოზული ამბავია.

ახლა ქართველების მთავარი ფიქრი პლეი-ოფს უკავშირდება. ჯგუფური ეტაპის პირობებში ორმა ნაკრებმა წაააგო სადებიუტო მატჩი, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა - სლოვაკეთმა და ჩრდ. ირლანდიამ. ორივე ეს შემთხვევა 2016 წელს მოხდა. საქართველოს
ნაკრები ეცდება, მესამე იყოს.

ბოლო ტურში პორტუგალიასთან ურთულესი შეხვედრაა, ჩეხებთან კი მიქაუტაძისა თუ კვარაცხელიას მახვილგონიერების ძალიან გვეიმედება!..

მინუმუმ ერთი ქულა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამ შემთხვევაში ჩეხების იმედიც შენარჩუნდება - თუკი ისინი წააგებენ და თურქეთი პორტუგალიასთან არ დამარცხდება, ჩეხეთის ნაკრები მესამე ადგილზე გასვლის შანსსაც, ფაქტობრივად, დაკარგავს.

Sportall.Ge

ჩეხეთის ნაკრები თურქებისგან განსნხვავებული გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პორტუგალიას თითქმის ფრედ ეთამაშნენ და ბოლოს (1:2) წააგეს, ჩვენმა მომავალმა მოწინააღმდეგემ პირველ ტურში ყველაზე ნაკლები ზუსტი პასი გააკეთა.

ცნობისთვის, 1996 წლის ვიცე-ჩემპიონი ჩეხეთი ბოლო სამი ევროდან ორში მერვედფინალში გავიდა.

ვილი სანიოლის მხრიდან შემადგენლობაში ბევრი ცვლილება მოსალოდნელი არაა. მთავარი სიახლე იქნებ ზურიკო დავითაშვილის გამოჩენა და უფრი შემტევი შემადგენლობა იყოს. პირველივე წუთებიდან ითამაშებს 19 გოლით ჩეხეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი პატრიკ შიკი. დიდი იქნება "ვესტ ჰემის" ფეხბურთელების, ტომას სოუჩეკისა და ვლადიმირ სოუფალის როლი. ჩეხეთის ნაკრების მეკარე ინდრიხ სტანეკს პირველ ტურში ყველაზე მეტი მოგერიება ჰქონდა - 7...

Sportall.Ge

სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე

ჩეხეთი (3-1-4-2): სტანეკი - ჰოლესი, ჰრანაცი, კრეჟჩი - სოუჩეკი - ცოუფალი, ბარაკი, პროვოდი, დუდერა - ჩიტილი, შიკი

მსაჯი - ზიბერტი (გერმანია)

ღვთისავარ ანთაძე ვუპერტალიდან

sportall. ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.
მკითხველის კომენტარები / 58 /
ხალხო, რაგბის ნაკრები რომ თამაშობს დიდ ტურნირზე და აგებს, მაგრამ თავდადებას ვუფასებთ, ეგ ფეხბურთში არ მოსულა? 40 საფეხურითაა თურქეთი რეიტინგში ჩვენზე წინ, სადებიუტო თამაში გვქონდა თან დიდ ტურნირზე და მთელი მსოფლიოს გულშემატკივრები წერენ, ეს რა სიმპათიური გუნდი ყოფილა, რა საგულშემატკივროო! ქართველებს რა ჭირი გჭირთ ასეთი, რომ მხოლოდ გამარჯვება გაერთიანებთ?! პირად ცხოვრებაში მოგწონთ ის ხალხი, ვინც მხოლოდ ლხინში გიდგათ გვერდში?! ბიჭებმა დაიმსახურეს თანადგომაც, გულშემატკივრობაც და თავგადაკლული ქომაგობაც! ახლა მხოლოდ ისინი წუწუნებენ, ვისაც არც ფეხბურთისა გაეგება რამე, არც ქართველობისა და არც ზოგადად ადამიანობის!
ქომაგი
21 ივნისი 2024 20:02
3

რათქმაუნდა ყველა გულშემატკივარს არ მოეთხოვება ფეხბურთის მაღალ დონეზე ცოდნა,მაგრამ ზრდილობა ყველას მოეთხოვება,მივესალმები ჯანსაღ კრიტიკას,ხოლო კატეკორიულად მიუღებლად მიმაჩნია საკუთარი ნაკრების ფეხბურთელების და მწვრთნელების უხამსი სიტყვებით მოხსენიება, ასევე სიძულვილით,ზიზღით და ბოროტებით აღსავსე კომენტარების კეთება.ნაკრების სიძლიერე ერთობაშია.წარმატებები ჩვენს ბიჭებს.
gio gio
21 ივნისი 2024 14:18
5
ვთქვი კომენტარს მეტს არ გავაკეთებო მაგრამ ვარღვევ.მართალი ხართ მაგრამ ამაზე მეტი ბოროტება რა უნდა იყოს აზაროვის არ წაყვანას ვგულისხმობ ისრომ ბიჭმაშეიძლება ამხელა უსამართლობა ვერ აიტანოს და მის კარიერას საფთხე დაემუქროს.ამს რომ თავი დავანებოთ მისი არწაყვანა შედეგზეც აისახა როგორც აღმოჩნდა შენგელია მზად არ ყოფილა და ყველაზე მნიშვლენოვან მომენტში გუნდის შეტევით პოტენციალს ლოჩოშვილი გაზრდიდა თუ აზაროვი?
გიორგი
21 ივნისი 2024 14:53
5
ჯგუფის საბოლოო ცხრილი
საქართველო 6 ქულა
პორტუგალია 6 ქულა
ჩეხეთი 3 ქულა
თურქეთი 3 ქულა
რეალობა
21 ივნისი 2024 17:53
10
პორტუგალია 7
საქართველო 4
ჩეხეთი 3
თურქეთი 3

თურქები კიც გაიპუტავენ ყველაფერს )))
რონი
21 ივნისი 2024 18:25
6
ახლა თითქმის ყველა რგოლში ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს!გვაკლია ახალგაზრდა ნიჭიერი ცენტრალური მცვლელები! იმედია საზონოვი, კალანდაძე, ლაცაბიძე, გოგლიჩიძე და გელაშვილი მოუმატებენ და ღირსეულად შეცვლიან ჩვენს ვეტერანებს!
რობი
21 ივნისი 2024 11:46
3
იმათ თავში ჩამახედა ვისაც კვეკვეს თამაში მოგწონთ და რამე ღირებულ ფეხბურთელად მიგაჩნიათ.. კლუბიდანაც კი გამოუშვეს რამეს რო შვებოდეს უგუნდოდ იქნება?
რონი
21 ივნისი 2024 11:13
10
ჩემო კარგო მაინც ჩვენი ბიჭები არიან ხოდა ჯობია ვთქვათ ვის ისურვებდი შენ კვეკვეს მაგივრად მე სიგუა მინდა დააყენოს თუ არა დატოვოს ისევ მექვაბა,კვეკვეზე თუ კლუბიდან წამოსულა ესეიგი კაცი რომელმაც ჯერ ამდენი ხანია ნაკრებს ემსახურება და ბოლოს აკორდი ყველას თვალწინ გვიდგას ხოლმე და...ყველამ თავის საქმე იცის მაგრამ ვაბშე არ უხდება ჩვენ ერს ესეთი ლექსიკა როგორც დღესაა დამკვიდრებული...((
მირო+
21 ივნისი 2024 11:49
5
ვინ გამოუშვეს გუნდიდა ? 2025 წლამდე აქვს კონტრაქტი , რეებს მოიგონებთ ხოლმე ?
ლშა
21 ივნისი 2024 11:26
4
ყველა გამოხმაურება
იმედია კვარაცხელია საბოლოოდ არ გაფარჩაკდება და გააუმჯობესებს...36 წუთზე რაც ქნა არ იყო მახვილგონიერება
გიო
21 ივნისი 2024 14:24
27
ანუ ეხლა ფარჩაკია ხო? შენს საკუთარ თავზე არ გეცინება ნეტა?
გიოს
21 ივნისი 2024 15:45
10
36 წუთზე რა ქნა ასეთი? მე პირველი გოლის მომენტში თურქთან რომ არ მივიდა და ყოვლად უპასუხისმგებლოდ მაყურებელის როლში იდგა,ეგ არ მომეწონა.
ზურა
22 ივნისი 2024 11:21
1
გული რაზე მწყდება იცით? გულერის გოლმა მსოფლიო მოიარა ულამაზეს გოლად თვლიან და მასეთი გოლი უფრო შეზღუდულ სივრცეში არაბიძემ ტენა და მას ქართველები არ ვაფასებთ..... ჟორჟის უკან კვარა ჩაკვე და არაბა რომ იდგნენ რა სანახაობრივი თამაში იქნებოდა... მათ უკან ქოჩორა და კიტე. ვიღაცეების ჩანჟირებას ასე ეწირება ეს ძალიან ტექნიკური სწრაფი და ჯარიმის კარგად დამრტყმელი ბიჭი.. შენგელია ფორმაში რომ ყოფილიყო გამოიყვანდა და ლოჩოშვილი არ ირბენდა ფლანგზე ეს ტანკივით ბიჭი. გაფართოებული შემადგენლობის დასახელება ტყუილად კიარ მოიგონეს?! გამოეძახებინა 30 ფეხბურთელი ყოფილიყო საზანოვიც აზაროვიც არაბიძეც და კანკავაც. კანკავას შემთხვევაც რომ ფედერაციასთან არის დაკავშორებული რათუნდა ამას ბევრი ლაი ლაი. ჩაივლის ევროპა და სათქმელი ითქმება თან აუცილებლად!
სიმართლე
21 ივნისი 2024 17:31
10
მე პირადად ძალიან გული მწყდება 36 წუთის კვარას წაღორებაზე ერთი შეხებით შეეძლო გაესწორებინა და დაერტყა ან მიქაუტაძე წინ ედგა დაეგორებინა ან მარცხნივ მიეცა პასი...მაგრამ ატალანტას გოლის ლომკა და გუნდური თამაში დაავიწყდა!!!
გიო
21 ივნისი 2024 17:40
23
ჩვენმა დაცვამ თურქების 22 დარტყმა გაატარა კარისკენ.კომენტარი ზედმეტია.ამ დაცვით...
555
21 ივნისი 2024 12:58
14
დღეს დილიდან სულ ვლოცულობ (დღეს განსაკუთრებით) და ღმერთს ვევედრები, რო ჩვენმა ბიჭებმა მოიგონ!
ნუნუ დეიდა.
22 ივნისი 2024 12:26
2
ღმერთმა გისმინოს ნუნუ დეიდა.

555
22 ივნისი 2024 13:34
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული