პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 1:0 ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ჩეხეთს 1:0 ამარცხებს.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა შეხვედრისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში ერთი შეცვლა განახორციელა, ჩაკვეტაძის ნაცვლად დავითაშვილი დააყენა. ამჯერად სტადიონზე ქართველი გულშემატკივრები მეტოქის ქომაგებზე მეტნი იყვნენ. დებიუტში მოწინააღმდეგეს სამი შანსი მიეცა და სამივეჯერ მამარდაშვილმა გვიხსნა. შემდეგ დავითაშვილი საჯარიმოში მცველთან ბრძოლაში მოედანზე დაეცა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება უჭირდა. მერე გლოჟეკმა ჩვენს კარში ბურთი ხელით შეიტანა და გოლი არ ჩაითვალა. ჩეხები
უპირატესობას ფლობდნენ, ზეწოლას აძლიერებდნენ. თუმცა, აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრები იერიშებზე გადავიდა და კაშიას სამი მეტრიდან მეკარე სტანეკმა არ გაატანინა. მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ ჩეხ მცველზე ხელით თამაში დააფიქსირა და მიქაუტაძემ პენალტი გაიტანა. ბოლოს მამარდაშვილმა შიკს გატანა არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“
საქართველო - ჩეხეთი
გოლი: მიქაუტაძე (45+4, პენ)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე

altქართველი გულშემატკივრები ჰამბურგში - უმნიშვნელოვანეს მატჩამდე სულ ცოტა დრო რჩება [VIDEO]

altმატჩის დღე! გადამწყვეტი დაპირისპირება საქართველოს ნაკრებისთვის

მკითხველის კომენტარები / 15 /
ეს კვახი კვარაცხელიას რატომ არ ცვლიან
!!
22 ივნისი 2024 18:33
3
ეს კომენტატორი საგოლე.მომენტებს ყვავივით დასჩხავის გაუშვი ჯერ გაიტანონ და მერე იღრიალე
გიო
22 ივნისი 2024 18:26
2
Კაშია-კვირკველია-მექვაბიშვილი სამარცხვინოები ხართ
დინამოელი
22 ივნისი 2024 18:25
4
კარგი გამთამაშებელი გვაკლია, კროოსის და მოდრიჩის ნახევარი რომ მაინც იყოს
მამუკა
22 ივნისი 2024 18:13
3
ბიჭებო! ბოლომდე მიაწექით, ძალიან ვნერვიულობთ და შეგვიცოდეთ ქომაგები, ჩემი მეზობელი ცოლ-ქმარი ისეთ დღეში არიან, განსაკუთრებით ცოლი, რომელიც მაგარი ბალელშიცაა და ბურთი რო გაიტანეს ჩვენებმა, ამ მეზობლის ცოლმა ისეთი კივილი მორთო რო გეგონებოდა ვიღაცა კლავდაო. აი ასე იცის ფეხბურთმა გაგიჟება!
აბა თქვენ იცით!
22 ივნისი 2024 18:10
1
❤️მამარდა❤️
G.LA
22 ივნისი 2024 18:06
1
რატომ მგონია რო კვირკველიაზე უკეთ ლოჩოშვილი დადგებოდა, ძან დირკა გახდა რაა
გოგა
22 ივნისი 2024 18:05
2
მამარდა!!!
გიორგი
22 ივნისი 2024 18:01
1
მიდით ბიჭებო ბოლომდე გაუძელით თქვენ გენაცვალეთ. მამარდა ნომერ ერთი ხარ შენ გენაცვალე რა ბურთები აიღე. მამარდ ბოლომდე გაძელიიიიიიიიიიიიიიიი. ხვიჩა გამოცოცხლდი მოითხოვე ბურთი და კარებში შეტანაზე ნუ ფიქრობ!!!!!!!!!!!! ზუკა ქოჩორა კაშო დვალი ჟორჟიკა მაგრები ხართ
,
22 ივნისი 2024 18:00
2
გასაძლები რა გვჭირს?? კიდე უნდა შევუტიოთ და გავიტანოთ გოლები
ავტობუსა
22 ივნისი 2024 18:05
1
გოლი რომ გაიტანო კარში დარტყმაა საჭირო,რა ემართებათ ხოლმე შეტევაში კარში დარტყმა რომ ავიწყდებათ კატრბში
გიო
22 ივნისი 2024 18:00
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული