ვილი სანიოლი: ცვლილებები იქნება - ჩვენი პრობლემა არა მოწინააღმდეგე, არამედ დისციპლინით თამაშია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"თურქეთთან ძალიან ემოციურ შეხვედრაში საინტერესო რაღაცებიც ვაჩვენეთ. გუნდმა ფანტასტიკური რეაქცია გამოავლინა. წაგების გამო გულდაწყვეტილები ვართ, თუმცა ასეთ ტურნირზე, ასეთი თამაშის შემდეგ რომ გულდაწყვეტილები ვართ, ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. გუნდმა კარგად დაისვენა და ძალები აღიდგინა. მხოლოდ კიტეიშვილი არ არის მწყობრში. ჩეხეთის ნაკრები გამოცდილია, სხვა სტილისაა, შესარჩევი ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა და განსხვავებული დაპირისპირება გველის.

მთავარია, ჩვენ როგორ ვითამაშებთ. დაშვებული შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ. მეტოქის შესახებ ბევრი რამ ვიცით,
მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. ჩვენი პრობლემა არა მოწინააღმდეგე, არამედ ჩვენივე დისციპლინით თამაშია. თუ ჩვენს მებრძოლ ხასითს გამოვავლენთ, ყველაფერი გამოგვივა.

ხანდახან ახალი ენერგიისათვის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელებაა აუცილებელი. დაზუსტებით ვერ გეტყვით, თუმცა ცვლილებები იქნება.

მამარდაშვილის მეტოქის საჯარიმოში ჩასვლა? დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა 1:2 წავაგებდით თუ 1:3-ს. შეიძლებოდა გოლი გაგვეტანა. რისკი არსებობდა და მეკარეს ამის უფლება ჰქონდა".

altცუდი ამბავი - კიტეიშვილი ჩეხეთთანაც არ იქნება

alt"ამაზე ღირებული არაფერია... ეს მომენტი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო" - თემურ ქეცბაია თურქეთთან მატჩის დროს ქართველი ფანების სკანდირებაზე წერს

altქართველების იმედი პლეი-ოფს უკავშირდება - კვარაცხელიასა და მიქაუტაძის მახვილგონიერება...

მკითხველის კომენტარები / 22 /
ისე წერთ მამარდაშვილზე, თითქოს სასწორზე 1 ან 2 ბურთით წაგება იდო. არა მეგობრებო, სასწორზე 0 და 1 ქულა იდო, ასევე კონკურენტი თურქეთის -2 ქულა! ასე რომ, იმაზე ბევრად მეტის მიღება შეგვეძლო გარისკვით, ვიდრე წავაგეთ დღეის მოცემულობით (!) და ასეთ დროს ყოველთვის ღირს გარისკვა! და ისე მეკარესთან პირისპირ გასვლაც ძალიან ხშირად გოლით მთავრდება ხოლმე (50%-ის მიდამოებში სტატისტიკურად)! და კიდევ, მამარდაშვილს არ დაუკარგავს ის ბურთი!
გიო
21 ივნისი 2024 23:45
7
ჰო რა. იქ ჩვენმა ფეხბურთელმა ითამაშა იდიოტურად. გადმოვარდნილი ბურთი პირდაპირ უნდა ჩაებრუნებინა.
მწარე
21 ივნისი 2024 23:57
0
მეკარის გამოსვლა რა შუაშია როცა ალთუნაშვლი უწყინარ პოზიციაში ბურთს ვერ აჩერებს?
nedved
21 ივნისი 2024 23:58
0
წიტაიშვილი ამოვარდა სავარაუდოდ
მეორე გოლის ამბავია
ზიზ
22 ივნისი 2024 01:29
3
სავარაუდოდ წიტაიშვილს დაასვენებს,მაგრამ ცუდი თამაშის კი არა,მცირე გაბარიტების გამო.ჩეხების მაღალტანიან ათლეტებთან ბრძოლაში,ფიზიკურად ძალიან დაიჩაგრება.სანიოლი შეეცდება, ფიზიკურად ძლიერი ბიჭები შეუშვას
სოსო
22 ივნისი 2024 03:24
2
მაშინ როცა, შემდეგ ეტაპზე ოთხი საუკეთესო მესამე ადგილოსანიც გადის, მწვრთნელი ამტკიცებს, რომ მნიშვნელობა არ ქონდა რა ანგარიშით წავაგებდითო... გენიოსის გარდა ამ დასკვნამდე ვერავინ მივიდოდა.
ქართული
21 ივნისი 2024 22:55
49
მთავარია მოვიგოთ… ბ და ც ჯგუფში, მგონი საჩვენოდ ლაგდება სატურნირო ცხრილი
ირაკლი
22 ივნისი 2024 00:27
0
მამარდაშვილს არავინ აკრიტიკებს. სამწვრთნელო შტაბს ეკუთვნის კრიტიკა არასწორად დაყენებული გუნდის გამო და დაგვიანებული შეცვლების გამო, არასწორად შერჩეული ტაქტიკის გამო. მოთამაშეებს ვერაფერს ვერ დავაბრალებთ. ბძალიან მეამაყება ამ ბიჭების მონდომება და თამაში.
simartle
22 ივნისი 2024 02:23
7
ალთუნაშვილოს ნაცვლად გამოგეყვანა გამოცდილი კვეკვესკირი და ბუდუ 60 წუთამდე, ლოჩოშვილოს ნაცვლად შემტევი, მარჯვნივ გოჩოლეიშვილი და სხვა მრავალი... და არ გავიდოდა ეგ გოლი, შეილება არც მეორე გასულიყო! ენდე ბიჭებს და შეატევინე, უკნიდან ნუ ათამაშებ! ცვლილებებსაც დროზე მიმართე! ერთი ნორმალური ფედერაცია და მწვრზტნელი რა გახდა მთელი 30 წელია რა (((
ემიგრანტი
22 ივნისი 2024 01:11
10
ჩვენი პრობლემა 'მანდრაჟით' თამაშია. ამისთვის ზედმეტი მოლოდინების შექმნას თავი უნდა დავანებოთ. მაგრამ ახლა უკვე გვიანია.
odala
22 ივნისი 2024 08:43
0
მთელ ქვეყანას გვიხარია წაგება,შე კაი კაცო,ლამის სახალხო ზეიმიც მოვაწყოთ ისე გვიხარია და შენ რა გაწუხებს.ჩეხებთანაც წააგე
ჯუდო
22 ივნისი 2024 08:06
27
ტელევიით კიდევ დაგვიმალეს რაც ხდებოდა სტადიონზე.. დიდგორობა აქეთ მოუწყიათ თურქებს 80% ეგენი ყოფილან ჩვენი გაფხეკილი ჯიბე რავთქვი :( ასეთ დროს კიდევაც მაგრად უთამაშიათ ჩვენს ბიჭებს საშინელი გარემო ყოფილა თურქების გუგუნი ანგრევდა სტადიონს. მწვრთნელი გვყავს დაბალი დონის ზივზივაძე ლობჟანიძე და ზურიკო რომ შემოეყვანა ერთად 20წუთით ადრე რამე დაშავდებოდა? მარჯვენა ფლანგიდან მოხდა ისედაც გოლის დროს გარღვევა და საბა და ზურიკო კარგ დღეს დააყრიდნენ მარცხენა მცველს?? ლოჩოშვილი გამოიყვანა მისი გონება მეტს ვერ წვდება რაქნას
roni
22 ივნისი 2024 07:21
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული