ცუდი ამბავი - კიტეიშვილი ჩეხეთთანაც არ იქნება

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრას ჩეხეთთან გამოტოვებს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ფეხბურთელს მატჩისწინა ვარჯიშში მონაწილეობა გუნდთან ერთად დღესაც არ მიუღია.

კიტეიშვილმა ტრავმა 10 ივნისს მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო, რის გამოც პირველ ტურში თურქეთთანაც არ უთამაშია.

შეხსენებისთვის, საქართველოსა და ჩეხეთის დაპირისპირება 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 29 /
აუუუ! არადა რა მაგრად გვჭირდება კიტე (( რას ვიზავთ, სჯობია მომჯობინდეს და ფლეი-ოფში გამოგვადგება, მოწინააღმდეგისათვისაც სიურპრიზი იქნება.
ნახეთ თუ ასე არ მოხდეს!
ქორ-პარიკმახერი
21 ივნისი 2024 12:24
2
ფლეიოფში გასვლა უნდა ჯერ, თიმცა მივესალმები ასეთ ოპტიმიზმს
ჯაბა
21 ივნისი 2024 12:59
1
ვიზავ არა ვიზამ, დროა ვისწავლოთ ქართული
მინდია
21 ივნისი 2024 12:38
3
ყველა გამოხმაურება
სანიოლ,რა საჭირო იყო მონტენეგროსთან კიტეს თამაში??ისედაც იცოდით,რომ ტრავმებისკენ აქვს მიდრეკილება,რატომ არ გაუფრთხილდით???ყოველთვის არასწორ გადაწყვეტილებებს იღებთ სამწვრთნელო შტაბში!!!
ბექა
21 ივნისი 2024 12:38
8
რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა ის მოხდა!
გიორგი
21 ივნისი 2024 13:01
2
კარგით რა ხალხო რა შუაშია, მონტენეგროსთან თამაში, ეს ბიჭი არის ტრამვისკენ მიდრეკილი, რა თურქებთან თამაშშის დასაწყისში, რომ მიეღო, რა შეღავათი იქნებოდა? თურქებს ორი კაცი ვარჯიშზე დაემტვრათ, ვარჯიშებზეც უარი უნდა ითქვას?
სოსო
21 ივნისი 2024 13:22
2
მონტენეგროსთან 1 ტაიმი რომ ეთამაშა მარტო ეს არ იქნებოდა, ასევს ხვიჩა და ჩაკვე, რომ გადარჩა კიდევ კარგი და სხვები ც
21 ივნისი 2024 13:04
3
ესეც ფედერაციის და პირადად კობიაშვილ-კალაძის ბრალი თუ იყო არ ვიცოდი...
Lobotka
21 ივნისი 2024 14:42
3
დამისახელეთ ერთი შემთხვევა კიტემ ტრამვა მიიღო და მინიმუმ 2 თვე არ გაუცდა? რატო ელოდით მის ერთკვირაში მომჯობინებას ან თქვენ სამედიცინო შტაბი არ ვიცი, სხვა უნდა წაეყვანათ.
ეეე
21 ივნისი 2024 13:25
1
ძალიან მაგარია კიტე და რა დროს მიიღო ტრავმა..ცენტრში შეუცვლელია და დიდი ძალა..ეს და ჩაკვე წარმართავს დღეს ნაკრების თამაშს და ეს თურქეთთან თამაშშიც გამოჩნდა..
კიეზა
21 ივნისი 2024 12:44
2
სამწუხაროა კიტე რომ ასე უდროო დროს დაშავდა და ამდენი ხნით. გასაგებია არაბიძე არ მოსწონთ და ჯინზე არ წაიყვანეს, სიგუა მაინც ათამაშონ, პასსაც აკეთებს, შორიდანაც შუძლია დარტყმა, მოედანს კარგად ხედავს, დაცვაშიც არ მოიკოჭლებს, ახალგაზრდაა და ენერგია ერჩის. ლობჟანიძე რომ შემოეყვანათ თურქებთან მარჯვნივ მეორე ნახევარში ეგეც აჯობებდა. ეგ თამაში წააგო სამწრვთნელო შტაბმა, არასწორი და გვიანი შეცვლებით, შუა ხაზი არასწორად იყო დაყენებული თავიდანვე. ჩაკვემ ძალიან მაგარი თამაში ჩაატარა, და ის გაიყვანეს. მაინც შუა მარცხენა მხარეს სჭირდებოდა მას დაყენება და მარჯვნიდან კაკბაძის წინ ლობჟანიძის დაყენება, თუ თამაშის მოსაგებად გადიხარ მოედანზე. ზურიკოც გვიან შემოიყვანეს და ბუდუ ხომ მთლიანად თამაშის მიწურულს. რა აზრი ჰქონდა მაგ დროს ბუდუს შემოყვანას? პირველი ნახევრის მერე მიქაუთაძეს შეცვლიდა კარგი მწვრთნელი ასე მესამოცე წუთზე და ბუდუს ან კიდევ უფრო მაღალ ქვილიGთაიას შემოყვანა აჯობებდა რადგან თურქების დაცვა ჰაერში სცოდავდა და მწვრთნელებმა ეს ვერ დაინახეს. საჯარიმოს ჯარიდან დარტყმები საერთოდ არ კეთდება. რატომ? ფეხში ძალა არ ააქვთ ბიჭებს თუ აკრძალულია? ბიჭებმა თავი არ დაზოგეს და მე თუ მკითხავთ ყველაზე კარგი თამაში ითამაშეს. თაქტიკური შეცდომები ისევ სამწვრთნელო შტაბის ბრალია თავიდანვე არასწორად არჩეული იყო სტრატეგია დაცვაში ჩაჯდომა და იქედან თამაში. არა და როგორც კი ბურთი აათამაშეს ჩვენებმა თურქები დაიბნენ და ბევრი შეცდომები დაუშვეს. სამწვრთნელო შტაბმა ეს კიდევ ვერ დაინახა... მოკლედ გუნდ არის მაგრამ მწვრთნელები მარად მოიკოჭლებენ ტაქტიკაში, სტრატეგიაში, სწორი გუნდით თამაშის დაწყებაში, დროულ და სწორი შეცვლებში. კვარაც გასაყვანი იყო დროულად ასე 60 წუთზე მე თუ მკითხავთ ან დასარიგებელი შესვენებაზე რაც არ გამოსდიოდა(დამცველების მოტყუება) ის რომ შეეცვალა, და შესაცვლელი თუ არა გამოუვიდიდა რა. მოკლედ ამ ბიჭების მე მჯერა და ბოლომდე და ყოველთვის ვუგულშემატკივერებ და ვინერვიულებ სადაც არ უნდა ვიყო და თამაშს არ გავაცდენ და არც გამიცდენია არც ერთი რაც თავი მახსოვს. პოლიტიკაც არ მინდა გავრიო სპორტში მაგრამ სამწუხაროდ ისევ პოლიტიკაშია ყველა ფედერაცია გარეული. ეს საერთოდ უნდა მოისპოს, მოვა ვიღაც მთავრობაში და იმ წამსვე ყველაფერში ცხვირს ჰყოფენ და ხელებს აფათურებენ... გაადახედეთ რაგბის ფედერაციის პრეზიდენტს მის ძალაუფლებაში მოსვლას, ჯუდო-სფედერაციას, სხვა ჭიდაობების სახეობასაც, კალათბურთს... არ. მინდოდა მაოთ დამთავრება მაგრამ - თევზი თავიდან ჰყარს და ეს სიმართლეა
simartle
21 ივნისი 2024 17:10
6
გამოჩდა კიდევ ერთი ოთახის პროფესორი:) ის შეეყვანა ეს გამოეყვანა:) ჭორაობა , ვარაუდები, ბოლოს რომელი კლუბის მწვრთნელი იყავი? დაანებეთ ბიჭებს თავი და სამწვრთნელო შტაბს. აქამდე რომ მოვედით მათი დამსახურებაა. და ნუ შეჭამეთ ტვინი ამ არაბიძეთი . არაფერს არ წარმოადგენს ჯერ. თელავს და შუქურას რომ გაუტანა ეგ არაფერს ნიშნავს.
გიორგი
22 ივნისი 2024 00:07
3
მე თუ მკითხავთო... ხომ ხედავთ, არავინ გეკითხებათ, მწვრთნელადაც კი ფრანგი დააყენეს!
ახალკაცი
21 ივნისი 2024 18:33
0
მაგარი ფეხბურთელია ოთარი, ძალიან ჭკვიანი და კლასიანი!! თუმცა შუშის ფეხბურთელია!!!
Pepelu
21 ივნისი 2024 13:08
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული